დავით სხირტლაძე: ტექნიკური ფეხბურთით ირლანდიის დამარცხებაც შეგვიძლია და უელსისაც

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულმა დავით სხირტლაძემ, რომელიც ამჟამად გუნდთან ერთად დუბლინში ემზადება მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის, ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან ისაუბრა.

დანიური "სილკებორგის" თავდამსხმელის აზრით, საქართველოს ნაკრებს, ტექნიკური ფეხბურთის ხარჯზე, ირლანდიის დამარცხებაც შეუძლია და უელსისაც.

"ევროპის ჩემპიონატზე ვნახეთ, რა შეუძლია ირლანდიას და განსაკუთრებით - უელსს. უელსი ნახევარფინალში გავიდა. ძლიერი გუნდები არიან, მაგრამ შეგვიძლია, რომ ტექნიკური ფეხბურთით ვაჯობოთ.

რა თქმა უნდა, ბრძოლა მოგვიწევს და ბრძოლაში ტოლი არ უნდა დავუდოთ, მაგრამ ტექნიკური ფეხბურთის ხარჯზე, ალბათ შეგვიძლია, რომ დავამარცხოთ ორივე გუნდი და ამას შევეცდებით.

კარგად
ვგრძნობ თავს ახალ გუნდში. რა თქმა უნდა გოლის გატანა გეხმარება, რომ უკეთესად შეხვდე სანაკრებო თამაშებს. გუნდში ურთიერთგაგება გვაქვს მაღალ დონეზე, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ბიჭთან ერთად მითამაშია აქამდეც და ნამდვილად მზად ვარ თამაშისთვის.

ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა გვაქვს ამ მატჩებისთვის, ამიტომ ვართ ამ ეტაპზე ოცდახუთნი. ყველას აქვს რეალური შანსი, რომ ითამაშოს და მართლა დაეხმაროს ნაკრებს. ამიტომ ერთმანეთის მხარში დგომა და შეცვლა არ იქნება პრობლემა", - განაცხადა დავით სხირტლაძემ.

ირლანდიასთან სამატჩო განაცხადში მყოფი 23 ქართველი ფეხბურთელის ვინაობას ვლადიმირ ვაისი დღეს გამოაცხადებს. ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება კი "ავივა სთედიუმზე" 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ავსტრიის მეორე ტაიმის ტაქტიკა იყო: ა) ავსტრიელები დამსახურება, რადგან 2:0-ის მერე ცოტა გასეირნება მოინდომეს ბ) ანანიძის შორიდან დარტყმამ ავსტრიელები დააბნია. გ) ქომაგების მხარდაჭერა, განსაკუთრებით ანანიძის გოლის მერე და ბოლოს დ) გუნდის მონდომება ანუ პატრიოტიზმი.
აქედან ირლანდიაში ჩვენებს რჩებათ მარტო პატრიოტიზმი. ირლანდიელებს როგორც წესი შოტლანდიელებივით თავში არ უვარდებათ, ქომაგები იქ ცოტა იქნება, ანანიძეს ალბათ შორიდანვე ჩაკეტავენ.
ტექნიკით ჩვენ ირლანდია არ ვჯობივართ. ეს არც უნდა ცადონ, ბურთი ცენტრში ისე დაიკავონ რომ ჩაჭრის საშუალება არ მისცენ, იქნებ რამე გამოვიდეს.
haha
12:58 05-10-2016
0
უნდა გარისკოს ვაისმა თორემ ეს ორი თამაში თუ წავაგეთ მაშინ საერთოდ დაანებონ თავი თამაშს და დაიშალონ
givi
13:28 05-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული