ვლადიმირ ვაისი: სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ...

AutoSharing Option
დღეს, 7 ივნისს, საქართველოს ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს - მადრიდის "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგური მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო განცხადებაც გააკეთა:

..."ჩვენთვის დიდი პატივი და ზეიმია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც ესპანეთის ნაკრებია. ამ გუნდს ჰყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ამ შეხვედრას უკეთ
ჩავატარებთ, ვიდრე ბოლო თამაშებს.

...რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგი იქნება ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი, ამაზე არ ვფიქრობთ, უბრალოდ, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. უნდა გავაკეთოთ ის, რაც ვერ გავაკეთეთ ბოლო ორ შეხვედრაში, რომელიც ცუდად ჩავატარეთ. უნდა ვიზრუნოთ ჩვენს იმიჯზეც...

...ამ გუნდთან ერთად მხოლოდ ორი თვეა, რაც ვმუშაობ. სამუშაო კი ბევრია საიმისოდ, რათა ევროპულ დონეს მივაღწიოთ...

...რაც შეეხება გიორგი აბურჯანიას, ის დიდი მომავლის ფეხბურთელია. ამჯერად ვერ დაეხმარება "ხიმნასტიკს" და ითამაშებს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ"...

უფრო საყურადღებო იყო ვაისის ეს განცხადება:

"რამდენიმე ფეხბურთელი, სანამ მე ამ გუნდის მწვრთნელი ვარ, ეროვნულ ნაკრებში ვეღარ ითამაშებს. ამას გარდა, გუნდში პრობლემურია დისციპლინისა და ურთიერთგაგების საკითხიც".

გასაკვირი არ არის, რომ ვაისს ეს "რამდენიმე ფეხბურთელი" არ დაუკონკრეტებია. "ლელო" დაუკავშირდა მადრიდში მყოფ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტულ კომენტატორ ლევან ღუდუშაურს, რომელმაც ნაკრების მწვრთნელის სიტყვები დაგვიდასტურა და იგივე თქვა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტულ თოქ-შოუში ჩართვის დროსაც...

და კიდევ ერთი ინფორმაცია - რუმინეთთან მატჩში მიღებული მცირე ტრავმის გამო, შესაძლოა, ესპანელების წინააღმდეგ ვერ ითამაშოს ლევან მჭედლიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 52 /
როცა იგივეს ქეცბაია ამბობდა, (თუმცა ემოციური ფორმით, ძნელია უემოციოდ შეხედო იმას რაც გვჭირს),ჯვარს ვაცვით,ძარღვი აკლია ჩვენ ფეხბურთს. ისე შედეგი ყველანაირი შეიძლება იყოს ამაზე არ ვლაპარაკობ. ავტოგოლიც გასაკიცხი არაა თვითონ ფეხბურთელზე მეტად ჩვენ ვერ განვიცდით ამას . უბრალოდ მოინდომეთ ბიჭებო დავინახოთ, რომ ყველაფერს დებთ თამაშისთვის და შედეგიც მოვა. მე მაინც მგონია, რომ ეროვნულ ნაკრებს ქართველი უნდა ხელმძღვანელობდეს რადგან ქართველისთვის წარმატება ეროვნულ გუნდში მხოლოდ პრეწტიჟი და რეიტინგი არაა!!
badri
07 ივნისი 2016 13:50
0
kashia, amisulashvili, lobjanidze, dvali, jigauri, chanturishvili, es is fexburtelebia romlebiz saertod ar unda gamoizaxon nakrebshi satamashod.
kosta
07 ივნისი 2016 13:45
0
შარშან ოტომბერში ,ერთ-ერთ სასტუმროში, რამოდენიმე დღე მომიწია ცხოვრება უკრაინის U 21 ნაკრებთან ერთად. ვხვდებოდით დღეში სამჯერ, საუზმეზე, სადილზე, ვახშამზე. უნდა გენახათ როგორი დისციპლინირებული იყო სუყველა, ფეხბურთელებიდან დაწყებული მწვრთნელებამდე გათავებული. ზუსტად ერთნაირ ფორმებში, მოწესრიგებულები, მათ ხმამაღალ ლაპარაკს ვერ გაიგებდი. როგორ შემოდიოდა 40 ადამიანი და გადიოდა ვერ გაიგებდი. ვუყურებდი ამ ყველაფერს და თეთრი შურით მშურდა, როდის მივაღწევთ ჩვენ ამ დონეს.
დათო
07 ივნისი 2016 13:17
0
roma-ს ბევრ რამეში გეთანხმები მაგრამ აბურჯანიაზე და ოქრიაშვილზე ვერ დაგეთანხმები, მთელი სეგუნდა დივიზიონი აბურჯანიაზე ლაპარაკობდა რაც გიმნასტიკში გადავიდა ისე კარგად მოერგო და გალიდერდა გუნდში, ცუდი გუნდი გგონია? რამდენჯერმე ვნახე მაგათი თამაში თავიდან ბოლომდე და დამიჯერე ლა ლიგაში იმსახურებს გადასვლას, წარმოიდგინე ლესტერის ვარიანტი, გადმოვიდა ქვედა ლიგადან და იმ წელსვე მოიგო პრემიერ ლიგა, გიმნასტიკს ამხელა მიღწევა არ აქვს მაგრამ იყო მესამე ლიგაში, შარშან მოიგო გადმოვიდა მეორეში და წელსვე დიდი შანსი აქვს გადავიდეს ლა ლიგაში ცუდი გუნდი ამდენს ვერ შეძლებს ესე მოკლე დროში, ხო და ასეთ პერსპექტიული გუნდის ერთ ერთი ლიდერია აბურჯანია. ოქრიაშვილმა კიდე როგორც იქნა ისწავლა პასების გაკეთება და ყველაზე ბევრ პასს მგონი ეხლა ეგ აკეთებს ნაკრებში და ყველაზე აქტიურიცაა, დაცვაშიც ჩარბის ცენტრშიც და თავდასხმაშიც ეგ გარბის, ხან მარჯვნივ ხან მარცხნივ ხან წინ ხან უკავ, მოკლედ მთელ მოედანზე სადაც გუნდს უჭირს
Akaki
07 ივნისი 2016 13:08
0
რუმინეთთან 1–5 არ წაგვიგია, სინამდვილეში 3–3 ვითამაშეთ.
ავთო
07 ივნისი 2016 13:06
0
როდესაც კლასი არ გაქვს მონდომების და თავდადები ხარჯზე მაინც უნდა ითამაშო მაგრამ ესენი თურმე უდისციპლინოებიც არიან, მოკლედ საქართველოს ნაკრები კიდიათ, რისი იმედი გაქვთ ხალხნო ...მაგარი განკიცხვის ღირსები არიან
zmo
07 ივნისი 2016 12:53
0
მწვრთნელს თავი დავანებოთ,ამ ფეხბურთელებით ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს. ხუთიდან სამი გოლი ამისულაშვილის სინდისსზეა, რა უნდა მაგ კაცს ნაკრებში?ცხადაძეს, რა ვქნა და საკუთარი ბიჭის ნაკრებში დაყენებას ვერაფრით ვერ ვაპატიებ. მაინც უცხოელი მწვრთელი მირჩევნია.
ჯიჯი ალფაიძე
07 ივნისი 2016 12:41
0
ჟურნალისტებმა მაგრა იცით მწვრთნელებზე ხელების შეხოცვა
123
07 ივნისი 2016 12:35
0
მუდმივად იმაზე წერა, ეს მწვრთნელი ჯობია თუ ის, ეს ფეხბურთელი ჯობია თუ ის, ჯობია რეალურ მიზეზებზე ვილაპარაკოთ. სანამ სერიოზული ფული არ დაიხარჯება ფეხბურთში და პატიოსანი ხალხი არ იმუშავებს, მანამ ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით. რატომ გვავიწყდება, რომ ევროპული საკლუბო ტურნირების საწყის ეტაპებზე წაგებული გვაქვს 2-8, 0-7, 0-5 და ა.შ. საკუთარ მოედნებზე, თანაც საშ. დონის გუნდებთან. და ჩვენ გვინდა ,აქ ფეხბურთელი გაიზარდოს, რომ ნაკრებს გამოადგეს? დაგავიწდათ პოლონეთთან ორი მატჩის ჯამში 0-8?, ესტონეთთან 0-3? რა კეთდებოდა ქვეყანაში, ფეხბურთი რომ იყოს? რა შუაშია ვაისი...
merabi
07 ივნისი 2016 12:34
0
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გუნდი ესაა არაპროფესიონალების, ევროპის და რუსეთის ჭ კლასის გუნდების სათადარიგოთა სკამზე მჯდარი არაფრის მაქნისი ადამიანების ერთობა, რომლებსაც არც შეუძლიათ და არც იციან ფეხბურთის თამაში, არ აწუხებთ სირცხვილის გრძნობა, საკუთარი ქვეყნის და გულშემატკივრის შეურაწყოფა და ფეხებზე კიდიათ საქართველოს ღირსება.

ძალიან სწორედ იქცეოდა ქეცბაია სულ ყვირილით და გინებით რომ ათამაშებდა.
გიო
07 ივნისი 2016 12:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული