"ათწლიანი კონტრაქტი არ მაქვს და ვიცი, რომ გულშემატკივარი დიდხანს ვერ მოითმენს..."

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ავსტრიის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მედიასთან ისაუბრა.

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

- ჩვენმა მოთამაშეებმა იბრძოლეს და ცდილობდნენ, პირველ ტაიმში ცენტრალური მცველებისა და მეკარის მიერ დაშვებული პოზიციური შეცდომები გამოესწორებინათ. შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ ვიქნებით, თუმცა არა - თამაშით. როცა ავსტრია 2:0 დაწინაურდა, კარგი მომენტი შექმნა და ლორიამ გადაგვარჩინა.

ამის შემდეგ ჩვენ რეალური საგოლე მომენტები შევქმენით. იყო ბრძოლის ჟინი და ხარისხიანად თამაშიც
შევძელით. ეს მაიმედებს. თუ მთელი გუნდი მუშაობას ასე გააგრძელებს, წარმატებაზე ფიქრი შესაძლებელია.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ დღეს კანკავა, მჭედლიძე და აბურჯანია ვერ დაგვეხმარნენ, ოქრიაშვილიც მზად არ გახლდათ და, ფაქტობრივად, უვარჯიშებელმა ითამაშა. მაგრამ მოედანზე გასულმა თითოეულმა ფეხბურთელმა შედეგის მისაღწევად ყველაფერი გააკეთა...

საერთოდ, მეტოქისა და ჩვენი შესაძლებლობები უნდა გავითვალისწინოთ. შევადაროთ, მათი და ჩვენი ფეხბურთელები რომელ კლუბებში თამაშობენ. დაახლოებით იგივე შემადგენლობა დავაყენე, როგორც ესპანეთთან, ტაქტიკაც იგივე დავტოვე.

დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში მხარს გვიჭირდნენ.

- ბუბა დაუშვილი ნიკა კვეკვესკირს რატომ ამჯობინეთ?
- ჩემი აზრით, დღეს დაუშვილმა კარგად ითამაშა და დავალებები ზუსტად შეასრულა. მის მეწყვილედ კი კაშია იმიტომ დავაყენე, რომ ავსტრიას რამდენიმე მაღალი დონის შემტევი ჰყავს და მათი შეჩერება გვსურდა. სწორედ ამიტომ არ ვათამაშე კვეკვესკირი.

როგორც იქნა, ანანიძემ თავისი შესაძლებლობები ნაკრებშიც გამოავლინა, მაღალ დონეზე ითამაშა და ლამაზი გოლიც გაიტანა...

დაცვაში უხეში პოზიციური შეცდომები დავუშვით - პირველი გოლი სწორედ ამიტომ გავუშვით. ჩვენი ნაკრები "ბარსელონა" არ არის, შეტევებს მცველები რომ იწყებდნენ. როცა ბურთი ამოგვქონდა, ავსტრია მაღალ პრესინგს მიმართავდა, რაც დაუშვილისა და კაშიას ბურთით მომარაგებას ართულებდა.

- ისე ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრები მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე უტევდა...
- მე კი მიმაჩნია, რომ შეტევები კომბინაციური ფეხბურთის შედეგი იყო.

- ცვლილებები ხომ არ დააგვიანეთ?
- ნაადრევი შეცვლები უფრო სარისკო იქნებოდა. ოქრიაშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე, 20 წუთზე მეტს ვერ ითამაშებდა. ცვლილებაზე ამიტომ შევიყვანე და თამაშის გამწვავებას ყველანაირად შეეცადა. სხირტლაძე კი, მეგონა, უფრო აქტიური იქნებოდა და შეტევებს გაამწვავებდა.

- ბოლო დროს, ამისულაშვილი ბევრ შეცდომას უშვებს...
- საკვალიფიკაციო ეტაპს მხოლოდ ახალგაზრდებით ვერ ვითამაშებთ. 10-წლიანი კონტრაქტი არ მაქვს და გულშემატკივრებს არც ექნებათ ისეთი მოთმინება, ნაკრებში მხოლოდ ახალგაზრდები რომ ვათამაშო და პერსპექტივაზე გავაკეთო გათვლა. ვფიქრობ, ამისულაშვილს ცუდად არ უთამაშია. გოლზე კი პოზიციურად მთელი დაცვის ხაზი შეცდა, მათ შორის - მეკარეც.

რა თქმა უნდა, შეცდომები დავუშვით, თუმცა არ მახსოვს, ბოლო დროს საქართველოს ნაკრებს ასეთ ძლიერ მეტოქესთან ამდენი საგოლე მომენტი შეექმნას.

- ჭანტურია მეტოქეებს ხშირად ეკამათება. მასთან ამ თემაზე დალაპარაკებას აპირებთ?
- ჭანტურია ემოციური მოთამაშეა, ეს მისი ხასიათია და მე ვერ შევცვლი. თუმცა თამაშისადმი მიდგომა მინდა შევაცვლევინო და ვნახოთ, აქედან რა გამოვა - ის ნიჭიერია.

- არაბიძეს თუ იცნობთ?
- რა თქმა უნდა, ვიცნობ და ვაკვირდები. ის ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. ძალიან დიდი ტალანტია. უახლოეს პერიოდში მამამისთან და შემდეგ თავად ფეხბურთელთან დალაპარაკებაც მსურს, რადგან გავიგე, რომ ასაკობრივ ნაკრებში გარკვეული პრობლემები ჰქონდა. მსურს ვიცოდე, ნაკრებისთვის მზად თუ არის. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 73 /
უცხოელ მწვრთნელებს ერთად ერთი ადარდებთ თავიანთი ხელფასი და დიდხანს დარჩენა გუნდში არა კიდევ ქართული ფეხბურთის განვითარება, ეს ვაისი წარმატებას თავის ქვეყანაში მიაღწევს, მაგრამ ჩვენთან ვერაფერს გახდება ჯერ ერთი არც იცნობს ჩვენს ფეხბურთელებს არ იცის ცალკეული ფეხბურთელის შესაძლებლობა რასაც კარნახობენ ამით კიდევ შორს ვერ წავა, ფეხბურთელები რომ შეისწავლოს ამას დიდი დრო უნდა ესენიც ვარსკვლავები არ იყვნენ ზამენაში ზიან უმეტესობა
zmo
06 სექტემბერი 2016 13:54
0
მე ასე ვფიქრობ რომ ვაისი საქართველოს ნაკრებს არ გამოადგება საქართველოს ნაკრებს ჭირდება უფრო თამამი და გაბედული მწვრთნელი,საქართველოს აქვს პოტენციალი რო თავიდანვე შემტევი ფეხბურთი ითამაშოს თან აწი უფრო კარგ ფორმაში შეხვდებიან ის ფეხბურთელები ვინც თავიათ კლუბებში სისტემატურად თამაშობენ ამას იმიტომ ვაბობ რო ავსტრია ძალიან გაპიარებული გუნდი მგონია და საქრთველომ ასეთი დონის გუნთან სახლში უნდა შეუტიოს, ეს ვინმემ ისე არ გაიგოს თითქოს ავსტრიის ნაკრები მე სან მარინოში მერევა მაგრამ, ავსტრია არც ესპანეთია და არც არგენტინა,არც ინგლისი და არც გერმანია. კიდევ სხვა ბევრი ძლიერი ნაკრებები.
bebeto
06 სექტემბერი 2016 13:47
0
მეც ერთი კითხვა მაქვს ამ კაცის მიმართ. თავდამსხმელს რომელსაც 9-10 თამაშში გოლი არ გაუტანია ძირითადში რატო აყენებს? დვალიშვილზე მაქვს საუბარი
zaqro
06 სექტემბერი 2016 13:37
0
Aaa uyure shen kashia imitom dauyenebia mand da buba daushvili rom avstrias maxali klasis pexburtelebi yolia da kvekvesqiris bwyinvale tamashin saprangetis lili ro gamoagdo gabalam mand meshaxteebi tamashobdnen vais xo?geniosi xar geniosi.
Guria
06 სექტემბერი 2016 13:19
0
Dinamos pexburtelebma rac ar unda qnan mainc dinamoelebi arian ufrosobastan axlos.da axla imas xo ar vatamashebt chamoyvanilebs.mere ra ro sad waixon burti ar ician mere ra ro pass ver aketeben mainc dinamoelebi ariam.
Zuri tb
06 სექტემბერი 2016 13:14
0
Riti xar ymayopili bolo 10 wutit xo?erti normaluri win gatamashebuli kombinacii naxe ?5 passi gadabuli metoqis naxevarze naxe?gamcholi passi naxe?centri ro ekava da shetevis tavi naxe vinme?tav aweuli pexburteli naxet?riti xart ymayopili ver vxvdebi ra kvekvesqiri gizis erterti loderi romelic burts ichers tamashs shlis burts anawilebs pass aketebs da mis magivrad tipiuri dacvis pexburteli tamashobs rogpr unda gaigo.ras qvia dro chirdeba vaiss ra dro xalxo ras ambobt.dinamo dinamo dinamo pexburtelebi romelic dinamosac ar unda ukve nakrebshi tamashoben da uklubo praktikis tamashis gareshe pexburtelebi tamashoben nakrebshi da arabize da kvekvesqiri iyvnen ise rat gvinda akvirdeba bichi kide fu sheni shen xemzxvanelobis vaiso
A
06 სექტემბერი 2016 13:04
0
პირდაპირ ვაბობ ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს საქართველოს რაც ამ გამოძახებოლი ფეხბურტელებიდან რესურსი ქონდა ბოლომდე ვერ გამოიყენა ვგულისხმობ იმას კვეკვესკირი და კობახიძე კარგ ფორმაში არიან და არ გამოიყენეს ამ თამაშში იმას არ ვამბობ რო ესენი რო ყოფილიყვნენ მთებს გადავდგავდით მაგრამ, ეს არის მწვრთნელის შეცდომა რომელიც კარგად ჩანს თუ ვინმე დააკვირდება.დაუშვილმა და კაშიამ როგორ უნდა დაიწყონ შეტევა ვინმემ ამიხსნას, კაშია საერთოდ სხვა ადგილის ფეხბურთელია და ერთი კიდევ ამისულაშვილმა თავისი საუკეთესო წლები უკან დატოვა და ამაზეც უნდა დაფიქრდენ.
bebeto
06 სექტემბერი 2016 13:03
0
არასწორედ ვთამაშობთ ბატონო ვაის და ამის ბრალია ყველაფერი, არ არის ამდენი მცველით თამაში საჭირო ვინაიდან ბურთის დამჭერი და პასის გამკეთებელი არავინ რჩება ამიტომაც არის რომ არავინ იხსნება და იმალებიან ნეტავ ბურთი არ მომაწოდონო, შედეგად უმისამართო გაგზავნა ბურთის და მერე დაცვაში ჩალიჩი ბურთის მოგერიებაზე, მეტი შემქმნელი ფეხბურთელი გვჭირდება და არა ჩამშლელი მაინც აგებთ და კაცურად მაინც წააგებთ, მაგრამ შენ ვაის შენს ტყავს უფრთხილდები და ამიტომაც გგონია ბევრი მცველებით არ წააგებ და დიდხანს დარჩები
zmo
06 სექტემბერი 2016 13:00
0
დინამოს ფეხბურთელი საერთოდ რატო უნდა დააყენო სასტავში, და თან 4 კაცი?? ევროპა ლიგაზე გავიდნენ.. ჩემპიონთა ლიგაზე თუ რა ქნეს?? 4 კაცი ლამის მთელი გუნდია და ისეთი სიფარჩაკე გამოავლინეს დინამოში საერთოდ არ იყო არცერთი გამოსაძახებელი
i.kk
06 სექტემბერი 2016 12:44
0
ამისულაშვილი არის გუნდის მტერი/მოაშორეთ ეს ვერ ხედავთ რეებს შვება?ჩვენც გვაქ ნერვები ხალხს რო უყურებთ ასეთ ცუდ თამაშას გული გვიკდება.გასაგებია დზლერი რო მოგიგებს,და თავს ზემოთ დზალა არაა მარა.ხო შეიძლება რო იბრძოლო და ისე წააგო.რაც გუშინ იყო არაუშავდა იბძოლეს ბიჭებმა,მარა ამისულაშვილი არის იმენა გუნდის დირკა რა.და მეორე ეს დვალიშვილი არ მანახოთ კიდე.ამის თამაში მე არ მახსოვს ნაკრებში ნორმალურად.და დროა კაჩარავა გამოიძახოთ,ნავალოვსკი კარგია ჩაგდებაზე და კაჭარავა მაგალია და მოიტანს ხეირს.ფეხითაც მშვენივრად თამაშობს.ანანიდძემ გადაარჩინა გატანილი გოლით შემდეგი თამაშები და მთლიანად კრიტიკას
butxa
06 სექტემბერი 2016 12:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული