ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში 28 ფეხბურთელი გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სადებიუტო მატჩისთვის 28 ფეხბურთელი გამოიძახა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევში პირველ შეხვედრას 5 სექტემბერს, ავსტრიის ეროვნულ გუნდთან თბილისში, "დინამო არენაზე" ჩაატარებს.

ეროვნულ გუნდში ახალწვეულია - დანიური "სილკებორგის" თავდამსხმელი დავით სხირტლაძე. ნაკრებს დაუბრუნდნენ გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ მარცვალაძე. ყველაზე თვალშისაცემი კი სიაში ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას არყოფნაა, რომელიც ფრანგული "რეიმსის" დატოვების შემდეგ, ჯერჯერობით, უგუნდოდაა.

მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი მაკარიძე ("მორეირენსე", პორტუგალია), ნუკრი
რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), ოთარ კაკაბაძე ("ხიმნასტიკი", ესპანეთი), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი ("დინამო", თბილისი), ლაშა დვალი ("სლასკი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ვერია", საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე ("ტეპლიცე", ჩეხეთი)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი ("გაბალა", აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი ("დიოშგიორი", უნგრეთი), გიორგი აბურჯანია ("სევილია", ესპანეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ალექსანდრე კობახიძე ("ვორსკლა", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური ("დინამო", თბილისი), გიორგი ჭანტურია ("ურალი", რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი ("დინამო", თბილისი), დავით სხირტლაძე ("სილკებორგი", დანია), ოთარ მარცვალაძე ("ორდაბასი", ყაზახეთი), გიორგი ქვილითაია ("რაპიდი", ავსტრია).
მკითხველის კომენტარები / 42 /
რაღა დროს ამისულაშვილი და მარცვალაძეა...დვალიშვილი კიდევ იშრომებს ერთი ტაიმი მაინც,ყენია ერთ ტაიმსაც ვერ გაქაჩავს მაგრამ ვერ გამიგია, არაბიძეს რატომ არ იძახებენ? ნუ ათამაშებ, მაგრამ სანაკრებო სიტუაციას მაინც შეაჩვიე...რამდენი მისი ასაკის ფეხბურთEლი თამაშობდა ევროზე. ბერიძეც სანახავია როგორ ფორმაშია, რა გადაეკიდნენ ამ პენსიონერებს და მუდმივად პერსპექტიულებს?...მოკლედ ნორმალური მრჩეველი არა ყავს ვაისს და ფედერაციამ ცოტა ყური უნდა შეიბერტყოს.
murtalo
00:10 20-08-2016
0
აი რატომ არ უნდა იყოს უცხოელი მწვრთნელი - რა მიზეზითაც არ გამოიძახა ჯაბა კანკავა იგივე მიზეზით გამოიძახა ზუსტად ჯაბასნაირი ანალოგიურ მდგომარეობაში არსებული ფეხბურთელები - აბურჯანია, ოქრიაშვილი. რა განსხვავებაა მათ შორის ამჟამად? - დიდი სიაოვნებით დავუსვამდი მას ამ კითხვას
გიორგი ბერუაშვილი
13:24 19-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული