"ათწლიანი კონტრაქტი არ მაქვს და ვიცი, რომ გულშემატკივარი დიდხანს ვერ მოითმენს..."

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ავსტრიის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მედიასთან ისაუბრა.

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

- ჩვენმა მოთამაშეებმა იბრძოლეს და ცდილობდნენ, პირველ ტაიმში ცენტრალური მცველებისა და მეკარის მიერ დაშვებული პოზიციური შეცდომები გამოესწორებინათ. შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ ვიქნებით, თუმცა არა - თამაშით. როცა ავსტრია 2:0 დაწინაურდა, კარგი მომენტი შექმნა და ლორიამ გადაგვარჩინა.

ამის შემდეგ ჩვენ რეალური საგოლე მომენტები შევქმენით. იყო ბრძოლის ჟინი და ხარისხიანად თამაშიც
შევძელით. ეს მაიმედებს. თუ მთელი გუნდი მუშაობას ასე გააგრძელებს, წარმატებაზე ფიქრი შესაძლებელია.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ დღეს კანკავა, მჭედლიძე და აბურჯანია ვერ დაგვეხმარნენ, ოქრიაშვილიც მზად არ გახლდათ და, ფაქტობრივად, უვარჯიშებელმა ითამაშა. მაგრამ მოედანზე გასულმა თითოეულმა ფეხბურთელმა შედეგის მისაღწევად ყველაფერი გააკეთა...

საერთოდ, მეტოქისა და ჩვენი შესაძლებლობები უნდა გავითვალისწინოთ. შევადაროთ, მათი და ჩვენი ფეხბურთელები რომელ კლუბებში თამაშობენ. დაახლოებით იგივე შემადგენლობა დავაყენე, როგორც ესპანეთთან, ტაქტიკაც იგივე დავტოვე.

დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში მხარს გვიჭირდნენ.

- ბუბა დაუშვილი ნიკა კვეკვესკირს რატომ ამჯობინეთ?
- ჩემი აზრით, დღეს დაუშვილმა კარგად ითამაშა და დავალებები ზუსტად შეასრულა. მის მეწყვილედ კი კაშია იმიტომ დავაყენე, რომ ავსტრიას რამდენიმე მაღალი დონის შემტევი ჰყავს და მათი შეჩერება გვსურდა. სწორედ ამიტომ არ ვათამაშე კვეკვესკირი.

როგორც იქნა, ანანიძემ თავისი შესაძლებლობები ნაკრებშიც გამოავლინა, მაღალ დონეზე ითამაშა და ლამაზი გოლიც გაიტანა...

დაცვაში უხეში პოზიციური შეცდომები დავუშვით - პირველი გოლი სწორედ ამიტომ გავუშვით. ჩვენი ნაკრები "ბარსელონა" არ არის, შეტევებს მცველები რომ იწყებდნენ. როცა ბურთი ამოგვქონდა, ავსტრია მაღალ პრესინგს მიმართავდა, რაც დაუშვილისა და კაშიას ბურთით მომარაგებას ართულებდა.

- ისე ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრები მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე უტევდა...
- მე კი მიმაჩნია, რომ შეტევები კომბინაციური ფეხბურთის შედეგი იყო.

- ცვლილებები ხომ არ დააგვიანეთ?
- ნაადრევი შეცვლები უფრო სარისკო იქნებოდა. ოქრიაშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე, 20 წუთზე მეტს ვერ ითამაშებდა. ცვლილებაზე ამიტომ შევიყვანე და თამაშის გამწვავებას ყველანაირად შეეცადა. სხირტლაძე კი, მეგონა, უფრო აქტიური იქნებოდა და შეტევებს გაამწვავებდა.

- ბოლო დროს, ამისულაშვილი ბევრ შეცდომას უშვებს...
- საკვალიფიკაციო ეტაპს მხოლოდ ახალგაზრდებით ვერ ვითამაშებთ. 10-წლიანი კონტრაქტი არ მაქვს და გულშემატკივრებს არც ექნებათ ისეთი მოთმინება, ნაკრებში მხოლოდ ახალგაზრდები რომ ვათამაშო და პერსპექტივაზე გავაკეთო გათვლა. ვფიქრობ, ამისულაშვილს ცუდად არ უთამაშია. გოლზე კი პოზიციურად მთელი დაცვის ხაზი შეცდა, მათ შორის - მეკარეც.

რა თქმა უნდა, შეცდომები დავუშვით, თუმცა არ მახსოვს, ბოლო დროს საქართველოს ნაკრებს ასეთ ძლიერ მეტოქესთან ამდენი საგოლე მომენტი შეექმნას.

- ჭანტურია მეტოქეებს ხშირად ეკამათება. მასთან ამ თემაზე დალაპარაკებას აპირებთ?
- ჭანტურია ემოციური მოთამაშეა, ეს მისი ხასიათია და მე ვერ შევცვლი. თუმცა თამაშისადმი მიდგომა მინდა შევაცვლევინო და ვნახოთ, აქედან რა გამოვა - ის ნიჭიერია.

- არაბიძეს თუ იცნობთ?
- რა თქმა უნდა, ვიცნობ და ვაკვირდები. ის ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. ძალიან დიდი ტალანტია. უახლოეს პერიოდში მამამისთან და შემდეგ თავად ფეხბურთელთან დალაპარაკებაც მსურს, რადგან გავიგე, რომ ასაკობრივ ნაკრებში გარკვეული პრობლემები ჰქონდა. მსურს ვიცოდე, ნაკრებისთვის მზად თუ არის. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 73 /
სხირტლაძე ნოლი ყოფილა....დვალიშვილის ადგილი ნაკრებში არაა, უკვე ამისულაშვილიც მძიმე ტვირთად აწევს საქართველოს ნაკრებს და ამას თვადაც უნდა მიხვდეს უკვე, თამაში არ გავა მის უხეშ შეცდომას გოლი რომ არ მოყვეს...თავდასხმაში კაჭარავა უნდა გამოეძახებინა, ერთი შანსი ბუდუ ზივზივაძესაც უნდა მიეცეს
qomagi
06 სექტემბერი 2016 09:48
0
ეხ კობი, კობი,რა უნდა გითხრა, აბაააააააა!!!!!
luka
06 სექტემბერი 2016 09:47
0
არაუშავს, მოვითმინოთ და ყველაფერი დალაგდება. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე არა ფეხბურთი, არამედ კობის პარლამენტარობაა. ხომ მკეთანმებით რომ ასეა? გახდება კობი პარლამენტარი და ყველაფერს დაალაგებს. მაშ!!!!
kaxa mafiozoshvili
06 სექტემბერი 2016 09:45
0
მწვრთნელის ერთადერთი შეცდომა ის იყო, მეორე ნომრად დაიწყო თამაში. ისე გოლები რომ არ გაგვეშვა, შეიძლება არც შეეტიათ
გგგ
06 სექტემბერი 2016 09:42
0
ირლანდიასთან აუცილებლად კარგად უნდა ვითამაშოთ უნდა მოვიგოთ რომ ქულები მეტი დავაგროვოთ.
spain
06 სექტემბერი 2016 09:32
0
ეგ ვაისი მაჟორიტარობას ჰო არ აპირებს
giga
06 სექტემბერი 2016 09:28
0
მოინდომეს ბიჭებმა,მაგრამ კლასი და იღბალი არ გვეყო. ჩემი აზრით კვეკვესკირი,კობახიძე და დვალის გამოყენება აუცილებელი იყო. დაუშვილი კარგია მაგრამ პასის კულტურაში და შეტევაში კვეკვესკირი ჯობია. კაშიას უნდა ვაღირსოთ თავისი ადგილი არ არის ეს კაცი საყრდენი და ვაწვალებთ ტყუილა საბასთან წყვილში კარგი იქნება. ამისულა კი სამწუხაროდ დაბერდა. ჯანომ დაამტკიცა რომ სპარტაკის ლიდერი ტყუილა არაა, სუპერ გოლი გაიტანა და გული ცოტათი მოგვფხანა.
kika
06 სექტემბერი 2016 08:55
0
ყველაზე კარგი იქნებოდა ვაისის ადგილას ცხადადზე!!!
dato
06 სექტემბერი 2016 07:42
0
Am kacs geguchadze ajobebs, 21 clamdelebi upro galagebul da azrian pegburts tamashoben. Sasaciloa amisulashvils ro amartlebs kvela tamashshi 5-6 uxesh shecdomas ushvebs mis adgilze ciskaridzes mivcemdi shanss....
Dato-realoba
06 სექტემბერი 2016 07:36
0
ვეტანხმები საბას, დაუჰვილი კვეკვესკირის დუეტი დაკაჰიას ტავის ადგილზე რომ ეტამაჰა კარგი იკნებოდა, ასევეანანიდზე ცენტრჰ სხირტლადზე ტავის ადგილას და იციტ რა? საინტერესოა ჰანრურიას რატომ არ ატამაჰებს დზირიტადჰი? და კიდევ ცხადადზეს გუნდიდან გეგდება იკო უდიდესი ჰეცდომა და ეს კობიაჰვილის დამგონი ხეჰიკაჰვილის სინდისზეა.
vaxo
06 სექტემბერი 2016 07:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული