ყოველგვარ ეჭვზე მაღლა - აქვს თუ არა ვაისს კონფლიქტი კანკავასა და ყენიასთან?

AutoSharing Option
ესპანეთთან გასვლაზე სენსაციური გამარჯვება რომ მოვიპოვეთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გასახდელში ჩავიდა და ჩვენი ნაკრების მოთამაშეებს გამარჯვება ერთობ ემოციურად მიულოცა. ზეიმის კადრებში არ ჩანან საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ლევან ყენია.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ემოციები გასახდელში [VIDEO]

კობიაშვილისა და ნაკრების ფეხბურთელების სიხარული გასახდელში [PHOTO]

უმალვე დაირხა ხმები, რომ ამ ორ ფეხბურთელს გარკვეული უთანხმოება ჰქონდა ვლადიმირ ვაისთან.

ამას ცეცხლზე ნავთივით დაესხა ესპანეთთან მატჩამდე ვაისის მიერ პრესკონფერენციაზე თქმული - რამდენიმე ფეხბურთელი, სანამ მე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, ჩემი
ხელმძღვანელობით ვეღარ ითამაშებსო...

ვლადიმირ ვაისი: სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ...

ჩვენ ინფორმაცია სანდო წყაროზე (წყალი რომ არ გაუვა, ისეთი) დაყრდნობით გადავამოწმეთ და საბედნიეროდ, ეჭვი არ გამართლდა. მაგალითად, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა რუმინეთთან და ესპანეთთან მატჩებში მონაწილეობას რომ ვერ მიიღებდა, ეს ჯერ კიდევ 3 ივნისს გადაწყდა. კანკავას მცირე ტრავმა აწუხებდა და მისი უთამაშებლობის მიზეზიც სწორედ ესაა.

ჩვენი ინფორმაციით, ვაისი გაგებით მოეკიდა გუნდის კაპიტნის მდგომარეობას და მისი ჯანმრთელობით არ გარისკა. ესპანეთთან მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კანკავამ საქართველოს ნაკრების ბანაკი დატოვა...

ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

ზოგადად, ქართული ფეხბურთის ინტერესებშია, რომ კანკავამ მალე იპოვოს სასურველი კლუბი. მას შემდეგ, რაც "რეიმსმა" საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა დატოვა, გადაწყდა, რომ კანკავა გუნდს ლიგა 2-ში არ გაჰყვებოდა. როგორც შევიტყვეთ, ადვილი შესაძლებელია, მან მალე იპოვოს სასურველი გუნდი, რადგან ამ მიმართულებით უკვე არის პოზიტიური ძვრები. იმედია, საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ლიდერი კარიერას ისევ ევროპაში გააგრძელებს.

გავიგეთ ისიც, რომ არც ყენიასა და ვაისს შორის არის უთანხმოება. ზოგადად, ამ შეკრების თვითმხილველებმა დაგვარწმუნეს, რომ გუნდში არანაირი დაძაბულობა და შფოთი არ არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
ყვითელ პრესას ნუ ემსგავსებით, ან გაარკვიეთ ვიზეა საუბარი ან კიდევ წყალს ნუ ამღვრევთ ჭორაობით.
papa
17:23 09-06-2016
0
ვინც მწვრთნელის დავალებას და მითითებებს არ ასრულებს არც უნდა გააკარო ნაკრებს.და კიდევ ნავალოვსკის ნაირი უზრდელები რომელმაც დედაზე აგინა გულშემატკივარს,ფეისბუქის გვერდზე,ასეთ საქციელზე პასუხი უნდა აგებინოს ფედერაციამ და მინიმუმ ბოდიში უდა მოახდევინოს გულშემატკივრისთვის,თუ არადა ნაკრებს არ უნდა გააკარო.ეს ჯერ მაშინ უნდა დაესაჯათ როცა გორში იუზრდელა და მაყურებლებს რომ აგინა.მაგრამ რად გინდა ჩვენთან ყველაფერი მისაღებია.
ბადრი
17:36 09-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული