"...ვაგებთ და გინებით გვიკლებენ. ძლივს გრანდთან მოვიგეთ და ამბობენ, გაუვარდათო"

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრებისა და ხაბაროვსკის "სკა ენერგიის" მარცხენაფლანგელი გიორგი ნავალოვსკი თბილისშია და ახალი სეზონის დაწყებას ელის. მან ეროვნული ნაკრების ბოლო თამაშებზე ილაპარაკა.

"ხომ გვაქვს უფლება, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთან მოგებით გავიხაროთ?! ვაგებთ და გინებით გვიკლებენ; ძლივს გრანდთან მოვიგეთ და ამბობენ, გაუვარდათო.

მე თუ მკითხავთ, კარგია, საკონტროლო თამაშების სერია ასე დამაიმედებლად რომ დავასრულეთ. მესმის, რომ ესპანელები ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობდნენ და მოდუნებულები იყვნენ, მაგრამ ასეთივე განწყობით გავიდნენ ბოსნიასთან და კორეასთან, თუმცა, 3:1 და 6:1 მოუგეს. ისიც გასაგებია, რომ ჩვენთან შედარებით, ესპანეთს ბურთის ფლობის
ბევრად უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა და უპირატესობაც მისი იყო - ასეთ გუნდთან შეტევების მუდმივად ორგანიზება შეუძლებელია.

მაგრამ მეორე მხრივ, გაიხსენეთ - ესპანეთთან ლამის ყველა ნაკრები ასეთი ტაქტიკით თამაშობს, მაგრამ ბოლოს მაინც მარცხდება. ასევე მოხდა ევროპის ჩემპიონატზე ჩეხებთან, სადაც პიკემ მხოლოდ 87-ე წუთზე გაიტანა.

ასე რომ, ნურავის უკვირს - ესპანელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათო. მთავარი ის არის, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სენსაციური გამარჯვება მოვიპოვეთ", - ამბობს ნავალოვსკი.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

29 წლის ფეხბურთელის თქმით, ეს გამარჯვება გუნდისთვის დიდი სტიმულია:

"ზოგიერთ გრანდთან ახლოს ვიყავით წარმატებასთან - გაიხსენეთ თამაშები საფრანგეთთან და გერმანიასთან, მაგრამ ნავსი პირველად გავტეხეთ და მგონია, გულშემატკივარი გავახარეთ. სლოვაკეთთან და რუმინეთთან წაგებები კი უპირველესად ჩვენ გვწყინს.

იმედია, ასეთი სტიმულით შესარჩევ ციკლს კარგად დავიწყებთ და ხალხს გავახარებთ".

ნავალოვსკიმ სიახლეც გაგვიმხილა - ის ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" აღარ ითამაშებს:

"ამ გუნდის ხელმძღვანელობის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, გუნდში სიყვარულსა და თანაგრძნობას ვგრძნობდი, მაგრამ გაუთავებელი გადაფრენები აღარ შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩასვლას, თავისი გადაჯდომითა და ლოდინით, 22 საათი მოვანდომეთ.

მეორე პრობლემა ისაა, რომ სულ სახლი და ოჯახი მენატრებოდა. მოსკოვთან ახლოს რომ ვცხოვრობდე, თბილისში გადმოფრენა შედარებით ადვილი იქნებოდა, მაგრამ ხაბაროვსკიდან თბილისამდე ძალიან რთულია.

ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკე. მართალია, კონტრაქტი ჯერ ძალაშია, მაგრამ ვთხოვე, ორმხრივი შეთანხმებით გავწყვიტოთ-მეთქი და მათაც გამიგეს. ასე რომ, ახალ გუნდს ვეძებ".

ნავალოვსკის თქმით, ჯერ კონკრეტული წინადადება არ აქვს:

"თანახმა ვარ, ფინანსურად ოდნავ უარეს პირობებსაც კი დავთანხმდე, მაგრამ იმედი მაქვს, ისეთ ქვეყანაში გადავალ და ვითამაშებ, სადაც ამდენი მგზავრობა არ დამჭირდება და ნორმალური ლიგა იქნება. მაგალითად, პოლონეთში, საბერძნეთში და კვიპროსშიც სიამოვნებით ვითამაშებდი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 37 /
რაო ნავალ, არ გაგივარდათ? :):):)
და ის როცა აგებთ ან როგორც აგებთ არ ხართ საგინებელი? მითუმეტეს თუ ამბობ რომ ესპანეთთან აგ გაგვარდნიათ სულ საგინებლები ხართ
ეეჰ, ნავალა, ნავალა...
ნავალას
17 ივნისი 2016 16:09
0
ამას საერთოდ რატო ართმევ ინტერვიუს უზრდელია ვიგაც აგინებს გულშემატკივრებს გადაგვაყოლეს ერთ მოგებას... რა ვერ გაიგეთ ბიჭო რომ იმიტომ კიარ გაგინებთ რომ აგებთ იმიტომ გაგინებთ რო უთავმოყვარეოდ აგებთ და არაფერი გეტყობათ რომ ქვეყნის ინტერესებს იცავთ...... :@
irakli
17 ივნისი 2016 16:02
0
მართლა დასაფასებელია შენი მონდომება თავდადება . ბევრჯერ გაგეხარებინოს ჩვენი გულები
ქომაგი
17 ივნისი 2016 15:57
0
იგებენ გვამადლიან
აგებენ მაინც გვამადლიან
ვწუწუნებთ და რატო წუწუნებთო
არ ვწუწუნებთ და რატო ხმას არავინ იღებსო
გააკრითიკებ და გაგინებენ
არ გააკრიტიკებ დაგვიკიდა ხალხმა და რას გვთხოვთო
მიხვალ მოედანზე თავს გაგინებიებენ
არ მიხვალ მერე რატო არ მოდიხართო
მთელი დღეები ფბ პოსტაობით არიან დაკავებულები ჭორიკნობით კლავენ დროს იმის მაგივრად რო ივარჯიშონ და ეს წლები სანა ფეხბურთელები არიან ბოლომდ გამოიყენონ
არშემდგარი ფეხბურთელები არიან პროფესიონალებსი არაფერი სცხიათ 80 % ეტალონობაზე საუბარი ზედმეტია გამოვლე სიტყვით მერე თითქოს რამე ეთქმოდეთ
...
...
...ის ვერ გაუაზრებით რო მთელი საქართველოს ჯარისკაცები რო არიან და ნიშნისგებით კი არ უდნა იყურებოდნენ უკან აი წინა ხაზზე ვართო
უკანმოუხედავად უნდა მიიწევდნენ წინ და არავის არ აყვედრიდნენ ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმეს
acm
17 ივნისი 2016 15:55
0
კიდევ გონორზეა ეს... ჯობია ბოდიში მოიხადოს
მინდია
17 ივნისი 2016 15:51
0
ქეცბამ ეს მაინც წაიყვანოს
დიტო
17 ივნისი 2016 15:48
0
შენ ხარ დიდებული ქართველი, ნაღდი თბილისელი და უბრალოდ ნაღდი ვაჟკაცი კაცი. ღმერთმა წარმატებული გამყოფოს შენს ლამაზ ოჯახთან ერთად!!!
g.kavsadze
17 ივნისი 2016 15:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული