ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, 23 წლის გიორგი ჭანტურია რუმინეთთან დღევანდელ სპარინგს გამოტოვებს. გუშინ ის ვარჯიშზე დაშავდა, თუმცა გუნდთან ერთად რჩება და შესაძლოა, ესპანეთთან 7 ივნისის ამხანაგურ მატჩში ითამაშოს კიდეც.
შეგახსენებთ, რომ მას არც სლოვაკეთთან უთამაშია, ოღონდ სხვა მიზეზით - "დუისბურგთან" ერთად მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა...
ვლადიმირ
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (ფეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);
მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო თბ), ლაშა დვალი (შლიონსკი, პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე (დინამო თბ), უჩა ლობჟანიძე (დინამო თბ), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), გიორგი აბურჯანია (ხიმნასტიკი, ესპანეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი (ესქიშეჰირსფორი, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), ვახტანგ ჭანტურიშვილი (დინამო თბ);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ქვილითაია (დინამო თბ).