სავარაუდო ტრანსფერი: თორნიკე ოქრიაშვილი - ამ კვირაში გერმანია, საფრანგეთი ან ესპანეთი

AutoSharing Option
სულ მალე უნდა გაირკვეს, სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, 24 წლის თორნიკე ოქრიაშვილი. ის ჯერაც მის ყოფილ კლუბ ბელგიურ "გენკში" ვარჯიშობს, თუმცა ამ გუნდში რომ არ დარჩება, ეს გადაწყვეტილი ამბავია.

ოქრიაშვილის გადაბირება ძალიან უნდა რამდენიმე რუსულ კლუბს. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობს "ურალი", სადაც სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ჭანტურია ჩაირიცხა. როგორც შევიტყვეთ, თორნიკეს რუსეთში კარიერის გაგრძელება არ სურს.

ეს სწორი მიდგომაა. ჯერ ერთი, საშუალო რუსულ კლუბში პროგრესზე ფიქრი ძნელია და მეორეც - ჩვენებურს საინტერესო ვარიანტები აქვს ევროპიდან.
როგორც სანდო წყარომ გაგვიმხილა, ადვილი შესაძლებელია, მომავალ კვირას ოქრიაშვილი გერმანული, ფრანგული ან ესპანური კლუბის წევრი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ მან გაუტანა ერთადერთი გოლი ესპანეთს ამასწინანდელ ამხანაგურ მატჩში, რამაც, სავარაუდოდ, მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
ოქრი, წაიკიტხე ყველა კომენტარი და რომელიც მოგეწონება-ისე მოიქეცი! ბედნიერებას და დიდ წარმატებას გისურვებ, მე მჯერა, რომ დიდ გუნდსი იტამასებ!
kaxeli papa
20:14 19-07-2016
0
ამ ბიჭს ეკუთვნის კარგ ევროპულ გუნდში თამაში შეიძლება იყო ადრე უპასუხიგებლო ადამიანი მაგრამ ეს ყველაპერი წარსულს ჩაბარდა თოკო ბოლომდე ბრძო;ლობს მოედანზე და ბოლომდე იხარჯება ნეტავ ამნაირი ჯინიანი ბევრი ვგყავდეს წარმატებები თორნიკეს ამ ბიჭს აკვს პოტენციალი და ნიჭი რომ ასახელოს საქართველო
qutaiski
22:39 18-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული