რუმინეთი-საქართველოს წინ: იორდანესკუმ კაპიტანი სკამზე დასვა

AutoSharing Option
3 ივნისს, 22 საათზე საქართველოს ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს - ვლადიმირ ვაისის გუნდი ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე ევრო 2016-ის მონაწილე რუმინეთს ესტუმრება.

რუმინული მედიის მტკიცებით, ანგელ იორდანესკუმ უკვე შეარჩია ის 11-ეული, რომელსაც საქართველოსთან მატჩში დაეყრდნობა.

რუმინეთი (სავარაუდო): ტეტერუშანუ - სეპუნარუ, გრიგორე, მოცი, რაცი - ჰობანი, პინტილი - პოპა, სტანჩუ, სტანკუ - ანდონე.

იორდანესკუს გუნდი 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით ითამაშებს. იორდანესკუმ უკრაინასთან 3:4 წაგებული მატჩის შემდეგ ორი ცვლილება განახორციელა, დაცვის ცენტრში კაპიტან ვლად კირიკეშის ნაცვლად კოსმინ მოცი ითამაშებს, ხოლო მარჯვენა შემტევად - გაბრიელ
ტორჟეს
ნაცვლად ადრიან პოპა.

ტორჟეს და პოპას შორის საბოლოო არჩევანი ჯერ არ გაკეთებულა, აი, კირიკეშს კი მცირე ტრავმა აქვს. "ნაპოლის" მცველი ევრო 2016-ის პირველ მატჩში იქნება, საქართველოსთან კი მას მწვრთნელი სკამზე დასვამს, ყოველი შემთხვევისთვის.

რუმინული მედიის ცნობით, რა შემადგენლობითაც ითამაშებს იორდანესკუ საქართველოსთან, იმ შემადგენლობას გაიყვანს ის ევრო 2016-ის გახსნის მატჩში ფრანგების წინააღმდეგ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაპიტანი დასვა თუ არა ყურებზე ხახვი არ დაგვაჭრათ, ეგრე სლოვაკეთმა მთელი ძირითადი ნაკრები დასვა სკამზე და რა დგეშიც ჩავაგდეთ კი დაინახეთ, გავაოგნეთ, დავშოკეთ და გაოცებისაგან პირი დავარებინეთ
llcl
17:37 03-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული