ვლადიმირ ვაისი: მჯერა, ეს გუნდი შედეგს აუცილებლად მიაღწევს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ირლანდია-საქართველოს მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

6 ოქტომბერს, დუბლინში, "ავივა სთედიუმზე" გამართულ შეხვედრაში ირლანდიის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO]

"პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშა. გვქონდა სამი შესანიშნავი შანსი. მინდა გამოვყო ახალგაზრდა ფეხბურთელების, გვილიასა და კაკაბაძის თამაში.

მჯერა, ეს გუნდი შედეგს აუცილებლად მიაღწევს. ჩვენ დავუშვით ერთი პოზიციური შეცდომა და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. თამაშის წინ ამის თაობაზე ვაფრთხილებდი ჩემს ფეხბურთელებს. მათ ისიც ვუთხარი, რომ
კოულმენი სახიფათო იყო...

მთლიანობაში, ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ", - თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 51 /
ქეცბაიას დროს ფრეებით მაინც იწყებდნენ შესარჩევს,ახლა ხო ვაბშე...ვიღაცას ცხადაძის იმედი ქონდა, ეს იყო ნაკრების მშველელიო. ტყუილია ეს!ამათ არაფერი არ ეშველებათ. ჩემი პროგნოზით ჯგუფურ ეტაპს 1 ქულით დაამთავრებს. მოლდოვასთან ფრე სახლში.
დავით 67
16:58 07-10-2016
0
ოკრი ერტ ადგილას ბრუნავს ციბრუტივიტ და სეტევებს აფერხებს,ფიზიკურად ბოლომდე ვერ ქაცავს
gaza
16:15 07-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული