ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]
"ეს საუკეთესო ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების საუკეთესო მატჩიც სწორედ ეს იყო. ესპანეთთან თამაში 12 რაუნდიდან შემდგარ კრივს ჰგავდა. ზუსტად ისე უნდა ვიბრძოდეთ ყველა თამაშში, როგორც ამას მუჰამედ ალი აკეთებდა...
არასდროს მირბენია იმდენი, რამდენიც ესპანეთთან ვირბინე. ეს ყველაფერი სტატისტიკაშიც აისახა - 12,5 კილომეტრი გავირბინე მაშინ, როცა "ვიტესში" საშუალოდ 10
მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში მეტოქე გვიტევდა, მაგრამ, საბედნიეროდ, გოლი ვერ გაგვიტანეს, შემდეგ იყო მსაჯის სასტვენი და... შოკში ვიყავით, თავიდან არც გვჯეროდა ამისი, რამდენიმე წუთში კი გაისმა საუბრები: "მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ მისსავე ქვეყანაში"...
ახლაც ძალიან ამაყი ვარ. მთელი ქვეყანა ამაყობს ჩვენით. თამაშის შემდეგ გამარჯვება აღვნიშნეთ. გიორგი ჭანტურია სადღაც გაქრა, მაგრამ მოგვიანებით გამოჩნდა, ჰა-ჰა...
მართალია, ესპანელებმა ჩვენთან წააგეს და ეს ანგარიში ჩვენთვის უნიკალურია, მაგრამ ისინი, თავისთავად, ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებად რჩებიან. ანდრეს ინიესტას პირისპირ მომიწია თამაში და ამ ადამიანს ბურთით ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მთელ გუნდს, ზოგადად, ძალიან მაღალი კლასი აქვს...", - განაცხადა ქართველმა.