ვაკო გვილია: ნაკრებში ბიჭებმა მეგობრულად მიმიღეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში, რომელიც ირლანდიასთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩისთვის დუბლინში ემზადება, შეკრებაზე პირველად არის გამოძახებული ბორისოვის "ბატეს" წევრი ვალერი (ვაკო) გვილია. ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომელიც ირლანდიასთან და უელსთან საკუთარი შანსის მოლოდინშია, ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან ისაუბრა:

"ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ნაკრებში გამოძახება, ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. მადლობელი ვარ, რომ ეს ოცნება ამიხდა.

ჩემთვის დიდი პატივი და ღირსებაა საქართველოს ნაკრების წარდგენა მსოფლიოს მასშტაბით. ვარჯიშებმა კარგად ჩაიარა, ბიჭებმა მეგობრულად მიმიღეს.

იმედი მაქვს, ჩემი დებიუტი შედგება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბმა უნდა
გადაწყვიტოს. მე, ჩემის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზე არის დამოკიდებული, რომ დავეხმარო ჩემს მშობლიურ ქვეყანას", - განაცხადა ვალერი გვილიამ.

ირლანდიასთან სამატჩო განაცხადში მყოფი 23 ქართველი ფეხბურთელის ვინაობას ვლადიმირ ვაისი დღეს გამოაცხადებს. ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება კი "ავივა სთედიუმზე" 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაკო აუცილებლად გაბრწყინდება ნაკრებში
mamuka
10:57 07-10-2016
0
გაიხარე ვაკო, ბედნიერი და მოგებების მომტანი ყოფილიყოს შენი ფეხი საქართველოს საფეხბურო ნაკრებში. ბევრი გამარჯვებები გეზეიმოს მასთან და ჩვენთან ნაკრების ერთგულ ქომაგებთან ერთად.
gizog
10:44 05-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული