ოქრიაშვილის გადაბირება ძალიან უნდა რამდენიმე რუსულ კლუბს. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობს "ურალი", სადაც სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ჭანტურია ჩაირიცხა. როგორც შევიტყვეთ, თორნიკეს რუსეთში კარიერის გაგრძელება არ სურს.
ეს სწორი მიდგომაა. ჯერ ერთი, საშუალო რუსულ კლუბში პროგრესზე ფიქრი ძნელია და მეორეც - ჩვენებურს საინტერესო ვარიანტები აქვს ევროპიდან.
შეგახსენებთ, რომ სწორედ მან გაუტანა ერთადერთი გოლი ესპანეთს ამასწინანდელ ამხანაგურ მატჩში, რამაც, სავარაუდოდ, მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"