"...ვაგებთ და გინებით გვიკლებენ. ძლივს გრანდთან მოვიგეთ და ამბობენ, გაუვარდათო"

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრებისა და ხაბაროვსკის "სკა ენერგიის" მარცხენაფლანგელი გიორგი ნავალოვსკი თბილისშია და ახალი სეზონის დაწყებას ელის. მან ეროვნული ნაკრების ბოლო თამაშებზე ილაპარაკა.

"ხომ გვაქვს უფლება, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთან მოგებით გავიხაროთ?! ვაგებთ და გინებით გვიკლებენ; ძლივს გრანდთან მოვიგეთ და ამბობენ, გაუვარდათო.

მე თუ მკითხავთ, კარგია, საკონტროლო თამაშების სერია ასე დამაიმედებლად რომ დავასრულეთ. მესმის, რომ ესპანელები ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობდნენ და მოდუნებულები იყვნენ, მაგრამ ასეთივე განწყობით გავიდნენ ბოსნიასთან და კორეასთან, თუმცა, 3:1 და 6:1 მოუგეს. ისიც გასაგებია, რომ ჩვენთან შედარებით, ესპანეთს ბურთის ფლობის
ბევრად უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა და უპირატესობაც მისი იყო - ასეთ გუნდთან შეტევების მუდმივად ორგანიზება შეუძლებელია.

მაგრამ მეორე მხრივ, გაიხსენეთ - ესპანეთთან ლამის ყველა ნაკრები ასეთი ტაქტიკით თამაშობს, მაგრამ ბოლოს მაინც მარცხდება. ასევე მოხდა ევროპის ჩემპიონატზე ჩეხებთან, სადაც პიკემ მხოლოდ 87-ე წუთზე გაიტანა.

ასე რომ, ნურავის უკვირს - ესპანელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათო. მთავარი ის არის, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სენსაციური გამარჯვება მოვიპოვეთ", - ამბობს ნავალოვსკი.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

29 წლის ფეხბურთელის თქმით, ეს გამარჯვება გუნდისთვის დიდი სტიმულია:

"ზოგიერთ გრანდთან ახლოს ვიყავით წარმატებასთან - გაიხსენეთ თამაშები საფრანგეთთან და გერმანიასთან, მაგრამ ნავსი პირველად გავტეხეთ და მგონია, გულშემატკივარი გავახარეთ. სლოვაკეთთან და რუმინეთთან წაგებები კი უპირველესად ჩვენ გვწყინს.

იმედია, ასეთი სტიმულით შესარჩევ ციკლს კარგად დავიწყებთ და ხალხს გავახარებთ".

ნავალოვსკიმ სიახლეც გაგვიმხილა - ის ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" აღარ ითამაშებს:

"ამ გუნდის ხელმძღვანელობის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, გუნდში სიყვარულსა და თანაგრძნობას ვგრძნობდი, მაგრამ გაუთავებელი გადაფრენები აღარ შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩასვლას, თავისი გადაჯდომითა და ლოდინით, 22 საათი მოვანდომეთ.

მეორე პრობლემა ისაა, რომ სულ სახლი და ოჯახი მენატრებოდა. მოსკოვთან ახლოს რომ ვცხოვრობდე, თბილისში გადმოფრენა შედარებით ადვილი იქნებოდა, მაგრამ ხაბაროვსკიდან თბილისამდე ძალიან რთულია.

ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკე. მართალია, კონტრაქტი ჯერ ძალაშია, მაგრამ ვთხოვე, ორმხრივი შეთანხმებით გავწყვიტოთ-მეთქი და მათაც გამიგეს. ასე რომ, ახალ გუნდს ვეძებ".

ნავალოვსკის თქმით, ჯერ კონკრეტული წინადადება არ აქვს:

"თანახმა ვარ, ფინანსურად ოდნავ უარეს პირობებსაც კი დავთანხმდე, მაგრამ იმედი მაქვს, ისეთ ქვეყანაში გადავალ და ვითამაშებ, სადაც ამდენი მგზავრობა არ დამჭირდება და ნორმალური ლიგა იქნება. მაგალითად, პოლონეთში, საბერძნეთში და კვიპროსშიც სიამოვნებით ვითამაშებდი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 37 /
ნავალ შენ კი ხარ ჯიგარი და ყოველთვის გულით და თავდადებით თამაშობ,მაგრამ დანარჩენი?თან რომ წააგებ ძმაო,წაგებასაც გააჩნია,უჯიგრო და უთავმოყვარო ფეხბურთელებს აგინო აბა რა უნდა ქნა:)))
tazo
17 ივნისი 2016 17:10
0
Bolos dibamo marcxena mcvelat 2 variants ganixilavda navalovski matija spicici da saboloot spicici gsdawyda upro dzlieria pizikurat da dacvashi metat saimedo cxadadzemac urchiat dinamos es fexburteli
dinamo chempionta ligaze
17 ივნისი 2016 16:51
0
რათ უნდა გარჩევა, რომ როცა აგებ შეგაგინებენ, როცა მოიგებ შეგაქებენ. ეს ფეხბურთია. თქვენ კი არა, მე ისიც კარგად მახსოვს როგორ აგინებდნენ მესხს, ყიფიანს და სხვა ქართველ ვარსკვლავებს, როცა აგენდნენ. დინამოს რომელი ერთი თამაში გავიხსენო... ასე რომ, გინების კორიანტელი ყოველთვის იყო და იქნება, როცა აგებ და თანაც ვერ ან არ თამაშობ ჯიგრულად. მოიგებ? შემოგევლები, წააგებ, პატარას შეგაგინებ!! ასეა ძმაო...
vaja
17 ივნისი 2016 16:43
0
რას გებთ თქვენ თვითონ თუ გჯერათ მაგის რო პატიოსნად მოიგეთ ტოტალიზატორი არ იყოს კაი ჩიტს დაიჭერდით ესპანეთ კი მოუგეთ მარა გერმანისთან წაგებული თამაში ათი თავით ჯობდა მაგ თამაშს
givi
17 ივნისი 2016 16:41
0
სტაბილურობაა მთავარი!!! რომ შეგიძლიათ და აგებთ... ან ზოგიერთს საერთოდ თამაშის სურვილი რომ არ ეტყობა, ამიტომაა ესეთი დამოკიდებულება!!! სტაბილურობა დაგვანახეთ!!!!
L.E.S
17 ივნისი 2016 16:38
0
"დინამო" კი დაიმატებდა, მაგრამ თვითონ ისურვებს "დინამოში" თამაშს?
levani kaxeti
17 ივნისი 2016 16:31
0
მერე 5 წელი უნდა გაბურღონ ტვინი ამ მოგებით.

მაინც ვერ ისწავლენ ჭკუა.
giga
17 ივნისი 2016 16:22
0
დინამო თბილისმა რომ იფიქროს ამ ფეხბურთელის დამატებაზე სიკეთის მოუტანს დინამოსაც და ქვეყანასაც. უცხოელების ჩამოყვანას ჯობია ნავალოვსკი. თან გულით თამაშობს.. ნამდვილი პატრიოტია. ანაზღაურებაზეც არა აქვს პრობლემა, თან ევროლიგაზე რომ ითამაშებს უკეთეს გუნდი დაინტერესდება
ქართველი
17 ივნისი 2016 16:15
0
მინდია ამან კი მოიხადა ბოდიში უკვე, მაგრამ ვინც მაგათ აგინებდა იმათ როდის უნდა მოიხადონ
Akaki
17 ივნისი 2016 16:14
0
ჯერ ერთი შენი თამაშით ყველა კმაყოფილია და ყველა გაქებს. ნეტა ყველა შენნაირი თავდადებით თამაშობდეს!

მეორეც პრობლემა იმაშია რომ ჩვენ 20 წელია ერთი და იგივეს გვაყუებინებთ ანუ აგებთ და აგებთ.
5 წელიწადში ერთხელ თამაშს მოიგებთ ხოლმე და ერთ ამბავს ქმნით.

და ყველაზე დიდი პრობლემა ისაა რომ საშუალო დონის გუნდებთან არ გაქვთ ასე ბოლომდე დახარჯვის მოტივაცია როგორც მაგალითად ესპანეთთან იყო.
vato
17 ივნისი 2016 16:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული