"დინამო არენაზე" შეხვედრა სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და საწყის წუთებშივე რამდენჯერმე დაემუქრნენ გიორგი ლორიას კარს, მე-16 წუთზე კი ანგარიშიც გახსნეს. სტანდარტის შემდეგ, დავიდ ალაბამ ბურთი ჩვენს საჯარიმოში ჩაკიდა, მარტინ ჰინტერეგერმა კი ისე, რომ ხელს არავინ უშლიდა, თავით ახლო მანძილიდან გაიტანა - 0:1.
ვლადიმირ ვაისის გუნდს გათანაბრება ათ წუთში, ანალოგიურ სიტუაციაში შეეძლო. საჯარიმოს მოწოდების შემდეგ ალეკო ამისულაშვილი ახლო მანძილიდან ძლიერი და
ამის შემდეგ, 30-ე და 34-ე წუთებზე, გატანის მშვენიერი შანსი ჯერ ჯაბა ჯიღაურმა ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ჯანო ანანიძემ.
შესვენებამდე ლორიას კარში მეორე გოლი გავიდა. 42-ე წუთზე, მარკო არნაუტოვიჩის მაღალი ჩაწოდების შემდეგ, უმეთვალყურეოდ მყოფმა მარკ იანკომ თავით აუღელვებლად გაიტანა - 0:2
მეორე ტაიმის დასაწყისში იანკოს დუბლის შესრულება მართებდა, მაგრამ ერთი-ერთზე გიორგი ლორიას მარტივ ვითარებაში ვერ აჯობა.
65-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილის თავურის შემდეგ ავსტრიელთა კარი ძელმა იხსნა, ოთხი წუთის შემდეგ კი ჯანომ ააცილა კარს მცირე მანძილით.
ჯანო ანანიძემ მიზანი 78-ე წუთზე გაასწორა და შორეული, უძლიერესი დარტყმით ბრწყინვალე გოლიც გაიტანა.
დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს შტურმი მოუწყო და რამდენიმეჯერ მწვავედაც დაემუქრა მის კარს, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
ამრიგად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა შესარჩევი მარცხით დაიწო. მომდევნო შეხვედრას კი სტუმრად ირლანდიის ნაკრებთან, 6 ოქტომბერს ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, ლობჟანიძე (84, ჭანტურია), კვირკველია, ამისულაშვილი (76, ოქრიაშვილი), ნავალოვსკი, კაშია, დაუშვილი, ჯიღაური, ანანიძე, ყაზაიშვილი, დვალიშვილი (63, სხირტლაძე).
თამაშის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებიდან გააცილეს ზურაბ ხიზანიშვილი, რომელსაც ქვეყნის უმთავრესი გუნდის მაისური 93 მატჩში მოურგია.