არც მჭედლიძე, არც ყენია... საქართველოს ნაკრებმა მზადება დანაკლისით დაიწყო

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 5 სექტემბერს ავსტრიასთან გასამართავი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საშინაო მატჩისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისმა გუშინ შეგირდები პირველად შეკრიბა თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ავარჯიშა.

ორი სამწუხარო ამბავია - ავსტრიასთან მატჩს ტრავმების გამო დააკლდებიან ჩეხური "სლავიას" ნახევარმცველი ლევან ყენია და იტალიური "ემპოლის" შემტევი ლევან მჭედლიძე. გადაწყვეტილი ამბავია, რომ მათ ნაცვლად ვაისი გუნდში არავის გამოიძახებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, ასევე ტრავმის გამო, ნაკრებს ვენის "რაპიდში" გადასული გიორგი ქვილითაიაც დააკლდა. სამაგიეროდ, ვაისმა გამოიძახა ოდესის "ჩერნომორეცის" მცველი
დავით ხოჭოლავა
.

გუშინ ნაკრებთან ერთად არ უვარჯიშიათ გიორგი მაკარიძეს, გიორგი ჭანტურიას, ჯანო ანანიძეს, თორნიკე ოქრიაშვილსა და ოთარ კაკაბაძეს. ისინი ქვეყნის პირველ გუნდს მალე შეუერთდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
მე რატო არ მიზახებენ ნაკრებში?სახლში მეც ვზივარ გენიოსო
amera
30 აგვისტო 2016 18:41
0
სახლში დამჯდარი ფეხბურთელებით რომ ვთამაშობთ იმიტომ არის ჩვენი საქმე კარგად.
gabo
30 აგვისტო 2016 16:28
0
აქწავიკითხე ოქრუაშვილზე რომ უთამაშებელია როგორც სხვები დაარ უნდა გამოიძახო სხვაზე რა გითხრათ და ოქრიაშვილი მართლაც უგუნდოდ რომ ყოფილიყო სხვებზე მაგარი იქნებოდა მე ყოველთვის ვამბობვ არსებობს ნაკრების ფეხბურთელი და არსებობს კლუბის ფეხბურთელი ოქრიაშვილი ნაკრების ფეხბურთელია და თანაც ფანტასტიკური ამის ამალოგი მისნაირი არა მაგრამ არანაკლები ნაკრების ფეხბურთელი იყო ცკიტიშვილი მაგალითად ძაგოევი იარმოლენკო ესენი და ბევრი კიდევ სხვა ნაკრებში კვალს ტოვებენ დათან დიდს ვიდრე კლუბში (კლუბებში) ჰო და ნუ მოვყვებით ოთამაშებლებზე რამეს და თან ოქრიაშვილზე რატომაა გამოძახებულიო ან არ უნდა იცოდე მისი კარიერადა თამაში ან მართლაც იმ ისპანეთლი გულშემატკივრები ხართ საქართველომ სტუმრად რომ დაამარცხა ესპანეთში . ცნობისთვის ოქრიაშვილს მსოფლიო კლუბებში განსაკუთრებული თამაშით კი არ იცნობს არამედ ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთით რადგან შახტარი იყო და იქარ უთამაშია ჩერნომორეცში ლიდერი კი იყო ნამდვილად მაგრამ იქ გოლები მაინდამაინცარ გაჰქონდა გენკშია და არ ათამაშებენ თურქეთში იყო და მხოლოდ ბოლოსკენ ანდობდნენ თამაშსდა ბოლოს გავარდნსანდე ითამაშა და გოლი (გოლები) გაიტანა დაამ ხნის კარიერის განმავლობაში მიუხედავად არასახარბიელო საკლუბო ისტორიისა იგი იყო ნაკრებში და მოქმედ ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტი (შვიდი ) გოლი გაიტანა და თან ერთმანეთზე უკეთესი და უმნიშვნელოვანესი აღარაფერს ვამბობ მის ინდივიდუალურსაშემსრულებლო კლასზერომელიოც მართლაც უმაღლესი დონისაა ფინტი, დრიბლინგი განსაცვიფრებელია რომ ვერ წარმოიდგენ იმ დროს საოცრად აბრიყვებს ვიზავის!
DAVITI
30 აგვისტო 2016 15:49
0
ისეთი გულშემატკივარია როგორსაც ეს ნაკრები იმსახურებს და რაც შეეხება ოქრიაშვილს აგერ ნახავ როგორ ითამაშებს. გამომივიდნენ აქ პროფესორები
saba
30 აგვისტო 2016 15:32
0
მოიგებს საქართველო
merabi
30 აგვისტო 2016 15:31
0
ჩვენ თავდასხმა მაინც არ გვჭირდება. როგორც ესპანეთთან აქაც უნდა გამოიყვანო 8 მცველი. თავიდანვე გადაკეთო კარებთან მისასვლელი გზები. თუ გაგიმართლა სტანდარტიდან ან რიკოშეტი არ გაუშვი - 1 ქულას აიღებ. რაც დიდი მიღწევა იქნება ამ გუნდისთვის.
kvaxa
30 აგვისტო 2016 14:46
0
კიკა ოქრიაშვილი სულ უგუნდოდ და სახლში რომ იყოს ორი თავით აჯობებს და ჯობია ყველას დამიჯერე! კაცი ჯოხის ცხენივით დარბის და ნაკრებისთვის არაფერს იშურებს, მთელ გულს დებს! ეხლა ვაი გულშემატკივარს ტვინი ნუ წაიღეთ თქვენი ქილიკური კომენტარებით! როგორი ნაკრებიც გვყავს ის შეიყვარეთ! მაგრამ ალბათ თქვენ ის ხალხი ხართ საქართველო- ესპანეთის თამაშზე ესპანეთის დროსა რომ გეჭირათ! ცენზურა არ იყოს უკეთესად დავწერდი ყველაფერს!
kika-s da yvela pesimist vai gulshematkivars
30 აგვისტო 2016 13:53
0
Gamoizaxsi vaisma es lipartia raikneba ertxel naxos sakmeshi. Sxvebs ki kargad izaxebn nakrebshi.
swori
30 აგვისტო 2016 13:07
0
გამოძახის ეს ლიპარტია, ამ ვაისმა საერთოდ იცის ვინ სად თამაშოობს??
Vaso
30 აგვისტო 2016 12:29
0
დავიღუპეთ ხალხო,ორი "სუპერ"ფეხბურთელი დააკლდება საქართველოს ნაკრებს,"დიდი"ყენია და მჭედლიძე,ბედი არ გინდა.რაღა ახლა მიიღეს ტრამვები,რა გვეშველება ამათ გარეშე,ქართველებო როდის მოხვალთ ფეხბურთის აზრზზე,როდის გაარჩევთ ცუდს კარგისგან,მარტო ფეხბურთელების დეფიციტი კი არა,გულშემატკივრის დიდი დეფიციტია საქართველოში,რა ჭაობში ვართ,რა გვეშველება?პირდაპირ საოცრებაა რა.
roma
30 აგვისტო 2016 12:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული