მარეკ ჰამშიკი: საქართველოს ნაკრებთან კარგ სპარინგს ველით

AutoSharing Option
ევროპულ შეკრებაზე საქართველოს ნაკრებს პირველი ამხანაგური მატჩი ევრო 2016-ის მონაწილე სლოვაკეთის ნაკრებთან ექნება - 27 მაისს ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიყვანს.

სლოვაკთა ლიდერი მარეკ ჰამშიკი ჩვენს გუნდთან დაპირისპირებას დიდი ინტერესით ელის:

"ჩვენი დაპირისპირება საქართველოს ნაკრებთან ძალიან კარგი სპარინგი იქნება. მეტოქე გუნდს ჩვენი ყოფილი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი თავკაცობს. ამის მერე გერმანელებთან დაპირისპირება ძალზე მნიშვნელოვანია.

გერმანია მსოფლიოს ჩემპიონია და მათთან თამაში ყოველთვის სერიოზული გამოწვევა და ტესტია. ვნახოთ, რას გადაწყვეტს მწვრთნელი, როგორ გადაანაწილებს ძალებს, რადგან ეს ორი თამაში სამდღიან შუალედშია",
- განაცხადა ჰამშიკმა.

ასევე იხილეთ:
ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული