FIFA 17: გურამ კაშია მაჩვენებლით ერედივიზიეში მოთამაშე ფეხბურთელთა პირველ ათეულშია

AutoSharing Option
კომპიუტერულ თამაშ FIFA 17-ში არნემის "ვიტესის" ქართველი კაპიტანი გურამ კაშია თავისი მაჩვენებლით ჰოლანდიაში მოთამაშე ფეხბურთელთა პირველ ათეულშია.

კაშიას მაჩვენებელი FIFA-ში 78-ია. ჰოლანდიაში მოთამაშე ფეხბურთელებისგან საუკეთესო მაჩვენებელი კომპიუტერულ თამაშში ანდრეს გუარდადოსა და ერიკ ბოტეგინს აქვთ - ორივეს 82.

გუარდადოსა და ბოტეგინის გარდა, კაშიაზე უკეთესი მაჩვენებელი ჰაკიმ ზიეხს (80), ჯოელ ველტმანს (80), დევი კლასენს (80), ჰექტორ მორენოს (80), ლუკ დე იონგს (79) და იეტროპ ვილემს (79) აქვთ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული