დიდი ალბათობით, უელსს საქართველოსთან მატჩში ვერც ჯო ალენი დაეხმარება

AutoSharing Option
უელსის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩში, დიდი ალბათობით, "სტოკ სიტის" ნახევარმცველი ჯო ალენი დააკლდება.

უელსის ნაკრები 9 ოქტომბერს კარდიფში საქართველოს უმასპინძლებს, ალენმა კი გუშინ, ავსტრიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მუხლის ტრავმა მიიღო. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მასზეც ისაუბრა.

"უახლოეს 24 საათში გაირკვევა ალენის ჯანმრთელობა. დიდი ალბათობით, ის საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს", - განაცხადა კრის კოულმენმა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ვალიელებს "არსენალის" ნახევარმცველი აარონ რემსიც არ ეყოლებათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული