რატომ არ არის ნაკრებში ჯაბა კანკავა - ვაისისა და იაშვილის კომენტარები

AutoSharing Option
დღეს, 19 აგვისტოს, სასტუმრო "ჰუალინგში" საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს ჩვენი ნაკრები 5 სექტემბერს, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ შინ გამართავს.

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დღეს მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა, კაპიტან ჯაბა კანკავას არგამოძახებაა.

"ჯაბა კანკავა კარგი ფეხბურთელი და პიროვნებაა. ბოლო 3 მატჩი არ იყო და მის გარეშე თამაში უნდა გვესწავლა. ის ავადაა, უნდა გამოჯანმრთელდეს... ამ პოზიციაზე რამდენიმე კარგი ფეხბურთელი გვყავს. კაშიამ ითამაშა ამ პოზიციაზე
კარგად, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მისი პოზიცია არაა. აბურჯანიაც კარგია ამ პოზიციაზე და ვნახოთ, რა ფორმაში იქნებიან ისინი", - განაცხადა ვაისმა.

კანკავასთან დაკავშირებით კომენტარი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმაც გააკეთა:

"კანკავა ნაკრების კაპიტანი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ იცით, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. მან 3 ამხანაგური მატჩი ამიტომ გამოტოვა და გუშინაც, როცა ვესაუბრეთ, თავადაც დაგვიდასტურა, რომ ჯერ პრობლემები მაქვს და მზად არ ვარ ნაკრებში თამაშისთვისო. დიდი იმედი მაქვს, კანკავა ნაკრებს მალე შეუერთდება".

- ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში 28 ფეხბურთელი გამოიძახა
მკითხველის კომენტარები / 8 /
Jaba daabrunet magaze nakrebshi namdvili kapitania da mebrdzoli...
Levavi
03:17 21-08-2016
0
აბა მერე საბურთალოს ფეხბურტელები როგორ მოხვდებიან ნაკრებსი ყველა ტუ გამოიზახეს,ტარიკოს ფული ხომ უნდა
dato
03:09 20-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული