უელსის მწვრთნელი: ახლა მთავარია, საქართველოს ნაკრებთან ვიმარჯვოთ

AutoSharing Option
უელსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

უელსი მეორე ტურში სტუმრად ავსტრიას დაუზავდა (2:2), 9 ოქტომბერს კი კარდიფში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.

- მუნდიალი 2018. II ტური. D ჯგუფი: ომი და მშვიდობა ვენაში [VIDEO]

"ახლა მთავარია, საქართველოს წინააღმდეგ ვიმარჯვოთ. ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელი თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ. ამის გამოსწორება 3 დღეში სწორედ ჩვენს კედლებში უნდა ვცადოთ", - განაცხადა მწვრთნელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული