საქართველოს ნაკრები სლოვაკეთთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით მეორე მატჩი ავსტრიის ქალაქ ველსში, სლოვაკეთის ნაკრებთან ამხანაგურად გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა არაოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა, გოლი კი უკვე მე-5 წუთზე გაუშვა. თავი ადამ ნემეცმა გამოიჩინა, რომელმაც მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე დუბლიც მიითვალა. ვაისის თანამემამულეებმა მესამე გოლი ნუკრი რევიშვილის კარში საჯირიმო დარტყმით 70-ე წუთზე გაიტანეს - თავი ადამ ზრელაკმა გამოიჩინა.

აქედან ზუსტად ერთ წუთში უკვე ლევან ყენიამ გაიტანა პრესტიჟის გოლი. ყენიამ ჯერ ერთი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან,
შემდეგ კი უძლიერესი დარტყმით გაიტანა. საბოლოოდ 1:3 და აშკარაა, საქართველოს ნაკრების თავკაცს საფიქრალი უხვად აქვს.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთთან შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდათ ვახტანგ ჭანტურიშვილსა და ჯაბა ჯიღაურს.

ჩვენი გუნდი ავსტრიიდან ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს ამხანაგურად რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი, 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ნუკრი რევიშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი (79, ჯაბა ჯიღაური), თორნიკე ოქრიაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი (46, ლევან ყენია), სანდრო კობახიძე (46, ალეკო ამისულაშვილი), გიორგი ნავალოვსკი (66, ლაშა დვალი), ლევან მჭედლიძე (46, გიორგი ქვილითაია).

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 66 /
სასწრაფოდ მოაშორეთ კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციას! ცხადაძემ ნაკრები ძლივს გუნდს დაამგვანა და კობიაშვილის ამბიციებმა ნაკრები ისევ უკუნეთში დააბრუნა.წადი ძმაო გერმანიაში და ჩვენ თავი დაგვანებე,როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?
წუა
27 მაისი 2016 23:17
0
კობიაშვილს გაუსწორდება ქუჩაში რომ გაივლის და ყველა გამვლელი გულში თუ ხმამაღლა ამოუტრიალებს მთელ ოჯახს?! აქამდე იმას ვჩიოდით კარგად დაიწყო და მერე აურიაო და ამ კობიაშვილმა როგორ არაკაცურადაც დაიწყო ისე აგრძელებს და როგორ დაასრულებს საკითხავი აი ეს არის...



samcxe
27 მაისი 2016 23:16
0
1. ატლეტიკოს მაგალითი ადასტურებს რომ პირველ რიგში მწვრთნელი კარგი მოტივატორი უნდა იყოს! როგორი მოტივირებული იყვნენ დღეს ჩვენები კარგად გამოჩნდა.

2. უკვე მერამდენედ! დადსტურდა რომ უცხოელი მწვრთნელი ჩვენ ნაკრებს არ არგებს. ვინ არის ვალოდია ვაისი?! თვით ტოპმიოლერი და კუპერი გავისტუმრეთ უსახელოდ...

3. ქეცბაია კარგი მოივატორი, განსწავლული ტაქტიკოსი და პრაგმატული მწვრთნელია. როდესაც ხედავ რომ მეტოქე ერთი ორი ან 10 თავით მაღლა დგას, იმაზე მაინც უნდა იზრუნო რომ ანგარიში სამარცხვინო არ იყოს (დღევანდელი თამაში არ იგულუსხმება).

4. სლოვაკეთის მეორე თუ მესამე ნაკრებთან ასე უშანსოდ და უსახელოდ მარცხის შემდეგ თან იმ პირობებში როდესაც მწვრთნელი მოწინააღმდეგეს საკუთარი 5 თითივით იცნობს, ზედმეტია რაიმე პოზიტიურის მოლოდინი ვაისისგან მომავალში.

5. კარგი მწვრთნელის თუმცა "უჟმური" ქეცბაიას წასვლის შემდეგ სწორედ ისეთი ადამიანი სჭირდებოდა ნაკრებს როგორიც ცხადაძე იყო - გამგები, რომ დაელაპარაკება ყველას ინდივიდუალურად, დაარიგებს, ხელს გადახვევს და საკუთარ ძალებში დაარწმუნებს. რატომ გააგდეს ასე არაკაცურად ცხადაძე და ვინ არის პასუხისმგებელი?!

6. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არის უმაღლესი საფეხბურთო ხელისუფლება. ფეხბურთი განსაკუთრებით კი ეროვნული ნაკრები არის ჩვენი - ხალხის! და სფფ ვალდებულია, ხაზს ვუსვამ ვალდებულია იმოქმედოს გულშემატკივრების ინტერესების გათვალისწინებით! ხალხი კი ერთხმად მოითხოვდა ჯერ კახა ცხადაძის დანიშვნას, შემდეგ კი მის წინააღმდეგ აგორებული ამაზრზენი კამპანიის შეჩერებას!

7. დამნაშავე საქართველოს ნაკრების დღევანდელი უსუსრი მდგომარეობაში ერთმნიშვნელოვნად არის სფფ-ს ახალი ხელმძღვანელობა და პიროვნულად კობიაშვილი, რომელმაც თავისი ჯიუტური ჟინის დასაკმაყოფილებლად გულშემატკივრის და ზოგადად ქართული ფეხბურთის ინტერესი უგულველყო.

8. და ბოლოს. დამნაშავე ასევე არის ქართული სპორტული მედია (ბუნებრივია ყველა ჟურნალისტს არ ვგულისხმობ) რომელმაც მაშინ როდესაც აუპატიურებდნენ მოდუნებული ცდილობდა სიამოვნება მიეღო.

9. არ დაბლოკოთ ეს კომენტარი. ის ქართველი გულშემატკივრის საერთო აზრს გამოხატავს და ამას წინა კომენტარებიც ცხადჰყოფს.





zaza
27 მაისი 2016 22:54
0
რაც კობიაშვილი პრეზიდენტი გაგვიხდა ერთი თამაში ვერ მოვიგეთ.....
guga
27 მაისი 2016 22:49
0
ქართულმა ფეხბურთმა გამინადგურა ნერვები, მე ამ სპორტს აგარ უყურებ რეგბით ჩავანაცვლე, თქნვენც გირჩევთ გადმოდით რეგბზე
გიორგი
27 მაისი 2016 22:48
0
ასეთი ქომაგისთვის ნაღდად არ ღირს მეტის თამაში
zviadi11
27 მაისი 2016 22:46
0
იურგენ კლოპი ნაკრების ტრენერად!!!,კობიაშვილი დეპორტით გერმანიაში სასცრაფოდ
baqara
27 მაისი 2016 22:42
0
მეგობრებო რატომ ვერ ვხვდებით რომ მწვრთნელი არაფერ შუაშია, პირიქით მწვრთნელი კარგი გვყავს მაგრამ ფეხბურთელებშია პრობლემა ფეხბურთელებში. ნურც კობიაშვილს დააბრალებთ და ნურც ვაისს
Akaki
27 მაისი 2016 22:41
0
ასე უბანშიც ვთამაშობთ, ცოტა უკეთესადაც, არც მწვრთნელი გვყავს და არც ხელფასს გვიხდიან, სირცხვილია, მალე გიბრალტარიც მოგვიგებს
o.k.
27 მაისი 2016 22:41
0
რას ამბობ დალაგებულები რო არიან ხო ბდღვნიან ყველაფერს და ყველას
ლიმონა
27 მაისი 2016 22:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული