Independent: საქართველოს დარი გუნდები წინასაკვალიფიკაციო ეტაპს უნდა თამაშობდნენ

AutoSharing Option
ირლანდიური Independent აქვეყნებს სტატიას ირლანდია-საქართველოს მატჩთან დაკავშირებით "კარგი, ცუდი და ბოროტი ირლანდიის წუხანდელი საშინელი თამაშიდან". სტატიის ავტორი კევინ პალმერია.

გამოცემის ჟურნალისტი მკაცრად აკრიტიკებს მარტინ ონილის ნაკრებს. მაგალითად, სტატიაში ნახავთ ასეთ ფრაზას:

"საბოლოო სტატისტიკამ დაადასტურა, რომ საშუალოზე საშუალო საქართველომ 96 წუთში ბურთი 56%-ით დაიჭირა. ეს ძალიან სამარცხვინო სტატისტიკაა".

სტატიის ბოლო ქვეთავი კი საერთაშორისო ფეხბურთში პრობლემებს ეძღვნება.

"ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის შეფები, ალბათ, გახარებულები არიან, რომ საქართველომ იმაზე მეტი ხალხი შეკრიბა "ავივაზე", ვიდრე მათ ეგონათ.

ფიფამ და უეფამ რაღაც უნდა მოუხერხონ საკვალიფიკაციო მატჩებს,
რომლებიც აღარ იზიდავს პუბლიკას.

ოქტომბრის ცივ საღამოს ვერ მოჰკიდებ ბავშვებს ხელს და ვერ წაიყვან "ავივაზე" ცუდად მოთამაშე ირლანდიის საყურებლად საქართველოს ნაკრებთან, რადგან შინ ტელევიზია ბევრად უფრო საინტერესო ვარიანტებს გთავაზობს გასართობად.

ამიტომ ფეხბურთის მამებმა საკვალიფიკაციო ციკლი უნდა შეამცირონ. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, საქართველოს და მოლდოვას მსგავსი ნაკრებები წინასაკვალიფიკაციო ტურნირში თამაშობდნენ, მთავარ საკვალიფიკაციოში თამაშის უფლების მოსაპოვებლად.

ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება, რადგან ფეხბურთის მამები ასეთი ქვეყნებიდან ხმებს იღებენ არჩევნებში. სამაგიეროდ, ჩვენ გვრჩება საერთაშორისო ფეხბურთის დაკნინება, თუმცა ეს არ არის ახალი ისტორია", - წერს კევინ პალმერი.

დროდადრო ასეთ მოსაზრებებს მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებში გაიგონებთ ხოლმე. წლების წინ ამავე პოზიციაზე იყო გერმანელი ფრანც ბეკენბაუერი.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ირლანდიურ ფეხბურთს ახლანდელი ქართული ფეხბურთი თუ არ სჯობდეს რა, რას მიაღწიეს ირლანდიელებმა ფეხბურთში ჩვენზე მეტს, ის რომ ზოგჯერ გადიან ფინალურ ეტაპებზე და მერე იქ ანტიფეხბურთს თამაშობენ კუდამოძუებული ბრუნდებიან სახლში, ამათზე ბანძ ფეხბურთს ვინმე თამაშობს საერთოდ. უხ თქვე გოუცრელი მჭადის გაზრდილებო...
bavaria
12:10 08-10-2016
0
მართალია!!! რაგბშიც ასე იყო მაგრამ ეხლა ეს სიტუაცია თვითონ კაცებმა(მოთამაშეებმა) გამოასწორეს და ეხლა საკვალიფიკაციოს(ერთა თასს) აღარ ვთამაშობთ!)))
svani
12:34 08-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული