საქართველოს ნაკრები: ვლადიმირ ვაისი ერთი დებიუტანტით

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაასახელა გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ირლანდიასა (6 ოქტომბერი, 22:45) და უელსთან (9 ოქტომბერი, 20:00) საგარეო მატჩებისთვის მოემზადება.

სანაკრებო სიაში ერთადერთი დებიუტანტია - ბელარუსის ბატე-ს 22 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ვაკო გვილია, ვინც შესანიშნავი იყო ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში გამართულ ბოლო მატჩებში.

ირლანდიასა და უელსთან შეხვედრებში ნაკრებს ტრავმების გამო ლევან ყენია და ნიკა კვეკვესკირი დააკლდებიან, ხოლო გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა უთამაშებელია, ფორმაში არ არის და როგორც თავად თქვა "ლელოსთან" ინტერვიუში, ამ მომენტისთვის ნაკრებს
ვერ დაეხმარება.

- "ნაკრებში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა, ასეთ ფორმაში მყოფი მოედანზე ვერ გავალ"

ვაისისეული გაფართოებული შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);

მცველები:
უჩა ლობჟანიძე (დინამო თბ), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (შლიონსკი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: ბუბა დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა პარუნაშვილი (ყველა - დინამო თბ), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი).

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბ), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი).

მინუს გიბსონი და მაკარტი
ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა, რომელმაც იქაურ საფეხბურთო ასოციაციასთან 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლომდე გააგრძელა კონტრაქტი, ის ფეხბურთელები ჩამოთვალა, რომლებიც საქართველოსა და მოლდოვასთან მუნდიალის შესარჩევ შეხვედრებში ქვეყნის ღირსებას დაიცავენ.

ისევე, როგორც ჩვენი ნაკრების შემთხვევაში, ირლანდიელთა შემადგენლობაც გაფართოებულია და აუცილებლად გაიცხრილება.

საქართველოსთან მატჩში ონილს ორი მნიშვნელოვანი ფიგურა დააკლდება - "ევერტონის" 28 წლის ნახევარმცველი დარენ გიბსონი და ამავე გუნდის კიდევ ერთი შუახაზელი, 25 წლის ჯეიმს მაკარტი.

ონილის სრული სია კი ასე გამოიყურება:
მეკარეები: დარენ რენდოლფი (ვესტ ჰემი, ინგლისი), კეირონ ვესტვუდი (შეფილდ უენსდი, ინგლისი), დენი როჯერსი (ფალკირკი, შოტლანდია);

მცველები: სიმუს კოულმენი (ევერტონი, ინგლისი), რიჩარდ კეო, ალექს პირსი, საირუს კრისტი (ყველა - დერბი, ინგლისი), სერან კლარკი (ნიუკასლი, ინგლისი), პოლ მაკშეინი (რედინგი, ინგლისი), ჯონ ოში (სანდერლენდი, ინგლისი), შეინ დაფი (ბლექბერნი, ინგლისი), მარკ უილსონი (დამბარტონი, შოტლანდია), სტივენ უორდი (ბარნლი, ინგლისი);

ნახევარმცველები: ეიდენ მაკგიდი (შეფილდ უენსდი, ინგლისი), ჯეიმს მაკლინი (ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), გლენ უელანი (სტოკი, ინგლისი), ჯეფ ჰენდრიქსი (დერბი, ინგლისი), სტივენ კეინი (რედინგი, ინგლისი), დევიდ მეილერი (ჰალი, ინგლისი), კონორ ჰარიჰეინი (ბარნსლი, ინგლისი), ჰარი არტერი (ბორნმუთი, ინგლისი), იუნან ოკეინი (ლიდსი, ინგლისი), სტივენ გლისონი (ბირმინგემი, ინგლისი), კალუმ ოდაუდა (ბრისტოლი, ინგლისი), რობი ბრეიდი, უესლი ჰულაჰანი (ორივე - ნორვიჩი, ინგლისი), ენტონი პილკინგტონი (კარდიფი, უელსი/ინგლისი), ჯონი ჰეისი (აბერდინი, შოტლანდია);

თავდამსხმელები: შეინ ლონგი (საუთჰემპტონი, ინგლისი), დერილ მერფი (იფსვიჩი, ინგლისი), კევინ დოილი (კოლორადო, აშშ).

რემზი გამოირიცხა?
დიდია შანსი, უელსის ნაკრებს 6 და 9 ოქტომბერს ავსტრიასა და საქართველოსთან გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში ერთ-ერთი ლიდერი, "არსენალის" 25 წლის ნახევარმცველი აარონ რემზი დააკლდეს.

ის დაშავებულია და ამიტომაც ვერ ითამაშა მოლდოვასთან პირველი ტურის შეხვედრაში.

უელსელებს იმედი ჰქონდათ, რომ რემზი საქართველოსთან მატჩისთვის მაინც მოასწრებდა გამოჯანმრთელებას, მაგრამ, როგორც ამბობენ, ეს თითქმის გამორიცხულია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
თუ პაპუნაშვილს და პარუნაშვილს იძახებენ არაბიძე ან ჭანტურია რატომ არ უნდა გამოიძახოო? არ მესმის :(((
Tamo
29 სექტემბერი 2016 23:15
0
რა არ მოგეწონათ ჩემი გუშინდელი კომენტარის?! თუ გზაში დაგეკარგათ?
27 სექტემბერი 2016 09:00
0
კვეკვესქირი რომ არ დააყენე ბოლო თამაში ეს ვერ მოვინელე.რიგორ შეიძლება დინამოს ფეხბურთელები გყავდეს და კვეკვესქირი არ ათამაშო.ანანიძე კვეკვესქირის დუეტი უვიცო შენ ვინც მიგიყვანა აქ ის მომიკითხე უშნოდ
Tuto
26 სექტემბერი 2016 23:04
0
ნაკრებში ფეხბურთელს მწვრთნელი იძახებს და ფეხბურთელი არაფერ შუაშია,თუ არ სჭირდებათ, არც გამოიძახებენ.
ვიღაცა რატომ თანხმდება თანაშსო,ვიღაცა რატომ არაო.თუ უარს იტყვი,მოღალატე ხარო ,თუ კის,მაგან თამაში არ იცის,მოშორდი მაქედანო.მესისაც უძახეს არ თამაშობსო და როცა თქვა ამომივიდა ამდენი ლანძღვა ყელში,წავედი ნაკრებიდანო,მთელი მსოფლიო მუხლზე დაუდგა,არა ჰქნა ესო.ჩვენი ფეხბურთელები მესიზე ნაკლებები არიან,მაგრამ არც მათი ასე აგდება ივარგებს,გასწი მაქედანაო,ავად თუ კარგად ისინნ საუკეთესოები არინ და რაც შეუძლიათ იმას თამაშობენ.პატარა ბიჭებიგარსაძემ შეიყვანა ნაკრებში მასიურად ,ფეხბურთის თამაშსისწავლიან,გამოცდილებასაც მიიღებენო,მაგრამ ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს ბიჭებმა,დღემდე ვერ გამოიგნეს/ასე რომ ახალი სისხლი თანდათან უნდა შეურიო ,თორემ მივიღებთ შოკს.და კიდევ,თუძველს პატივი არ მიაგე, იმის მომდევნო თავს აღარ გამოიდებს,მეც ასე მომექცევიან და თავი რიღასთვის მივაკლა,მაინც შემაგინებენო.
სოსო
26 სექტემბერი 2016 20:19
0
არცერტი ვინც ტმოზახებული გოლის გარის გაავდამსხმელად მტანი არააა ერტი მსუბუქუი მოზრავი ვინმე არ გვყავს ნეტავ.?
bajo
26 სექტემბერი 2016 19:00
0
იმათ დანაკლისს ტყუილად ითვლით 4-5 კაციც ეყოფა მეკარესთან ერთად რომ გაასაზიზღრონ ჩვენი ვაის ვუი ნაკრები.
.........
26 სექტემბერი 2016 18:40
0
mamuka-ს. არაბიძეს უკრაინის ნაკრებში იწვევენ? კარგი რა!!! მართლა? არ ვიცოდი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქის ნაკრებში მიწვევა შეიძლებოდა. ნაღდად არ ვიცოდი!! mamuka, წყაროს თუ მიუთითებს მადლობელი დაგრჩებით.
კოკა
26 სექტემბერი 2016 18:29
0
ჭანტურია დაისაჯა ავსტრიასთან არაპროფესიონალური საქციელისთვის ბოლო წუთზე 4 კაცი საჯარიმოში რომ იყო და ჩაწოდების მაგივრად საიდან დაარტყა თან საად. არაბიძეს რაც შეეხება მგონი თავში აქვს ავარდნილი თან ძაან, ნაკრებს ითხოვს იმის მაგივრად რომ თავმდაბლად დაელოდოს გამოძახებას. დუბლებს არ აცილებენ და რა უნდა ნაკრებში? თან ამბობს უკრაინა მეპატიჯებაო ანუ თუ არ დამიძახებთ დავფიქრდებიო :)
xevsura
26 სექტემბერი 2016 17:51
0
ჭანტურია დღეს საუკეთესო ფორმაშია.დვალიშვილს და ლობჟანიძეს ნამუსის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი?
ex
26 სექტემბერი 2016 16:19
0
ჭანტურია რატომ არ არის განაცხადში?? მიზეზი მაინც დაწერეთ!
giorgi
26 სექტემბერი 2016 15:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული