ვაკო გვილია: ირლანდიასთან, მინიმუმ, არ უნდა წაგვეგო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა ვაკო გვილიამ ირლანდიასთან (0:1) მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ სფფ-სთან კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, ბევრად ვაჯობეთ ირლანდიის ნაკრებს. მატჩი სტუმრად გვქონდა დუბლინში და ამის მიუხედავად, უპირატესობას ვფლობდით. მომენტები შევქმენით, ძელს გავარტყით, თუმცა არ გავიდა გოლი.

ვფიქრობ, იღბალი დაგვაკლდა. მინიმუმ, არ უნდა წაგვეგო ეს მატჩი. ჩვენ უფრო ვიმსახურებდით მოგებას, ვიდრე ირლანდია.

უნდა დავივიწყოთ ეს შეხვედრა და მომდევნო მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. რა თქმა უნდა, უელსი ძალიან მაღალი დონის გუნდია, მაგრამ თუ ერთ მუშტად შევიკვრებით ისევე, როგორც ეს დღეს მოხდა,
მაშინ დარწმუნებული ვარ, დადებით შედეგს მივაღწევთ", - თქვა გვილიამ.

- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]
- მუნდიალი 2018. II ტური. D ჯგუფი: ომი და მშვიდობა ვენაში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგარი ხარ და მეტი შეგიძლია ნუ ერიდები შენ ტავზე აიღე ხანდახან და ეგარი. არ ველოდი თუ ასე მაგრად ითამაშებდი პირველ თამაშს. მალადეც
nika
15:49 07-10-2016
0
ყოჩაღ გვილია, გააგრძელე ვარჯიში და განვითარება და უმაღლესი(ტოპ) კლასის მოთამაშე გახდები სულ რაღაც 2-3 წელში, გისურვებ წარმატებებს.
patrioti
16:19 07-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული