ვლადიმირ ვაისი: სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ...

AutoSharing Option
დღეს, 7 ივნისს, საქართველოს ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს - მადრიდის "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგური მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო განცხადებაც გააკეთა:

..."ჩვენთვის დიდი პატივი და ზეიმია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც ესპანეთის ნაკრებია. ამ გუნდს ჰყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ამ შეხვედრას უკეთ
ჩავატარებთ, ვიდრე ბოლო თამაშებს.

...რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგი იქნება ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი, ამაზე არ ვფიქრობთ, უბრალოდ, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. უნდა გავაკეთოთ ის, რაც ვერ გავაკეთეთ ბოლო ორ შეხვედრაში, რომელიც ცუდად ჩავატარეთ. უნდა ვიზრუნოთ ჩვენს იმიჯზეც...

...ამ გუნდთან ერთად მხოლოდ ორი თვეა, რაც ვმუშაობ. სამუშაო კი ბევრია საიმისოდ, რათა ევროპულ დონეს მივაღწიოთ...

...რაც შეეხება გიორგი აბურჯანიას, ის დიდი მომავლის ფეხბურთელია. ამჯერად ვერ დაეხმარება "ხიმნასტიკს" და ითამაშებს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ"...

უფრო საყურადღებო იყო ვაისის ეს განცხადება:

"რამდენიმე ფეხბურთელი, სანამ მე ამ გუნდის მწვრთნელი ვარ, ეროვნულ ნაკრებში ვეღარ ითამაშებს. ამას გარდა, გუნდში პრობლემურია დისციპლინისა და ურთიერთგაგების საკითხიც".

გასაკვირი არ არის, რომ ვაისს ეს "რამდენიმე ფეხბურთელი" არ დაუკონკრეტებია. "ლელო" დაუკავშირდა მადრიდში მყოფ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტულ კომენტატორ ლევან ღუდუშაურს, რომელმაც ნაკრების მწვრთნელის სიტყვები დაგვიდასტურა და იგივე თქვა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტულ თოქ-შოუში ჩართვის დროსაც...

და კიდევ ერთი ინფორმაცია - რუმინეთთან მატჩში მიღებული მცირე ტრავმის გამო, შესაძლოა, ესპანელების წინააღმდეგ ვერ ითამაშოს ლევან მჭედლიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 52 /
" საქართველოსთვის დიდი პატივი და ზეიმია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც ესპანეთის ნაკრებია...."


