სერხიო რამოსი: 20 ათასი შანსი გვქონდა და მაინც ქართველებმა მოიგეს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა საქართველოს ნაკრებთან 0:1 მარცხის მერე შემდეგი განუცხადა AS-ს:

"ჩვენ წაგებისგან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ეს იყო პატარა გამოფხიზლება ქართველთაგან. თუ მაინც ფეხი უნდა დაგვცდენოდა, მე მერჩივნა, რომ ეს ამხანაგურ მატჩში მომხდარიყო, ვიდრე ევრო 2016-ზე.

ჩვენი ფანებისთვის ამ თამაშისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი და ეს ევროპის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებით უნდა გავაკეთოთ.

საქართველომ მოგვიგო თამაში, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ 20 ათასი შანსი გვქონდა, რომელთაგანაც ერთიც ვერ გამოვიყენეთ. მეტოქეს კი, გოლის გარდა, მომენტიც არ ჰქონია.

ახლა კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ,
რომ ევრო 2016-ს რაც შეიძლება კარგ ფორმაში შევხვდეთ", - განაცხადა "რეალის" მცველმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს მადრიდში ვლადიმირ ვაისის ნაკრებმა 1:0 მოუგო ამხანაგური დაპირისპირება ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კლასის ხარჯზე მოვუგეთ :D :D :D :D
chuvak
17:49 09-06-2016
0
მოვა დრო და იტყვი: "ქართველების სწრაფ შემტევებს დაცვაში ვერაფერი დავუპირისპირეთ"-ო.
გუჯა კახაძე
00:24 10-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული