"ათწლიანი კონტრაქტი არ მაქვს და ვიცი, რომ გულშემატკივარი დიდხანს ვერ მოითმენს..."

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ავსტრიის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მედიასთან ისაუბრა.

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

- ჩვენმა მოთამაშეებმა იბრძოლეს და ცდილობდნენ, პირველ ტაიმში ცენტრალური მცველებისა და მეკარის მიერ დაშვებული პოზიციური შეცდომები გამოესწორებინათ. შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ ვიქნებით, თუმცა არა - თამაშით. როცა ავსტრია 2:0 დაწინაურდა, კარგი მომენტი შექმნა და ლორიამ გადაგვარჩინა.

ამის შემდეგ ჩვენ რეალური საგოლე მომენტები შევქმენით. იყო ბრძოლის ჟინი და ხარისხიანად თამაშიც
შევძელით. ეს მაიმედებს. თუ მთელი გუნდი მუშაობას ასე გააგრძელებს, წარმატებაზე ფიქრი შესაძლებელია.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ დღეს კანკავა, მჭედლიძე და აბურჯანია ვერ დაგვეხმარნენ, ოქრიაშვილიც მზად არ გახლდათ და, ფაქტობრივად, უვარჯიშებელმა ითამაშა. მაგრამ მოედანზე გასულმა თითოეულმა ფეხბურთელმა შედეგის მისაღწევად ყველაფერი გააკეთა...

საერთოდ, მეტოქისა და ჩვენი შესაძლებლობები უნდა გავითვალისწინოთ. შევადაროთ, მათი და ჩვენი ფეხბურთელები რომელ კლუბებში თამაშობენ. დაახლოებით იგივე შემადგენლობა დავაყენე, როგორც ესპანეთთან, ტაქტიკაც იგივე დავტოვე.

დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში მხარს გვიჭირდნენ.

- ბუბა დაუშვილი ნიკა კვეკვესკირს რატომ ამჯობინეთ?
- ჩემი აზრით, დღეს დაუშვილმა კარგად ითამაშა და დავალებები ზუსტად შეასრულა. მის მეწყვილედ კი კაშია იმიტომ დავაყენე, რომ ავსტრიას რამდენიმე მაღალი დონის შემტევი ჰყავს და მათი შეჩერება გვსურდა. სწორედ ამიტომ არ ვათამაშე კვეკვესკირი.

როგორც იქნა, ანანიძემ თავისი შესაძლებლობები ნაკრებშიც გამოავლინა, მაღალ დონეზე ითამაშა და ლამაზი გოლიც გაიტანა...

დაცვაში უხეში პოზიციური შეცდომები დავუშვით - პირველი გოლი სწორედ ამიტომ გავუშვით. ჩვენი ნაკრები "ბარსელონა" არ არის, შეტევებს მცველები რომ იწყებდნენ. როცა ბურთი ამოგვქონდა, ავსტრია მაღალ პრესინგს მიმართავდა, რაც დაუშვილისა და კაშიას ბურთით მომარაგებას ართულებდა.

- ისე ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრები მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე უტევდა...
- მე კი მიმაჩნია, რომ შეტევები კომბინაციური ფეხბურთის შედეგი იყო.

- ცვლილებები ხომ არ დააგვიანეთ?
- ნაადრევი შეცვლები უფრო სარისკო იქნებოდა. ოქრიაშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე, 20 წუთზე მეტს ვერ ითამაშებდა. ცვლილებაზე ამიტომ შევიყვანე და თამაშის გამწვავებას ყველანაირად შეეცადა. სხირტლაძე კი, მეგონა, უფრო აქტიური იქნებოდა და შეტევებს გაამწვავებდა.

- ბოლო დროს, ამისულაშვილი ბევრ შეცდომას უშვებს...
- საკვალიფიკაციო ეტაპს მხოლოდ ახალგაზრდებით ვერ ვითამაშებთ. 10-წლიანი კონტრაქტი არ მაქვს და გულშემატკივრებს არც ექნებათ ისეთი მოთმინება, ნაკრებში მხოლოდ ახალგაზრდები რომ ვათამაშო და პერსპექტივაზე გავაკეთო გათვლა. ვფიქრობ, ამისულაშვილს ცუდად არ უთამაშია. გოლზე კი პოზიციურად მთელი დაცვის ხაზი შეცდა, მათ შორის - მეკარეც.

რა თქმა უნდა, შეცდომები დავუშვით, თუმცა არ მახსოვს, ბოლო დროს საქართველოს ნაკრებს ასეთ ძლიერ მეტოქესთან ამდენი საგოლე მომენტი შეექმნას.

- ჭანტურია მეტოქეებს ხშირად ეკამათება. მასთან ამ თემაზე დალაპარაკებას აპირებთ?
- ჭანტურია ემოციური მოთამაშეა, ეს მისი ხასიათია და მე ვერ შევცვლი. თუმცა თამაშისადმი მიდგომა მინდა შევაცვლევინო და ვნახოთ, აქედან რა გამოვა - ის ნიჭიერია.

- არაბიძეს თუ იცნობთ?
- რა თქმა უნდა, ვიცნობ და ვაკვირდები. ის ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. ძალიან დიდი ტალანტია. უახლოეს პერიოდში მამამისთან და შემდეგ თავად ფეხბურთელთან დალაპარაკებაც მსურს, რადგან გავიგე, რომ ასაკობრივ ნაკრებში გარკვეული პრობლემები ჰქონდა. მსურს ვიცოდე, ნაკრებისთვის მზად თუ არის. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 73 /
ვიმეორებ, ვინც მწვრთნელს აბრალებს წაგებას, აუცილებლად გაესინჯეთ ფსიქოთერაპევტს.
იგივეს გაკეთებას ვურჩევ მათ, ვინც თვლის რომ ბიჭებმა კარგად ითამაშეს.
haha
06 სექტემბერი 2016 12:36
0
ამისულაშვილი მოაშორეთ სასწრაფოდ ვერ ხედავთ რეებს შვება?
shalva
06 სექტემბერი 2016 12:16
0
ამისულაშვილის დრო უკვე აღარ არაა გადაბერებულია გავაცილოთ ეს კაცი ნაკრებიდან ხიზანასავით
gocha
06 სექტემბერი 2016 12:15
0
ამისულაშვილი, ლობჟანიძე და დვალიშვილი ნაკრებს მოაშორეთ
Feola
06 სექტემბერი 2016 12:05
0
ჰოდა ახლა კარგად შეხედონ ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს. როცა დავინახეთ ცდილობდნენ, წაგების მიუხედავად ტაში დავუკარით.
giorgi
06 სექტემბერი 2016 12:04
0
ვაისს რომ აკრიტიკებს აქ ზოგიერთი 2010წელს ვაისი არ იყო სლოვაკეთის ეროვნული ნაკრები რომ გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8ფინალში და იქ ჰოლანდიასთან 1-2 წააგო?მისი გუნდი გამართულ და სწორ ფეხბურთს თამაშობდა,რადგან კარგი ტაქტიკოსია და პლუს გუნდშიც პროფესიონალი და წესიერი ფეხბურთელები ყავდა და არა ლობჟანიძეები,ამისულაშვილები,სხირტლაძეები და ა.შ.ჭანტურიშვილის არ იყოს ესაა ეს ... და რა ვქნათ :D :D
giorgi
06 სექტემბერი 2016 12:02
0
ყველას ბოდიშს გიხდით, ბევრი კომენტარი დავწერე და ალბათ თავი მოგაბეზრეთ, მაგრამ რა ვქნა მთელი ღამე ვერ დავიძინე ამათი გადამკიდე... უკვე სამარცხვინო ხდება ის რომ ერთი საშუალო დონის ნაკრები ჩამოდის აქ სტუმრად და პირდაპირ აცხადებს, 3 ქულისთვის ვართ ჩამოსულებიო და ასეა სკლუბო დონეზეც, ვინც აქ მოდის ყველას 3 ქულა უკვე გათვალისწინებული აქვთ და სად, ყიფიანის, ჩივაძის, შენგელიას, მესხის, ქინქლაძის, გუცაევის და სხვათა სამშობლოში... ამაზე მეტი სირცხვილი მე არ ვიცი. ყაზახეთიც გვჯობს უკვე და კოსოვოც...
maximus
06 სექტემბერი 2016 11:59
0
ხო მადლობა ბიჭებს მეორე ტაიმისთვის, ისე თავდასხმის ბიჭებმა მეშენია უნდა დააყენონ და ისე ივარჯიშონ, მარა არა 7 მეტრიანი.
დათო
06 სექტემბერი 2016 11:56
0
ამისულაშვილი დირკაა, მეკარეზეც იგივე შეიძლება ითქვას, და საერთო ან დინამოში როგორ ათამაშებენ ამისულაშვილს იქაც ხომ ნახეთ რა ქნა, წადი რა შე კაი კაცო, გიძახებენ კაცურად მოიქეცი და თქვი უარი.
დათო
06 სექტემბერი 2016 11:55
0
შედეგით, კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ თამაშით, უფრო სწორედ მონდომებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. რომ არა დაცვაში უხეში შეცდომები ნაკრებმა ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა, ის რად ღირს რომ გააზრებული შეტევები გვქონდა და არა ყარაულის თოფივით გავარდნილი
dato
06 სექტემბერი 2016 11:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული