ვლადიმერ ვაისი: ქართული ფეხბურთის ნათელი მომავლის მჯერა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ირლანდიის ნაკრებთან მატჩის წინა დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას ჩვენი ნაკრები 6 ოქტომბერს, დუბლინში "ავივას" სტადიონზე ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

"დიდი იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრებთან ერთად იმავე შედეგის გამეორებას შევძლებ, რასაც სლოვაკეთთან ერთად მივაღწიე. სლოვაკეთის ნაკრები ზუსტად იმავე სიტუაციაში მყოფი ჩავიბარე, როგორშიც დღეს საქართველოს ნაკრებია. მაგრამ ყოველდღე ვვითარდებით, წინ მივიწევთ...

სანამ მწვრთნელად დამნიშნავდნენ, საქართველოს ნაკრების ჩატარებული ბევრი მატჩი ვნახე. ბევრი
წარუმატებლობა იყო, მაგრამ გუნდში პოტენციალი დავინახე - აქ ბევრი კარგი და ტექნიკური ფეხბურთელია, რომლებიც ზოგჯერ ფიზიკურ ან ტაქტიკურ შეცდომებს უშვებენ. ჩვენ აქ სწორედ იმიტომ ვართ და ჩვენი სამუშაოც ისაა, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს.

კარგი გუნდის შესაქმენელად ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით და სამომავლოდ კარგი შედეგი გვექნება. ნამდვილად მჯერა ქართული ფეხბურთის ნათელი მომავლის", - ციტირებს ვაისს irishexaminer.com.
მკითხველის კომენტარები / 10 /
უეჭველი ვიგებთ ხვალ,მჯერა მაგრა და რა ვქნა 2 0
butxa
02:46 06-10-2016
0
ფიზიკურ წუნს შენ ვერ უშველი,ამას კლუბებში თავდაუზოგავი შრომით ეშველება მაგრამ....
sake
08:54 06-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული