რუმინული მედიის მტკიცებით, ანგელ იორდანესკუმ უკვე შეარჩია ის 11-ეული, რომელსაც საქართველოსთან მატჩში დაეყრდნობა.
რუმინეთი (სავარაუდო): ტეტერუშანუ - სეპუნარუ, გრიგორე, მოცი, რაცი - ჰობანი, პინტილი - პოპა, სტანჩუ, სტანკუ - ანდონე.
იორდანესკუს გუნდი 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით ითამაშებს. იორდანესკუმ უკრაინასთან 3:4 წაგებული მატჩის შემდეგ ორი ცვლილება განახორციელა, დაცვის ცენტრში კაპიტან ვლად კირიკეშის ნაცვლად კოსმინ მოცი ითამაშებს, ხოლო მარჯვენა შემტევად - გაბრიელ
ტორჟეს და პოპას შორის საბოლოო არჩევანი ჯერ არ გაკეთებულა, აი, კირიკეშს კი მცირე ტრავმა აქვს. "ნაპოლის" მცველი ევრო 2016-ის პირველ მატჩში იქნება, საქართველოსთან კი მას მწვრთნელი სკამზე დასვამს, ყოველი შემთხვევისთვის.
რუმინული მედიის ცნობით, რა შემადგენლობითაც ითამაშებს იორდანესკუ საქართველოსთან, იმ შემადგენლობას გაიყვანს ის ევრო 2016-ის გახსნის მატჩში ფრანგების წინააღმდეგ.