გურამ კაშია: ახალგაზრდა ფეხბურთელები ნაკრებს ენერგიას აძლევენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ გუნდის პირველი ვარჯიშის შემდეგ დუბლინში სფფ-ის ვებგვერდთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

"ირლანდიის ნაკრები, ალბათ, ის გუნდია, რომელიც ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს. არის სტაბილური ნაკრები ევროპაში, რომელიც თამაშობს კარგ ფეხბურთს. რამდენჯერმე ვეთამაშეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ დადებითი შედეგი არ გვქონია, მაგრამ იმედი მაქვს, ამ მატჩით მოვახერხებთ დადებითი შედეგის მიღწევას, რადგან ვფიქრობ, ეს შეგვიძლია.

თუ იგივე თამაში ვაჩვენეთ, რაც ავსტრიასთან მატჩის მეორე ტაიმში ვითამაშეთ, შეგვიძლია კარგი შედეგი ვაჩვენოთ.

რაც შეეხება გუნდს, არის ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რასაც მივესალმები, რადგან ახალგაზრდები ენერგიას
აძლევენ გუნდს. ამასთან ერთად, ეს მათთვისაც ძალიან კარგია, რადგან გამოცდილებას იღებენ. 

ჩვენი მეტოქე ფიზიკურად ძლიერია, ამიტომ ორთაბრძოლებში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. შეიძლება ტექნიკურად ვაჯობოთ, მაგრამ საჰაერო დუელები და საჯარიმოში ორთაბრძოლები აუცილებლად უნდა მოვიგოთ".

- საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დუბლინში დაიწყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაცვის ცენტრში ორი ბოძი რომ დავარჭოთ ხომ არ აჯობებს?ყოველთვის თავის ადგილზე იქნებიან.
ეს ხუმრობით მაგრამ ჩვენი სტოპერები ყველა დონის თამაშებში ისეთ ელემენტარულ შეცდდომებს უშვებენ,სისტემატურად და გამოსწორებისაკენ ყოველგვარი სწრაფვის გარეშე,რომ ძალიან მეშინია მთლად არ გაგვათახსირონ.
სოსო
19:53 04-10-2016
0
ტქნიკურად ვაჯობოთო???
ღადაობს თუ რამსები აერია.
haha
12:38 04-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული