"...ვაგებთ და გინებით გვიკლებენ. ძლივს გრანდთან მოვიგეთ და ამბობენ, გაუვარდათო"

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრებისა და ხაბაროვსკის "სკა ენერგიის" მარცხენაფლანგელი გიორგი ნავალოვსკი თბილისშია და ახალი სეზონის დაწყებას ელის. მან ეროვნული ნაკრების ბოლო თამაშებზე ილაპარაკა.

"ხომ გვაქვს უფლება, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთან მოგებით გავიხაროთ?! ვაგებთ და გინებით გვიკლებენ; ძლივს გრანდთან მოვიგეთ და ამბობენ, გაუვარდათო.

მე თუ მკითხავთ, კარგია, საკონტროლო თამაშების სერია ასე დამაიმედებლად რომ დავასრულეთ. მესმის, რომ ესპანელები ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობდნენ და მოდუნებულები იყვნენ, მაგრამ ასეთივე განწყობით გავიდნენ ბოსნიასთან და კორეასთან, თუმცა, 3:1 და 6:1 მოუგეს. ისიც გასაგებია, რომ ჩვენთან შედარებით, ესპანეთს ბურთის ფლობის
ბევრად უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა და უპირატესობაც მისი იყო - ასეთ გუნდთან შეტევების მუდმივად ორგანიზება შეუძლებელია.

მაგრამ მეორე მხრივ, გაიხსენეთ - ესპანეთთან ლამის ყველა ნაკრები ასეთი ტაქტიკით თამაშობს, მაგრამ ბოლოს მაინც მარცხდება. ასევე მოხდა ევროპის ჩემპიონატზე ჩეხებთან, სადაც პიკემ მხოლოდ 87-ე წუთზე გაიტანა.

ასე რომ, ნურავის უკვირს - ესპანელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათო. მთავარი ის არის, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სენსაციური გამარჯვება მოვიპოვეთ", - ამბობს ნავალოვსკი.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

29 წლის ფეხბურთელის თქმით, ეს გამარჯვება გუნდისთვის დიდი სტიმულია:

"ზოგიერთ გრანდთან ახლოს ვიყავით წარმატებასთან - გაიხსენეთ თამაშები საფრანგეთთან და გერმანიასთან, მაგრამ ნავსი პირველად გავტეხეთ და მგონია, გულშემატკივარი გავახარეთ. სლოვაკეთთან და რუმინეთთან წაგებები კი უპირველესად ჩვენ გვწყინს.

იმედია, ასეთი სტიმულით შესარჩევ ციკლს კარგად დავიწყებთ და ხალხს გავახარებთ".

ნავალოვსკიმ სიახლეც გაგვიმხილა - ის ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" აღარ ითამაშებს:

"ამ გუნდის ხელმძღვანელობის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, გუნდში სიყვარულსა და თანაგრძნობას ვგრძნობდი, მაგრამ გაუთავებელი გადაფრენები აღარ შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩასვლას, თავისი გადაჯდომითა და ლოდინით, 22 საათი მოვანდომეთ.

მეორე პრობლემა ისაა, რომ სულ სახლი და ოჯახი მენატრებოდა. მოსკოვთან ახლოს რომ ვცხოვრობდე, თბილისში გადმოფრენა შედარებით ადვილი იქნებოდა, მაგრამ ხაბაროვსკიდან თბილისამდე ძალიან რთულია.

ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკე. მართალია, კონტრაქტი ჯერ ძალაშია, მაგრამ ვთხოვე, ორმხრივი შეთანხმებით გავწყვიტოთ-მეთქი და მათაც გამიგეს. ასე რომ, ახალ გუნდს ვეძებ".

ნავალოვსკის თქმით, ჯერ კონკრეტული წინადადება არ აქვს:

"თანახმა ვარ, ფინანსურად ოდნავ უარეს პირობებსაც კი დავთანხმდე, მაგრამ იმედი მაქვს, ისეთ ქვეყანაში გადავალ და ვითამაშებ, სადაც ამდენი მგზავრობა არ დამჭირდება და ნორმალური ლიგა იქნება. მაგალითად, პოლონეთში, საბერძნეთში და კვიპროსშიც სიამოვნებით ვითამაშებდი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 37 /
ჯერ ერთი, ისწავლეთ ფეხბურთის თამაში, მერე მეორე, კიდევ მოიგეთ რამოდენიმე თამაში, თანაც ოფიციალური და აუცილებლად დაგიფასდებათ, თორემ ერთი ამხანაგურის მოგებით, თუნდაც ესპანეთთან, გაზაფხულს ვერ მოიყვანთ.
დათო
17 ივნისი 2016 20:01
0
ნაკრები იმსახურებს სრული სიზუსტით იმას, რაც სტატიის სათაურშია და კეთილი ინებეთ მიიღეთ პროტესტის გარეშე.
მოყმე
17 ივნისი 2016 19:59
0
ნუკრის კომენტარი იყო საინტერესო, მემგონი ეგ მიდგომა (ნამდვილად!) დასათესია ქართულ ფეგბურთში.../ და ნავალოვსკის რაც შეეხება, ვერ ვიხსენებ მაგის უგულოდ ჩატარებულ თამაშებს..პირიქით სულ ბრძოლობს../// გინებაზე კი რა მოგახსენოთ...?!?!?! ჩართე და უყურე ვიდეო ჩანაწერს და თუ არ ატეხავ გინებას მაგასაც ვნახავთ!!!!
Vaso
17 ივნისი 2016 19:21
0
ამის დაბრალება აკლდა ბიძინას. იმ ჟურნალისტს ფეხბურთში და სპორტში გაეგება რამე საერთოდ? ე.წ.სენსაც იებიც რომ ხდება?
Ia
17 ივნისი 2016 19:15
0
გიორგი არის პიროვნება რომელიც ბოლომდე იხარჯება ყოველთვის, გასაგებია გულისტკენა, წარმატებებიიიიი...შეეწიოს ღმრთისმშობელი
ლევან
17 ივნისი 2016 18:53
0
გენაცვალე, რა თქმა უნდა, გინება არასაკადრისია, მაგრამ ხალხს გული მხოლოდ წაგებაზე კი არ მოსდის, უსახურ თამაშს რომ აჩვენებთ, ერთმანეთის რომ არ გესმით და ვისი ბურთი ვის საჯარიმოშია, კაცი რომ ვერ გაარკვევს... წაგებით გრანდებიც აგებენ!
giorgi
17 ივნისი 2016 18:39
0
თქვენ მოიგეთ ხოლმე და ვინ რას იტყვის ყურადღება არ მიაქციოთ.იმაედია კარგ გუნდში გადავა.
bebeto
17 ივნისი 2016 18:10
0
გული რომ შეტკივა ხალხს იმირომ იგინება წაგების დროს თორემ აბა ფეხზეც რომ ეკიდოთ ქართული ფეხბურთი ვის გაახსენდებით..ასე რომ მოგებისათვის დიდი მადლობა და ამნაირი მოგებისთვის თუ ჯოტია ცაავასნაირი გინება იქნება საჭირო ცოტა ქე უნდა აიტანოთ :)
ნუკრი
17 ივნისი 2016 17:31
0
კარგი კაცი ხარ, გიო. არ მიაქციო ცუდ კომენტარებს არც აქ და არც სხვაგან ყურადღება. მე და ალბათ ბევრ სხვასაც გვჯერავს, რო პირადად შენ ყოველთივს ბოლომდე იხარჯები. მადლობა ესპანეთთან მოგებული თამაშისთვის და წარმატებები მომოვალშიც!
giglia
17 ივნისი 2016 17:17
0
ცოტა მეტი თავმდაბლობა არ აწყენდა ამ ახალგაზრდა კაცს, და ნაკლებ აგრესიასაც მიიღებდა.
აგერ მალე მოვა სქეტემბერი, დაიწყება შესარჩევი და გამოჩნდება რა ბიჭებიც ხართ.....
saakadze
17 ივნისი 2016 17:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული