საქართველოს ნაკრებს სლოვაკეთთან შესაძლოა უჩა ლობჟანიძე დააკლდეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვაკეთს ავსტრიის ქალაქ ველსის სტადიონზე დაუპირისპირდება.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში ამავე სტადიონზე 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ჩაატარა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საწვრთნელი პროცესი 45 წუთი გაგრძელდა. მაღალი ტემპერატურის გამო არ უვარჯიშია "დინამო თბილისის" მოთამაშე უჩა ლობჟანიძეს. რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას, ფეხბურთელი გუნდს ავსტრიაში გუშინ შეუერთდა და საწვრთნელ პროცესს ხვალიდან დაიწყებს.

საქართველოსა და ფიფას რეიტინგის 32-ე ნაკრების ამხანაგური მატჩი თბილისის დროით 19:30 წუთზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხი შემოგთავაზებთ.

ველსში გამართული ვარჯიშის შემდეგ ლევან მჭედლიძემ სლოვაკეთთან მატჩთან
დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

"საკმაოდ კარგად ვარ ფიზიკურად მომზადებული. თითოეული ჩვენგანის უდიდესი სურვილია, რომ ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი გავაკეთოთ. საკმაოდ კარგი შეკრებაა და ამასთან, საჭიროც, რადგან ვეგუებით ახალ სისტემას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ სლოვაკეთთან შეხვედრაში. რაც მთავარია, ჩანს, რომ გუნდი მზად არის ამ თამაშისთვის".

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები ავსტრიაში უკვე 23 ფეხბურთელით იმყოფება. ტარაგონას "ხიმნასტიკის" წევრი გიორგი აბურჯანია ეროვნულ გუნდს თვის ბოლოს შეუერთდება.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (მორდოვია", რუსეთი), გიორგი მაკარიძე (ფეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);
მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე (დინამო თბ), უჩა ლობჟანიძე (დინამო თბ), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), გიორგი აბურჯანია (ხიმნასტიკი, ესპანეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი (ესკიშეჰირსპორი, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), ვახტანგ ჭანტურიშვილი (დინამო თბ);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ქვილითაია (დინამო თბ), გიორგი ჭანტურია (დუისბურგი, გერმანია).

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 1 /
შანსი ჩნდება მოგების :D
0

სიახლეები პოპულარული