პატივი რომც იყოს, ზეიმის მნიშვნელობა როგორ ესმის ამ კაცს, ნეტავ, თუ მორიგი ზეიმისა და ფეირვერკის მოწყობას გვიპირებს?!... ნებისმიერ შემთხვევაში, არა მგონია, ორი დღის ჩამოსული სლოვაკის გადასაწყვეტი იყოს - რა არის საქართველოსთვის პატივი და ზეიმი.... ამას, როგორმე თავადვე გადავწყვეტთ აბორიგენი ტროლები.....
სხვათა შორის, ზუსტად მაგ დროს (22.45) როცა ვაისის შეგირდები საზეიმო პიროტექნიკას შეუნთებენ ცეცხლს, მეორე არხზე დაიწყება ახალგაზრდა ბორჯღალოსნების ჯახი ზელანდიელებთან და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ალბათობით აქაც დავმარცხდებით, პირადად მე, პირველად ცხოვრებაში ვამჯობინებ საფეხბურთო ნაკრების თამაშს სარაგბო ნაკრების თამაშს ვუყურო....
მსქროლავი ტროლი
07 ივნისი 2016 15:53
0
Eric cantona ერიკ, ძალიან გამაკვირვა ამ ფორმაციის ნაკრების თითქმის ერთადერთი ფეხბურთელის - ოქრიაშვილის კრიტიკამ. ოქრიაშვილი ყველა სანაკრებო მატჩში ყველაზე მეტს შრომობს, ხშირად დაცვაში ართმევაზე ჩამოდის და იქედან ცდილობს თამაშის წამოწყებას. ადრე რაც ხდებოდა ის ვიცი, მაგრამ თუ ვინმე ვარგა ამ თაობის ნაკრებში ეს ოქრიაშვილია. მას შეუძლია ბურთის დაჭერა, ძველი თაობის ფეხბურთელებივით ტექნიკურია, კაცის მოტყუება არ უჭირს, კარგად ურტყამს, კარგი მოედნის ხედვა აქვს. ვერ გავიგე ამჯერად რაში ადანაშაულებთ?!
არჩილ ხოფერია
07 ივნისი 2016 15:51
0
უცხოურ კლუბებში თამაშზე ყოველწელს ლიცენზიას ეროვნული ნაკრები უნდა აძლევდეს ფეხბურთელებს და მერე ნახეთ ერთ ადგილებს რომ დაიხეხავდნენ ნაკრებში თამაშზე
zmo
07 ივნისი 2016 15:33
0
ეს მაგარი იციან, მჭედლიძეს ტრავმა აქვსო, როცა არა აქვს ხომ რას ამბობთ ძირფესვიანად თხრის ყველაფერს!ლორიას და რევიშვილის გარდა ყველა გასაყრელები არიან, ეგ ვაიფეხბურთელები, და ვითომ ფეხბურთელები!!! არველაძეებს და ქინქლაძეს ვაკრიტიკებდი, თურმე რაკარგად თამაშობდნენ და ვერ დავაფასეთ ამ დღევანდელ უვიცებთან შედარებით!!!!
gg
07 ივნისი 2016 15:14
0
ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა ანგარებიანი ადამიანები არიან, მათ მხოლოდ საკუთარი შემოსავალი ანაღვლებს და ეგ შემოსავალი კლუბებში აქვთ. ეგეთი ფეხბურტელი მოტივირებულად მაშინ ითამაშებს, როდესაც ახალი კლუბის მოსაძებნად თავის გამოჩენა დასჭირდება, აი მაშინ არ დაზოფავს თავს და ბოლომდე დაიხარჯება. სამწუხაროდ , როგორც ჩვეულებრივ ადამიანებში ცოტაა უანგარო პატიოსანი ადამიანი, ასევეა ფეხბურთშიც.
lasha19
07 ივნისი 2016 15:00
0
ხომ გეუბნებოდით ეხბურთელები უჩალიჩებენ, თქო. ვაისსაც და კობიაშვილსაც. ადრე ქეცბაიას უჩალიჩებდნენ. ცხადაძესთან ვერ მოასწრეს.
ოღონდ ფეხბურთელების ზურგს უკან ვინ დგას, ნაღდად არ ვიცი.
haha
07 ივნისი 2016 14:22
0
სულ კიდიათ, აქედან მასე ჩანს არადა სულ ვუყურებ გოლები მენატრება, კობიაშვილო ტესტები უნდა დანიშნო ჯერ სან მარინოსთან მერე აზერებთან მერე უკრინასთან და ბოლოს ესპანეთთან... ნახევარი არაა გამოსაძახებელი მანდ ეტყობათ ვინებიც, სხვებიც გყვავს და დროც გვაქვს გუნდის შესარჩევად... და კიდევ ამათ ვაისი არ უნდათ და მალე გაუშვებენ კიდეც არადა ვნახე არქივები აქვს შედეგები დგეს ვფიქრობ ესპანეთთნ კარგად ითამაშებენ მჯერა
lev.zei
07 ივნისი 2016 14:21
0
დისციპლინა არის თუმცა კი არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელზე აუცილებელი პირობა წარმატების მისაღწევად. ამიტომაც, მივესალმები მწვრთნელის ეგეთ რადიკალურ განცხადებას! მტკიცე ხელი აგრძნობინეთ ფეხბურთელებს, ბატონო ვაის. მერე ჩვენც შეგვეძლება უფრო მიუკერძოებლად განვსაჯოთ თქვენი სათამაშო ტაქტიკის ავ-კარგიანობა. უდისციპლინო და უთავბოლო ფეხბურთელების ხელში რა ტაქტიკამ უნდა გამოიღოს შედეგი?
giglia
07 ივნისი 2016 14:10
0
ეხხ ეს რამდენი ხანია ვიცით რომ 2 ღერი წარმატება უვარდებათ თავში და 2000 დოალრი ხელფასი. ოქრიაშვილი რომ ბელგიაში თამაშობდა ის ვერ შეიშნო .... სხვა რაზე უნდა ვილაპარაკო, ნეტა თურქეთში როა არ ენატრება ? :D :D ნახევაზე მეტი საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელები გყვავს ფიზიკური მომზადება 0
.......
07 ივნისი 2016 13:53
0
kashias ,rom nakrebshi kargad etamasha jer eg me ar maxsovs, vittese kofilma mtvrtelmaz mixvda eg tavis droze, imitom iko mashin skami axexina mteli 3 tve.
gurami
07 ივნისი 2016 13:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული