უელსის ნაკრები 9 ოქტომბერს კარდიფში საქართველოს უმასპინძლებს, ალენმა კი გუშინ, ავსტრიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მუხლის ტრავმა მიიღო. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მასზეც ისაუბრა.
"უახლოეს 24 საათში გაირკვევა ალენის ჯანმრთელობა. დიდი ალბათობით, ის საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს", - განაცხადა კრის კოულმენმა.
შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ვალიელებს "არსენალის" ნახევარმცველი აარონ რემსიც არ ეყოლებათ.