სავარაუდო ტრანსფერი: თორნიკე ოქრიაშვილი - ამ კვირაში გერმანია, საფრანგეთი ან ესპანეთი

AutoSharing Option
სულ მალე უნდა გაირკვეს, სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, 24 წლის თორნიკე ოქრიაშვილი. ის ჯერაც მის ყოფილ კლუბ ბელგიურ "გენკში" ვარჯიშობს, თუმცა ამ გუნდში რომ არ დარჩება, ეს გადაწყვეტილი ამბავია.

ოქრიაშვილის გადაბირება ძალიან უნდა რამდენიმე რუსულ კლუბს. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობს "ურალი", სადაც სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ჭანტურია ჩაირიცხა. როგორც შევიტყვეთ, თორნიკეს რუსეთში კარიერის გაგრძელება არ სურს.

ეს სწორი მიდგომაა. ჯერ ერთი, საშუალო რუსულ კლუბში პროგრესზე ფიქრი ძნელია და მეორეც - ჩვენებურს საინტერესო ვარიანტები აქვს ევროპიდან.
როგორც სანდო წყარომ გაგვიმხილა, ადვილი შესაძლებელია, მომავალ კვირას ოქრიაშვილი გერმანული, ფრანგული ან ესპანური კლუბის წევრი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ მან გაუტანა ერთადერთი გოლი ესპანეთს ამასწინანდელ ამხანაგურ მატჩში, რამაც, სავარაუდოდ, მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
მიდი ოქრი გადადი კარგ ევროპულ კლუბში რა. არ დავინახოთ შენი ფეხი დუნაის აქეთ; მითუმეტეს ურალის იქით! ვერ ხედავ საწყალმა ჭანტურიამ გულაგში ამოყო თავი, ეფიცხება სამოვარს, ნავთის ლამპის შუქზე წერს წერილებს თავის მენეჯერს ევროპაში: აქედან წამიყვანე ოღონდ და თუ გინდა გორის დილას სკამს გავხეხო, მაგრამ მის წერილებს გულაგის ნაჩალნიკი პეჩკაში წვავს...
ლუკა კუ
17:23 18-07-2016
0
Gekopat
რა არის აქ გაუგებარი? რატომ არ უნდა ჩავერიოთ მათ ცხოვრებაში? ისინი რომ ერევიან ჩვენს ცხოვრებაში კარგია? მერედა როგორ ერევიან! გვანერვიულებენ ბატონო, წნევას გვიწევენ, სისხლს გვიშრობენ, რამდენ არასწორ პასს აკეთებენ, როგორ ნელა დაიზლაზნებიან, 100% საგოლე მომენტებს აფუჭებენ და ვინ მოთვლის კიდევ რამდენ სტრესულ ეპიზოდს და ტრაგედიას ქმნიან ჩვენი ოჯახების შუაგულში, ჩვენი ტელევიზორების წინ, ჩვენი ოჯახის წევრების და ბავშვების თვალწინ! :) და რაც შეეხება აქ კომენტარების ავტორებს ყველა მარგალიტი ადამიანია, აქ შეხვდები პროფესორებს, დოცენტებს, აკადემიკოსებს და ნობელის პრემიის ლაურეატებს! დარწმუნებული ვარ თქვენ ღრმად პატივცემულო Gekopat იქნებით ქართველოლოგი. ასე რომ ყველამ ჩვენ ერთხმად ვუსურვოთ ოქრის ღირსეული ევროპული კლუბის მოძიება. :)
ლუკა კუ
18:01 18-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული