ნიკა კაჭარავა: პენალტი იყო, მაგრამ ახლა რაღას ვიზამთ...

AutoSharing Option
დღეს, 29 მარტს, საქართველოს და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ, ჩვენი ნაკრების დებიუტანტმა ნიკა კაჭარავამ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის პირველ მატჩში ჩვენი ნაკრები ამხანაგურად ყაზახეთის ნაკრებს "დინამო არენაზე" გაეჯიბრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

"გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება, ნაკრებში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო დღემდე, ნერვიულობა დამეტყო. განსაკუთრებით, მაშინ, როცა მეკარესთან პირისპირ გავედი და...

შემდეგ თქვენც იცით, რაც მოხდა.

თერთმეტრიანის მომენტზეც ვიტყვი
ორიოდე სიტყვას: პენალტი იყო დასანიშნი. ეს აშკარა იყო.

ნუ, რას ვიზამთ. ვიმუშავებთ, რომ შემდეგი შეხვედრები უკეთ ჩავატაროთ", - გვითხრა კაჭარავამ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
კაჭარავა ძალიან პერსპექტიული ცენტრალური თავდამსხმელია, ყველა მონაცემებით! კარგ გუნდში, კარგი მწვრთნელის პირობებში მაგარი ცენტრი დადგება და შეანგრევს ნებისმიერ დაცვას!
არჩილ ხოფერია
20:40 30-03-2016
0
რატომ გგონიათ ყაზახეთის ნაკრები ხელწამოსაკრავი, ვერ ვხვდები.
ამო
16:04 30-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული