სტუმრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და საწყის წუთებშივე რამდენჯერმე დაემუქრნენ გიორგი ლორიას კარს, მე-16 წუთზე კი ანგარიშიც გახსნეს. საჯარიმოს შემდეგ, დავიდ ალაბამ ბურთი ჩვენს საჯარიმოში ჩაკიდა, მარტინ ჰინტერეგერმა კი ისე, რომ ხელს არავინ უშლიდა, თავით ახლო მანძილიდან გაიტანა - 0:1.
ვლადიმირ ვაისის გუნდს გათანაბრება ათ წუთში, ანალოგიურ სიტუაციაში შეეძლო. საჯარიმოს მოწოდების შემდეგ ალეკო ამისულაშვილი ახლო მანძილიდან
ამის შემდეგ, 30-ე და 34-ე წუთებზე, გატანის მშვენიერი შანსი ჯერ ჯაბა ჯიღაურმა ვერ გამოიყენა, შემდეგ კი - ჯანო ანანიძემ.
ტაიმის მიწურულს ლორიას კარში მეორე გოლი გავიდა. 42-ე წუთზე, მარკო არნაუტოვიჩის მაღალი ჩაწოდების შემდეგ, უმეთვალყურეოდ მყოფმა მარკ იანკომ თავით აუღელვებლად გაიტანა - 0:2
საქართველოს ნაკრებმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო: ლორია, ლობჟანიძე, კვირკველია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, კაშია, დაუშვილი, ჯიღაური, ანანიძე, ყაზაიშვილი, დვალიშვილი.
თამაშის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებიდან გააცილეს ზურაბ ხიზანიშვილი, რომელსაც ქვეყნის უმთავრესი გუნდის მაისური 93 მატჩში მოურგია.