საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დუბლინში დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის მეორე ოფიციალური მატჩისთვის მზადება დუბლინში დაიწყო.

ვლადიმერ ვაისის გუნდმა 3 ოქტომბერს ადგილობრივი კლუბის, "მალაჰაიდ იუნაიტედის" მოედანზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 21 ფეხბურთელი იყო. გიორგი მაკარიძე, საბა კვირკველია, თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე ეროვნულ ნაკრებს დღის ბოლოს შეუერთდნენ.

ამ ეტაპზე ირლანდიასთან და უელსთან გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და დუბლინში დაგეგმილი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება. შეგახსენებთ, რომ ნაკრებს ტრავმების და არასასურველი სავარჯიშო კონდიციების გამო ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია და ოთარ მარცვალაძე ვერ დაეხმარებიან.

ირლანდიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება დუბლინის "ავივას" სტადიონზე 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი).

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი).

ნახევარმცველები: ბუბა დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბილისი), ვალერი გვილია (ბატე, ბელორუსი). 

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია) ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი).

წყარო: GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 19 /
დათო,
ქართველები გულუხვმა ბუნებამ დიდი რაოდენობის სხეულებრივი თმით დაგვაჯილდოვა, საშუალოდ ნახევარ კილოს მარტო თმა იწონის ქართველის სხეულზე. ამიტომ, მეგობარო, ქართველი სპორტსმენები ამ ბუნებრივი თმით რომ გამოვიდნენ მოედანზე ძალიან დამძიმდებიან. მე მომხრე ვარ გაპარსვის, თუ ეს შედეგზე აისახება. :)

ხვალინდელ თამაშში ბიჭები ლაღად უნდა გავიდნენ მოედანზე. არ მიყვარს მოღუშული სახით რომ არიან! მიყვარს როცა იცინიან და მხიარულ განწყობაზე არიან. "შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობაო" - თქვა დიდმა შოთამ. ითამაშეთ თქვენი ფეხბურთი, სიამოვნება მიიღეთ სუფთა საფეხბურთო გარემოთი და დაე საუკეთესომ გაიმარჯვოს. მე, როგორც გულშემატკივარი, ჩვენს ბიჭებს 100% გვერდში ვუდგავარ ყოველთვის, ვაკრიტიკებ სამართლიანად ზრდილობის ფარგლებში და ვამხნევებ მაშინაც კი როცა ვმარცხდებით. ყველა თამაში არის ახალის დასაწყისი, ამიტომ მოიხსენით ყველა არასაფეხბურთო ტვირთი მხრებიდან, გადით მოედანზე მსუბუქი მხრებით, გახსნილი გონებით და ღია გულით. ისიამოვნეთ თქვენი თამაშით და ბრძლით! გულშემატკივარი თქვენს გვერდში იგულეთ.
ლუკა
06:07 05-10-2016
0
ცანტურია არ აწყობტ,,უკეტესი ვინმე რომ ყავდეტ ისე,,ტუნდაც არაბიცე,,მაგრამ მუცლიტ მხოხავი ოქრიასვილი ხო ყავტ
gega
17:00 04-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული