საქართველოს ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევი ავსტრიასთან მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
5 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო D ჯგუფში პირველი შეხვედრა ავსტრიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

"დინამო არენაზე" შეხვედრა სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და საწყის წუთებშივე რამდენჯერმე დაემუქრნენ გიორგი ლორიას კარს, მე-16 წუთზე კი ანგარიშიც გახსნეს. სტანდარტის შემდეგ, დავიდ ალაბამ ბურთი ჩვენს საჯარიმოში ჩაკიდა, მარტინ ჰინტერეგერმა კი ისე, რომ ხელს არავინ უშლიდა, თავით ახლო მანძილიდან გაიტანა - 0:1.

ვლადიმირ ვაისის გუნდს გათანაბრება ათ წუთში, ანალოგიურ სიტუაციაში შეეძლო. საჯარიმოს მოწოდების შემდეგ ალეკო ამისულაშვილი ახლო მანძილიდან ძლიერი და
ეფექტური დარტყმით ცდილობდა გატანას, მაგრამ კარს მცირე მანძილით ააცილა.

ამის შემდეგ, 30-ე და 34-ე წუთებზე, გატანის მშვენიერი შანსი ჯერ ჯაბა ჯიღაურმა ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ჯანო ანანიძემ.

შესვენებამდე ლორიას კარში მეორე გოლი გავიდა. 42-ე წუთზე, მარკო არნაუტოვიჩის მაღალი ჩაწოდების შემდეგ, უმეთვალყურეოდ მყოფმა მარკ იანკომ თავით აუღელვებლად გაიტანა - 0:2

მეორე ტაიმის დასაწყისში იანკოს დუბლის შესრულება მართებდა, მაგრამ ერთი-ერთზე გიორგი ლორიას მარტივ ვითარებაში ვერ აჯობა.

65-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილის თავურის შემდეგ ავსტრიელთა კარი ძელმა იხსნა, ოთხი წუთის შემდეგ კი ჯანომ ააცილა კარს მცირე მანძილით.

ჯანო ანანიძემ მიზანი 78-ე წუთზე გაასწორა და შორეული, უძლიერესი დარტყმით ბრწყინვალე გოლიც გაიტანა.

დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს შტურმი მოუწყო და რამდენიმეჯერ მწვავედაც დაემუქრა მის კარს, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

ამრიგად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა შესარჩევი მარცხით დაიწო. მომდევნო შეხვედრას კი სტუმრად ირლანდიის ნაკრებთან, 6 ოქტომბერს ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, ლობჟანიძე (84, ჭანტურია), კვირკველია, ამისულაშვილი (76, ოქრიაშვილი), ნავალოვსკი, კაშია, დაუშვილი, ჯიღაური, ანანიძე, ყაზაიშვილი, დვალიშვილი (63, სხირტლაძე).

თამაშის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებიდან გააცილეს ზურაბ ხიზანიშვილი, რომელსაც ქვეყნის უმთავრესი გუნდის მაისური 93 მატჩში მოურგია.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 62 /
ამისულაშვილი, ჭანტურია, არ უნდა იყვნენ ძირითადში. დაცვაში-კაშია,კვირკველია,დვალი,ნავალოვსკი. ნახევარდაცვა-კვეკვესკირი,ანანიძე,დაუშვილი,ყაზაიშვილი,ცისკარიძე. თავდასხმა- თუ ვინმე ცოცხალია...
ქართველი
10:31 06-09-2016
0
კაი ნუ წაიღეთ ტვინი ამ ცხადაძით!!! გეთანხმებით, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია დღევანდელი ნაკრებისთვის, მაგრამ მხოლოდ ტაქტიკის მხრივ. როგორც პიროვნება არ ვარგა. ვინმეს ეჭვი გეპარებათ რო იმ ხელფასიდან რასაც დააჯდა დომენტიესთან და რეზიესთან არ მიდიოდა ატკატი?! მე პირადად არ მეპარება ეჭვი ამაში!!! და ესეც ვერ გადაახტა "ჯიგრებს", ზატო მთელ ქვეყანას გადაგვახტა და დავრჩით ვაისის ამარა. ეგ რო კაცი ყოფილიყო მოიკლებდა იმ ხელფასს და იმ ფეხბურთით რასაც ათამაშებდა ნაკრებს სამეულში უეჭველი მოხვდებოდა და ბონუსსაც აიღებდა. რაც შეეხება გუნდს, გულშემატკივრების 99.99% თუ ხვდება რო ეს ამისულა ვეღარ თამაშობს ფეხბურთს, მწვრთნელი რატო ვერ ხვდება ვერ გავიგე რა. ჩემი აზრით პოტენციალი არის თუ სწორად გაკეთდება საქმე. კაშია-კვირკველიას დუეტს ბევრი ინატრებდა დაცვის ცენტრში და რა გახდა ამ კაშიას აპორნი რო არ ათამაშონ?! ანუ დაცვის ცენტრი გვყავს + დვალი, ხოჭოლავა, ანუ წესით უპრობლემო პოზიციაა. მარცხენა მცველებიც ასე თუ ისე გვყავს, ნავალა და ცისკარიძე. ყოველ შემთხვევაში საბედისწერო შეცდომებს მაინც არ უშვებენ. მარჯვნივ გვიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით გუშინ ლობჟანამ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ითამაშა კარიერაში მაინც 0-ია... ანუ საუკეთესოდ რო ვერ ითამაშოს ვაბშე მინუსებში მიდის... კაკაბას იმედი მაქვს, ლობჟანიძე უახლოეს თამაშებს მაინც ჩააგდებს და ჯობია კაკაბამ ჩააგდოს ის თამაშები, ნაკრებში პრაქტიკას მიიღებს, ძირითადს შეეჩვევა, ამასობაში ესპანურ ფეხბურთს რაღაც დონეზე მაინც თუ აყვება ეს პრობლემაც მოიხსნება. ანუ ფაქტიურად დაცვაში თითო პოზიციაზე 2 მეტნაკლებად ნორმალური მოთამაშე გვყავს. საყრდენი - კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (მაგრა უმატებს), აბურჯანია... მგონი მშვენიერი არჩევანია. ნახევარდაცვა - ანანიძე, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი(ნაკრებში ყოველთვის კარგად თამაშობს), კობახიძე, ჯიღაურიც კარგი ბიჭია, არაბიძე (ოღონდ ნელ-ნელა), შეიძლება კიდე ვინმე გამომრჩა... თავდასხმა - არ ვიცი...:( მოკლედ ჩემი აზრით საშუალო გუნდის დაყენება შეიძლება, მთავარია სათამაშო პრაქტიკა, მონდომება და სუფთა ნამუსი(რომლის მოწმენდაც მონდომების შემთხვევაში შესაძლებელია). მწვრთნელი - ეჭვი არ მეპარება ვაისის კვალიფიკაციაში, მაგრამ მას ჭირდება დრო, რომელიც ჩვენ აღარ გვაქვს... ამიტომ გეგუჩა იდეალური ვარიანტი მგონია...
გოგლიკა
11:43 06-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული