ვლადიმირ ვაისი: სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ...

AutoSharing Option
დღეს, 7 ივნისს, საქართველოს ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს - მადრიდის "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგური მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო განცხადებაც გააკეთა:

..."ჩვენთვის დიდი პატივი და ზეიმია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც ესპანეთის ნაკრებია. ამ გუნდს ჰყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ამ შეხვედრას უკეთ
ჩავატარებთ, ვიდრე ბოლო თამაშებს.

...რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგი იქნება ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი, ამაზე არ ვფიქრობთ, უბრალოდ, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. უნდა გავაკეთოთ ის, რაც ვერ გავაკეთეთ ბოლო ორ შეხვედრაში, რომელიც ცუდად ჩავატარეთ. უნდა ვიზრუნოთ ჩვენს იმიჯზეც...

...ამ გუნდთან ერთად მხოლოდ ორი თვეა, რაც ვმუშაობ. სამუშაო კი ბევრია საიმისოდ, რათა ევროპულ დონეს მივაღწიოთ...

...რაც შეეხება გიორგი აბურჯანიას, ის დიდი მომავლის ფეხბურთელია. ამჯერად ვერ დაეხმარება "ხიმნასტიკს" და ითამაშებს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ"...

უფრო საყურადღებო იყო ვაისის ეს განცხადება:

"რამდენიმე ფეხბურთელი, სანამ მე ამ გუნდის მწვრთნელი ვარ, ეროვნულ ნაკრებში ვეღარ ითამაშებს. ამას გარდა, გუნდში პრობლემურია დისციპლინისა და ურთიერთგაგების საკითხიც".

გასაკვირი არ არის, რომ ვაისს ეს "რამდენიმე ფეხბურთელი" არ დაუკონკრეტებია. "ლელო" დაუკავშირდა მადრიდში მყოფ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტულ კომენტატორ ლევან ღუდუშაურს, რომელმაც ნაკრების მწვრთნელის სიტყვები დაგვიდასტურა და იგივე თქვა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტულ თოქ-შოუში ჩართვის დროსაც...

და კიდევ ერთი ინფორმაცია - რუმინეთთან მატჩში მიღებული მცირე ტრავმის გამო, შესაძლოა, ესპანელების წინააღმდეგ ვერ ითამაშოს ლევან მჭედლიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 52 /
გეთანხმებით გივი(((
მჭედლიძეს–გენაცვალე იქნებ გაარკვიო მუდმივი ტრამვების მიზეზი?შტატებში!შტატებშია მედიცინა საუკეთესო და...
ზაზა
07 ივნისი 2016 11:18
0
იმედია ამისულაშვილს აღარ დაუძახებენ )))
Levan Kvantaliani
07 ივნისი 2016 11:15
0
საერთოდ 1-დან 11 ნომრის ჩათვლით აეკრძალოსმაისურის ტარება ყველა ფეხბურთელს.სანამ არ დაიმსახურებენ.
თემო
07 ივნისი 2016 11:15
0
ჩნდება უკვე ნელ-ნელა რაშიცაა საქმე ფეხბურთელების მენტალიტეტი, ის რომ არ აფასებენ სამშობლოს, ის რომ არ ვარჯიშობენ სათანადოდ, ის რომ თავში აქვთ ავარდნილი და ა.შ. ცხდაძე თამაშის დროს, რომ უყვიროდა და ქეცბაია აგინებდა მგონი მაგიტომ ინდომებდნენ უფრო. ყველაზე კარგი იქნება თუ ორი-სამი ლეგიონერის გარდა ყველა მოთამაშე საქართველოს ჩემპიონატებიდან იქნება მიუხედავად იმისა რა შედეგს აჩვენებენ.
ლაშა
07 ივნისი 2016 11:09
0
მყვირალა ჰოლანდიელმა სწორი დიაგნოზი დასვა: ქართველი ფეხბურთელების მენტალიტეტი-დებილ!
hm
07 ივნისი 2016 11:03
0
ეგ ადრე გააკეთა ქეცბაიამ და მახსოვს ერთი ამბავი ატეხეს ,სანამ თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე არ გაითავისებს სად თამაშობს პლუს ამას პროფესიონალიზმი,მანამდე გუნდი ვერ დადგება,არანაირი მწვრთნელის ბრალი ამაში არიქნება
gio44
07 ივნისი 2016 11:01
0
სწორია ვაისს გაყარე არ მოერიდოთ რადიკალურ ნაბიჯებს!
niko
07 ივნისი 2016 10:50
0
საინტეესოა 25 წელი ნაკრებში დისციპლინის საკითხი რითი ვერ მოგვარდა? სულ ერთი და იგივე ისმის... ან ამ ეხბურთელებს თავი ვინ ჰგონიათ, მსოფლიო რეიტინგში 140-ე ადგილზე არიან. გონორით კი არა სრცხვილით უნდა იწვოდნენ დღე და ღამე
საინტერესოა
07 ივნისი 2016 10:22
0
მჭედლიძეს კარიერაში ჩატარებულ თამაშზე მეტი ტრავმა აქვს მინაღები
hj
07 ივნისი 2016 09:57
0
შურა ბოღმავ! აბურჯანიაზე მაგას რომ იტყვი კაცი ძააან არასწორი ხარ! ადევნე ხიმნასტიკის თამაშს თვალი და ნახავ რასაც Aკეთებს !
Suras
07 ივნისი 2016 09:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული