ვლადიმირ ვაისის გუნდმა არაოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა, გოლი კი უკვე მე-5 წუთზე გაუშვა. თავი ადამ ნემეცმა გამოიჩინა, რომელმაც მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე დუბლიც მიითვალა. ვაისის თანამემამულეებმა მესამე გოლი ნუკრი რევიშვილის კარში საჯირიმო დარტყმით 70-ე წუთზე გაიტანეს - თავი ადამ ზრელაკმა გამოიჩინა.
აქედან ზუსტად ერთ წუთში უკვე ლევან ყენიამ გაიტანა პრესტიჟის გოლი. ყენიამ ჯერ ერთი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან, შემდეგ კი უძლიერესი დარტყმით გაიტანა. საბოლოოდ 1:3 და აშკარაა, საქართველოს ნაკრების თავკაცს საფიქრალი უხვად აქვს.
აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთთან შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდათ ვახტანგ ჭანტურიშვილსა და ჯაბა ჯიღაურს.
ჩვენი გუნდი ავსტრიიდან ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს ამხანაგურად რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი, 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ნუკრი რევიშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი (79, ჯაბა ჯიღაური), თორნიკე ოქრიაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი (46, ლევან ყენია), სანდრო კობახიძე (46, ალეკო ამისულაშვილი), გიორგი ნავალოვსკი (66, ლაშა დვალი), ლევან მჭედლიძე (46, გიორგი ქვილითაია).
1. პირველი რაც მინდა ვთქვა ზოგადად ცუდი განწყობით იყვნენ ბიჭები ჩემი აზრით, თავიდანვე მოტივაცია არ ეტყობოდათ, რაღაც ზანტები და დაბნეულები ჩანდნენ, მობილიზება და კონცენტრაცია აკლდათ, რისი დამსახურებაც იყო პირველი გოლი, ასეთი დაბნეული კვირკველია არ მინახავს რატო არ დაუფარა დარტყმის მომენტში გაუგებარია. ან ნავალოვსკიმ რა "პადკატი" გააკეთა რაღაცა მოუქნელი აი თან რო გინდა და თან რომ არა ეგეთი. პრინციპში ეს ორი ფეხბურთელი როგორც წესი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა და ნამდვილად საწყენია მაგათგან, თორე ახალწვეულები რომ ყოფილიყვნენ იგივე დვალი ან აბურჯანია ან ახლებიდან რომელიმე, გამოუცდელობას დავაბრალებდით.
2.ორთაბრძოლებზე ვაისი რათქმა უნდა 100% იანია, მეორე გოლის შემთხვევაში, წააგო ამისულაშვილმა და გაიტანა ისევ იმ სლოვაკმა. კაკაბაძესაც სუსტი პოზიცია ჰქონდა და მარტივად ჩააწოდებინა.
3. მესამე გოლი იყო მეკარის, რომლის საიმედოობაში ეჭვი არ მეპარებოდა ხოლმე და ძალიან საწყენია ასეთი მარტივი და უხეში შეცდომა.
ყოჩაღ ყენია, ქვილითაია და დვალი, არ შეიძლება ეს ბიჭები არ შევაქოთ, მონდომებულები არიან ადგილის დასაკავებლად ნაკრებში და სულით და გულით ვუსურვებ წარმატებას!
კიდევ იმის თქმა მინდა რომ იღბალიც კაი საქონელია რა 4 დარტყმიდან 3 გოლი გაგვივიდა.
და ბოლოს ბიჭებს მინდა ვუთხრა: თქვენ თაობას ნამდვილად აქვს იმის უნარი რომ უსახელოდ არ დაიკარგოთ და საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ჩაწეროთ რომ პირველად შესარჩევი ეტაპი გადალახა საქართველოს ნაკრებმა!