"ათწლიანი კონტრაქტი არ მაქვს და ვიცი, რომ გულშემატკივარი დიდხანს ვერ მოითმენს..."

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ავსტრიის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მედიასთან ისაუბრა.

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

- ჩვენმა მოთამაშეებმა იბრძოლეს და ცდილობდნენ, პირველ ტაიმში ცენტრალური მცველებისა და მეკარის მიერ დაშვებული პოზიციური შეცდომები გამოესწორებინათ. შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ ვიქნებით, თუმცა არა - თამაშით. როცა ავსტრია 2:0 დაწინაურდა, კარგი მომენტი შექმნა და ლორიამ გადაგვარჩინა.

ამის შემდეგ ჩვენ რეალური საგოლე მომენტები შევქმენით. იყო ბრძოლის ჟინი და ხარისხიანად თამაშიც
შევძელით. ეს მაიმედებს. თუ მთელი გუნდი მუშაობას ასე გააგრძელებს, წარმატებაზე ფიქრი შესაძლებელია.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ დღეს კანკავა, მჭედლიძე და აბურჯანია ვერ დაგვეხმარნენ, ოქრიაშვილიც მზად არ გახლდათ და, ფაქტობრივად, უვარჯიშებელმა ითამაშა. მაგრამ მოედანზე გასულმა თითოეულმა ფეხბურთელმა შედეგის მისაღწევად ყველაფერი გააკეთა...

საერთოდ, მეტოქისა და ჩვენი შესაძლებლობები უნდა გავითვალისწინოთ. შევადაროთ, მათი და ჩვენი ფეხბურთელები რომელ კლუბებში თამაშობენ. დაახლოებით იგივე შემადგენლობა დავაყენე, როგორც ესპანეთთან, ტაქტიკაც იგივე დავტოვე.

დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში მხარს გვიჭირდნენ.

- ბუბა დაუშვილი ნიკა კვეკვესკირს რატომ ამჯობინეთ?
- ჩემი აზრით, დღეს დაუშვილმა კარგად ითამაშა და დავალებები ზუსტად შეასრულა. მის მეწყვილედ კი კაშია იმიტომ დავაყენე, რომ ავსტრიას რამდენიმე მაღალი დონის შემტევი ჰყავს და მათი შეჩერება გვსურდა. სწორედ ამიტომ არ ვათამაშე კვეკვესკირი.

როგორც იქნა, ანანიძემ თავისი შესაძლებლობები ნაკრებშიც გამოავლინა, მაღალ დონეზე ითამაშა და ლამაზი გოლიც გაიტანა...

დაცვაში უხეში პოზიციური შეცდომები დავუშვით - პირველი გოლი სწორედ ამიტომ გავუშვით. ჩვენი ნაკრები "ბარსელონა" არ არის, შეტევებს მცველები რომ იწყებდნენ. როცა ბურთი ამოგვქონდა, ავსტრია მაღალ პრესინგს მიმართავდა, რაც დაუშვილისა და კაშიას ბურთით მომარაგებას ართულებდა.

- ისე ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრები მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე უტევდა...
- მე კი მიმაჩნია, რომ შეტევები კომბინაციური ფეხბურთის შედეგი იყო.

- ცვლილებები ხომ არ დააგვიანეთ?
- ნაადრევი შეცვლები უფრო სარისკო იქნებოდა. ოქრიაშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე, 20 წუთზე მეტს ვერ ითამაშებდა. ცვლილებაზე ამიტომ შევიყვანე და თამაშის გამწვავებას ყველანაირად შეეცადა. სხირტლაძე კი, მეგონა, უფრო აქტიური იქნებოდა და შეტევებს გაამწვავებდა.

- ბოლო დროს, ამისულაშვილი ბევრ შეცდომას უშვებს...
- საკვალიფიკაციო ეტაპს მხოლოდ ახალგაზრდებით ვერ ვითამაშებთ. 10-წლიანი კონტრაქტი არ მაქვს და გულშემატკივრებს არც ექნებათ ისეთი მოთმინება, ნაკრებში მხოლოდ ახალგაზრდები რომ ვათამაშო და პერსპექტივაზე გავაკეთო გათვლა. ვფიქრობ, ამისულაშვილს ცუდად არ უთამაშია. გოლზე კი პოზიციურად მთელი დაცვის ხაზი შეცდა, მათ შორის - მეკარეც.

რა თქმა უნდა, შეცდომები დავუშვით, თუმცა არ მახსოვს, ბოლო დროს საქართველოს ნაკრებს ასეთ ძლიერ მეტოქესთან ამდენი საგოლე მომენტი შეექმნას.

- ჭანტურია მეტოქეებს ხშირად ეკამათება. მასთან ამ თემაზე დალაპარაკებას აპირებთ?
- ჭანტურია ემოციური მოთამაშეა, ეს მისი ხასიათია და მე ვერ შევცვლი. თუმცა თამაშისადმი მიდგომა მინდა შევაცვლევინო და ვნახოთ, აქედან რა გამოვა - ის ნიჭიერია.

- არაბიძეს თუ იცნობთ?
- რა თქმა უნდა, ვიცნობ და ვაკვირდები. ის ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. ძალიან დიდი ტალანტია. უახლოეს პერიოდში მამამისთან და შემდეგ თავად ფეხბურთელთან დალაპარაკებაც მსურს, რადგან გავიგე, რომ ასაკობრივ ნაკრებში გარკვეული პრობლემები ჰქონდა. მსურს ვიცოდე, ნაკრებისთვის მზად თუ არის. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 73 /
წავაგეთ ვაის!
გაგიჭირდებოდათ
zviadi
06 სექტემბერი 2016 11:07
0
კომენტატორებიდან დაიწყეთ და ფეხბურთელებზე შემდეგ ილაპარაკეთ
თაზო
06 სექტემბერი 2016 11:06
0
კომენტატორებიდან დაიწყეთ და ფეხბურთელებზე შემდეგ ილაპარაკეთ
თაზო
06 სექტემბერი 2016 11:03
0
Shen mogzavnili xar shen vinaxar da shens irgvliv myopni oqriashvli da kvekvesqiri rogor bich oqri kide mesmis mara kvekvesqiri rogor ara gavgijdebi gavafren baqo intershi erti tamashi gayavda erti ertze kaci 5jet da zlivs itandnen ert burts imas eyrdnoboda mteli gundi axla gabalashic ase aris da shen amis gamo unda gagishvan shen marto ara yvela tqven mumiebo.mayurebeli xvdeba kvekvesqiris sachiroebas da vinaa bich ro dagviyene erti pasi gaixseni kashias da meoresi gaixsene?ra davaleba qonda micemuli?ras avaleb amat ?romeli shesarula zaaan kargad passi ro ver gaaketa erti normaluri.?
Amera
06 სექტემბერი 2016 11:03
0
ხალხნო იცით რა მაკვირვებს?მწვრთნელთან რა გინდათ?მწვრთნელი რა შუაშია?ფეხბურთელებზე რატომ არავინ არ ამბობთ?რა გგონიათ,მოურინიო,გვარდიოლა,ანჩელოტი ან სიმეონე რომ იყვნენ ჩვენი ნაკრების მწვრთნელი,რა უეჭველი გასული ვართ ჯგუფიდან? და ეხლა ვაისის ბრალია ეს წაგება ხო? მაშინ ფულს ამდენ ფულს რატომ ყრიან ამ მწვთნელებში? ბავშვებს დაახარჯონ თუ უნდათ რაიმე პროგრესს მიაღწიონ. როცა სახლს აშენებენ როგორ აშენებენ? ჯერ სახლს აშენებენ და მერე ფუნდამენტს? აი ეს არის დებილი ქართული პოლიტიკა და ფეხბურთი.
თავადი
06 სექტემბერი 2016 11:01
0
რა ქნას ამ კაცმა, დაცითი ტაქთიკით თამაშობს და მაინც დირკა დაცვა გვყავს, შემტევი ითამაშოს და არც გამტანი გვაყავს წინ და ყველა კონტრშეტევაზე გოლს გაგვიტანენ.რაც გუშინ ჭანტურიამ გააკეთა ბოლოს რო დაარტყა ეს არის უპასუხისმგებლო თამაში, ესე შეიძლება მარტო ეზოში გააკეთო ხანდახან,ჯანომ კიდე მეკარესთან პირისპირ ისე არასწორად დაარტყა რო ამას ბავშვიც არ გააკეთებდა, მიზანი არ მაქვს მხედველობაშ, ფეხის არასწორად დარტყმაზე, ჟარგონულად რო ვთქვათ ბაჩოკით უნდა მიერტყა კუთხეში, ხოდა ამ ვაისს რა მოვთხოვოთ როცა ელემენტლური არ იციან ნაკრების ფეხბურთელებმა
gg
06 სექტემბერი 2016 10:59
0
აქ ზოგიერთის კომენტარი მაკვირვებს. კარგით რა ხალხო, ყაზახებს ხო ყავს ფეხბურთელები, იმ ხიჟნიჩენკოს და ისლამხანს მადრიდის რეალი და ბარსა უმტრევს კარებს კარგით რა...ვაისი შეიძლება კარგი მწვრთნელი იყოს მაგრამ აქ არა.საშა ჩივაძემ ნაკრებში შვეციასთან თამაში ჩააგდო და წავიდა ნაკრებიდან მისით, ის დიდი ავტორიტეტი იყო ნაკრებში, ესენი კი ვინ არიან... ამისულაშვილი, დვალიშვილი, ლობჟანიძე და თუ გინდათ დაუშვილი ნაკრებში გამოსაძახებელი არ არიან. ან არ შეიძლება იმ რენეს ნატურალიზება თუ კალათბურთში ანაც წყალბურთში შეიძლება ფეხბურთში რა უკეთესი შედეგები გვაქვს, თუ არ გვეკადრება ჩვენ და ეკადრება ესპანეთს , გერმანიას , საფრანგეთს.. მაგრამ ჩვენთვის მთავარია ცხადაძის გაშვებით ფინანსები დავზოგეთ...
maximus
06 სექტემბერი 2016 10:44
0
შე დალოცვილო კვეკვესკირი შემოგეყვანა კაცი ევროპის ლიგაზეა )
ika
06 სექტემბერი 2016 10:36
0
განსხვავება ფიზიკურ მომზადებაში იმხელა იყო, კაცი იფიქრებდა, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები თამაშობენო. ავსტრიელებმა ორივე გოლი ვარჯიშის სტილში გაიტანეს და რომ მოენდომებინათ, კიდევ ორს გაიტანდნენ იმავე სტილში. ასეთი უნიათო მარცხის შემდეგ ნებისმიერი თავმოყვარე მწვრთნელი გადადგებოდა და მისი ჩამომყვანიც უკან მიჰყვებოდა, მაგრამ ვაისს კიდევ დიდხანს შეინახავენ, რადგან ნოემბერში მოლდოვასთან მოგების შანსი გვაქვს თბილისში და დასკვნა დაიდება, რომ სწორი გზით მივდივართ....
მსქროლავი ტროლი
06 სექტემბერი 2016 10:32
0
დაცვაამისახედი
solo1
06 სექტემბერი 2016 10:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული