ვლადიმირ ვაისი: სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ...

AutoSharing Option
დღეს, 7 ივნისს, საქართველოს ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს - მადრიდის "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგური მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო განცხადებაც გააკეთა:

..."ჩვენთვის დიდი პატივი და ზეიმია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც ესპანეთის ნაკრებია. ამ გუნდს ჰყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ამ შეხვედრას უკეთ
ჩავატარებთ, ვიდრე ბოლო თამაშებს.

...რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგი იქნება ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი, ამაზე არ ვფიქრობთ, უბრალოდ, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. უნდა გავაკეთოთ ის, რაც ვერ გავაკეთეთ ბოლო ორ შეხვედრაში, რომელიც ცუდად ჩავატარეთ. უნდა ვიზრუნოთ ჩვენს იმიჯზეც...

...ამ გუნდთან ერთად მხოლოდ ორი თვეა, რაც ვმუშაობ. სამუშაო კი ბევრია საიმისოდ, რათა ევროპულ დონეს მივაღწიოთ...

...რაც შეეხება გიორგი აბურჯანიას, ის დიდი მომავლის ფეხბურთელია. ამჯერად ვერ დაეხმარება "ხიმნასტიკს" და ითამაშებს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ"...

უფრო საყურადღებო იყო ვაისის ეს განცხადება:

"რამდენიმე ფეხბურთელი, სანამ მე ამ გუნდის მწვრთნელი ვარ, ეროვნულ ნაკრებში ვეღარ ითამაშებს. ამას გარდა, გუნდში პრობლემურია დისციპლინისა და ურთიერთგაგების საკითხიც".

გასაკვირი არ არის, რომ ვაისს ეს "რამდენიმე ფეხბურთელი" არ დაუკონკრეტებია. "ლელო" დაუკავშირდა მადრიდში მყოფ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტულ კომენტატორ ლევან ღუდუშაურს, რომელმაც ნაკრების მწვრთნელის სიტყვები დაგვიდასტურა და იგივე თქვა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტულ თოქ-შოუში ჩართვის დროსაც...

და კიდევ ერთი ინფორმაცია - რუმინეთთან მატჩში მიღებული მცირე ტრავმის გამო, შესაძლოა, ესპანელების წინააღმდეგ ვერ ითამაშოს ლევან მჭედლიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 52 /
ნომინაციაში "სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ" წარდგენილნი არიან - ამისულაშვილი, ლობჟანიძე, და ოქრიაშვილი
Eric cantona
07 ივნისი 2016 12:18
0
ფედერაცია ყველაფერს იმიტომ აკეთებს, რომ მოიყვანოს გეგუჩაძე.
ვაჯა
07 ივნისი 2016 12:13
0
მოკლედ!
უნდა გაუშვან მთელი ნაკრები, დაიწყონ ნულიდან ახალგაზრდებით. ვინც ახალგაზრდები არიან ახალი გამოძახებულები ცოდონი არიან იმ ძველ გუნდდთან თამაშით, წლების მერე მივიღებთ შედეგს, ახლა მაინც არანაირი შედეგი არ გვაქვს, შედეგი კი არა უკან მივდივართ და მივდივართ თან რა სისწრაფით.

პ.ს. ეს ძალიან მოკლედ დავწერე პრობლემა ძალიან ბევრია და ეს ყველაფერი მოდის ბავშვთა ფეხბურთიდან.
dato
07 ივნისი 2016 12:06
0
ვაისმა ისეთი დაძაბა მემგონი ნახევარ ნაკრებს გაუშვებს :) და ღირსებიც იქნებიან ამოვიდა ამ მწვრთნელების ცვლა ეგაა ზუსტად რა ყოფილიყო ცხადაძე და იქნებოდა ნორმალური ნაკრები ნელნელა
vaisma dadzaba
07 ივნისი 2016 12:03
0
ხალხო არ მინდა პირადულზე გადასვლა,ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო არაკომპენტენტურ კომენტარის მაკეთებლებს,თავი დაანებეთ ჩვენი ფეხბურთელების ქებას,ისინი ამას არ იმსახურებენ,ხოლო თუ დაიმსახურებენ ცაში ავიყვანოთ,ოღონდ დამსახურების მერე,მაგ.აბურჯანიას,რომ აქებთ,ხომ ვერ მეტყვით ის რომელ ლიგაში თამაშობს,ის კარგი და მომავლის ფეხბურთელი რომ იყოს მას ვინ გააჩერებს ესპანეთის მეორე ლიგაში,ანდა ოქრიაშვილის მაქებრებო,სად თამაშობს ოქრიაშვილი?,ბურთი ფეხებში ებლანდება,თქვენ კი აქებთ,ასე,რომ ნუ ვიმეორებთ ჩვენი უვიცი ჟურნალისტების შეცდომებს,სად არიან მათ მიერ მესად შერაცხული ანანიძეები,ყენიები,მჭედლიძეები? სირცხვილია ხალხო ამდენი არაკომპენტენტურობა,ჯობია გაჩუმდეთ და თუ მართლა გამოჩნდება ვინმე,ოღონდ მართლა ნიჭიერი,მაშინ კი ბატონო ვაქოთ და ვადიდოთ,ეს,რომ მოხდება ისინი მაშინვე გრანდებში მოხვდებიან და ეს იქნება საზომი მათი ხარისხის და პროფესიონალიზმის და არა ვიღაც არაფლისმცოდნე ჟურნალისტების ქება დიდება და საბოლოოდ ნული შედეგი ნაკრებისთვის.
roma
07 ივნისი 2016 11:58
0
ამისულაშვილისთვის და ლობჟანიძისთვის კაი ხნის წინ უნდა დამთავრებულიყო ნაკრები
გიორგი
07 ივნისი 2016 11:51
0
ვლადიმირ ვაისი: "სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ...

უნდა ვიზრუნოთ ჩვენს იმიჯზეც...

ამას გარდა, გუნდში პრობლემურია დისციპლინისა და ურთიერთგაგების საკითხიც".

გაიხარე ამ სიმართლისთვის ბ-ნო ვლადიმირ და ესპანეთთან მატჩის შემდეგ იქნებ გვითხრა ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადების პრობლემები რა დონეზე არის ნაკრებში?
გუჯა კახაძე
07 ივნისი 2016 11:48
0
ეს მჭედლიძე 15 წუთი ითამაშებს და მერე მთელი წელი ტრამვირებულია, ამისთანა არაფერი მინახავს.
musenbazi
07 ივნისი 2016 11:42
0
ის რამდენიმე ფეხბრუთელი ვინაც არ უნდა იყოს ნაკრებში,არის ყველა გარდა სამი კაცისა.
კაცობა, ვაჟკაცობა და სინდისი აქვთ დაკარგული ამ ხალხს...
jango
07 ივნისი 2016 11:38
0
ერთი გამაგებინეთ ეს მჭედლიძე ხრუსტალის კაცია?
თენგო
07 ივნისი 2016 11:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული