"...ვაგებთ და გინებით გვიკლებენ. ძლივს გრანდთან მოვიგეთ და ამბობენ, გაუვარდათო"

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრებისა და ხაბაროვსკის "სკა ენერგიის" მარცხენაფლანგელი გიორგი ნავალოვსკი თბილისშია და ახალი სეზონის დაწყებას ელის. მან ეროვნული ნაკრების ბოლო თამაშებზე ილაპარაკა.

"ხომ გვაქვს უფლება, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთან მოგებით გავიხაროთ?! ვაგებთ და გინებით გვიკლებენ; ძლივს გრანდთან მოვიგეთ და ამბობენ, გაუვარდათო.

მე თუ მკითხავთ, კარგია, საკონტროლო თამაშების სერია ასე დამაიმედებლად რომ დავასრულეთ. მესმის, რომ ესპანელები ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობდნენ და მოდუნებულები იყვნენ, მაგრამ ასეთივე განწყობით გავიდნენ ბოსნიასთან და კორეასთან, თუმცა, 3:1 და 6:1 მოუგეს. ისიც გასაგებია, რომ ჩვენთან შედარებით, ესპანეთს ბურთის ფლობის
ბევრად უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა და უპირატესობაც მისი იყო - ასეთ გუნდთან შეტევების მუდმივად ორგანიზება შეუძლებელია.

მაგრამ მეორე მხრივ, გაიხსენეთ - ესპანეთთან ლამის ყველა ნაკრები ასეთი ტაქტიკით თამაშობს, მაგრამ ბოლოს მაინც მარცხდება. ასევე მოხდა ევროპის ჩემპიონატზე ჩეხებთან, სადაც პიკემ მხოლოდ 87-ე წუთზე გაიტანა.

ასე რომ, ნურავის უკვირს - ესპანელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათო. მთავარი ის არის, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სენსაციური გამარჯვება მოვიპოვეთ", - ამბობს ნავალოვსკი.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

29 წლის ფეხბურთელის თქმით, ეს გამარჯვება გუნდისთვის დიდი სტიმულია:

"ზოგიერთ გრანდთან ახლოს ვიყავით წარმატებასთან - გაიხსენეთ თამაშები საფრანგეთთან და გერმანიასთან, მაგრამ ნავსი პირველად გავტეხეთ და მგონია, გულშემატკივარი გავახარეთ. სლოვაკეთთან და რუმინეთთან წაგებები კი უპირველესად ჩვენ გვწყინს.

იმედია, ასეთი სტიმულით შესარჩევ ციკლს კარგად დავიწყებთ და ხალხს გავახარებთ".

ნავალოვსკიმ სიახლეც გაგვიმხილა - ის ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" აღარ ითამაშებს:

"ამ გუნდის ხელმძღვანელობის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, გუნდში სიყვარულსა და თანაგრძნობას ვგრძნობდი, მაგრამ გაუთავებელი გადაფრენები აღარ შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩასვლას, თავისი გადაჯდომითა და ლოდინით, 22 საათი მოვანდომეთ.

მეორე პრობლემა ისაა, რომ სულ სახლი და ოჯახი მენატრებოდა. მოსკოვთან ახლოს რომ ვცხოვრობდე, თბილისში გადმოფრენა შედარებით ადვილი იქნებოდა, მაგრამ ხაბაროვსკიდან თბილისამდე ძალიან რთულია.

ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკე. მართალია, კონტრაქტი ჯერ ძალაშია, მაგრამ ვთხოვე, ორმხრივი შეთანხმებით გავწყვიტოთ-მეთქი და მათაც გამიგეს. ასე რომ, ახალ გუნდს ვეძებ".

ნავალოვსკის თქმით, ჯერ კონკრეტული წინადადება არ აქვს:

"თანახმა ვარ, ფინანსურად ოდნავ უარეს პირობებსაც კი დავთანხმდე, მაგრამ იმედი მაქვს, ისეთ ქვეყანაში გადავალ და ვითამაშებ, სადაც ამდენი მგზავრობა არ დამჭირდება და ნორმალური ლიგა იქნება. მაგალითად, პოლონეთში, საბერძნეთში და კვიპროსშიც სიამოვნებით ვითამაშებდი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 37 /
კრიტიკაა ეს ჩემო კარგო, კრიტიკა და არა შური. ლაპარაკი ისწავლე ...
+_+-სს
18 ივნისი 2016 19:53
0
......ამას უყურე ერთი რა რა დღეშია, უკვე თავი რაღაცა გონია, გერმანია და საფრანგეთიც, რომ დაამარცხოთ - ასე ადვილად გული არ მოუბრუნდება გულშემატკივარს თქვენზე. გეგონება 5-1 ჩვენ წავაგეთ რუმინეთთან, ამათ უყურე რა, რა დღეში არიან
levani
18 ივნისი 2016 19:50
0
სულ ვდილობ გავაანალიზო,რა გვჭირს ფეხბურთში,მაგრამ ამავე დროს როგორ ვვითარდებით რაგბში.მიუხედავად აბსოლიტურად სხვადასხვა ტიპის თამაშია,მაინც მგონია რომ ფეხბურთს აკლია გუნდურობა,ერთსულოვნება და ერთიანობა,რაც ასე უხვად აქვს რაგბს.რაგბი ერთი ოჯახია,სხვა ურთიერთობები აქვთ,ასევე რომ ყოფილიყო ფეხბურთში და ერთმანთთან კარგად შეთამაშებულები ყოფილიყვნენ უკეთ გაუგებდნენ მოედანზე.ამას ემატება რათქმაუნდა ფიზიკური მომზადება,ყოველთვის აკლიათ,რადგან ფიზიკურად ვერ დარბიან დიდხანს,გუნდი თუ გაერთიანდება და ერთ მუშტად შეიკვრება,ხალხიც მათ გვერდით იქნება წაგებაში თუ მოგებაში,როგორც რაგბში.
maka
18 ივნისი 2016 11:39
0
მართლა უსირცხვილო ყოფილა ეს კაცი.ჯერ ბოდიში რომ მოიხადოს იმის ნაცვლად,გონორებით გველაპარაკება, თითქოს სულ იგებდნენ და ერთ წაგებას არ პატიობს ხალხი.ამას ისე უნდა მოექცე როგორც თურქები მოექცნენ წუხელ ,თურანს.როგორც ბურთს მიიღებდა,ყმუილსა,და სტვენას რომ უწყებდნენ.და ამას იმიტომ უკეთებდნენ რომ მაყურებლის მიმართ უკყმაყოფილება გამოხატა.და თურანი ჩემი აზრით ნავალოვსკისთან შედარებით შეიძლება ვარსკლავად მიიჩნიოს კაცმა.
თენგო
18 ივნისი 2016 09:49
0
ავყიას და შურიანს ამქვეყნად რა გამოლევს! თქვენ მოიგეთ ბიჭებო და უნდათ გავარდნა დაარქვან და უნდათ სასწრაფოს გამოუძახომ ბოღმიანი გულების სამკურნალოდ
+_+*
18 ივნისი 2016 08:49
0
ფეხბურთი ითამაშეთ ბიჭო ბატებივით რო დაბოდიალობთ მოედანზე და აღარავინ შეგაგინებთ.
333
18 ივნისი 2016 01:32
0
გიორგი ნავალოვსკის და ყველა ქართველ სპორტსმენს.თქვენ ხართ ქვეყნის სახე ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც,გიყურებთ ყველა თაობის მაყურებელი და არ გიხდებათ სახალხოდ გინება,უფრო მეტი თმენის ვალდებულება გაქვთ,მითუმეტეს მაყურებელზე გაბრაზება და შეგინება ულამაზოა.მეტი სიდინჯე მეტი პატივისცემა მეტი სიყვარული და მეტი შრომა და წამრატებაც მოვა
პატივისცემა ერთმანეთს
17 ივნისი 2016 23:14
0
გიო!!! ნაღდ გულშემატკივრებს გვეამაყება ეს ისტორიული გამარჯვება და შემდგომ გამარჯვებებს გისურვებთ!!!
tngh
17 ივნისი 2016 21:40
0
მე ამას გიორგიზე არ ვწერ--საერთოდ ვიძახი--------არაფერ შუაში არ არის ის რომ--ბოლომდე იხარჯება,რას ქვია იხარჯება,აბა რისთვისაა ნაკრებში გამოძახებული რომ ამ დაიხარჯოს და არ ითამაშოს.და რა დასაფასებელი უნდა იყოს ის რომ ვიღაცა ბოლომდე იხარჯება---ეგ თავუისთავად ეგრე უნდა იყოს,რაა--პატივი დაგვდო რომელიმემ და იხარჯება?
აქ მთავარი არის ის რომ მის ასე ვთქვათ "დახარჯვას"რა შედეგი მოაქვს,ესაა მთავარი--თუ ფეხბრთელად დაბალი დონ ისაა იხარჯოს და იყოს გინდ ბოლომდე გინდა ნახევრამდე--მთავარი არის ის რომ--უნდა იყოს მაღალი კლასის ფეხბურთელი,ამისი ნაკლებობა გვაქვს კატასტროფულად და --თურმე ბოლომდე რომ იხარჯებიან ამით უნდა ვიამაყოთ---პირდაპირი მოვალეობაა რომ დაიხარჯონ.
Malkhaz
17 ივნისი 2016 21:35
0
როგორც ფეხბურთელი მესიმპატიურები და თავს არ ზოგად, კითხვა არ გააჩნიათ?? რაგბისტებს რატომ არ აგინებს ხალხი? იმიტომ რომ სულს და გულს დებენ მოედანზე ბოლომდე იბრძვიან. ჩვენი ფეხბურთელები კი მარიაჟობით კვდებიან, ეზარებათ სირბილი და ბრძოლაზე ხო ზედმეტია საუბარი! იმიტომ თამაშობენ ჭ კლასის გუნდებში, სირცხვილია უბრალოდ. დისციპლინა და უპასუხისმგებლობაა სხვა არაფერი
Gio გიოო
17 ივნისი 2016 20:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული