ზურაბ ცისკარიძე: ბეილის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი პატივი იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ზურაბ ცისკარიძემ უელსთან მატჩამდე დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, ჩვენი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას კარდიფში უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

"ირლანდიასთან გულდასაწყვეტი მარცხი განვიცადეთ. შეხვედრაში, რომელშიც ვდომინირებდით, გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ და საპასუხოდ, ჩვენს კარში მივიღეთ. ვიმსახურებდით 3 ქულას... ავსტრიასთან, შესაძლოა, მთლად კარგი თამაში ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ გვქონდა რამდენიმე რეალური მომენტი, თუმცა იქაც უიღბლობამ გვიმტყუნა. იმედია, ხვალ ასე აღარ იქნება.

მწვრთნელთან ერთად ვიფიქრებთ, როგორ შევაჩეროთ გარეთ
ბეილი. არ ვიცი ვითამაშებ თუ არა, მაგრამ ბეილის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი პატივი იქნება", - განაცხადა ცისკარიძემ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
"ოღონდაცა რაააააა"-ს. ბეილი პელეზე დიდი ფეხბურთელი არ არის, მაგრამ დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესოა. რაც შეეხება მესხს, ის პელეს დროინდელ ბრაზილიასთან 1965 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მოსკოვში თამაშობდა, მაგრამ თავად თავდამსხმელი იყო და პელეს შეჩერება არ ევალებოდა. ის თამაში ბრაზილიამ 3:0 მოიგო, ხოლო პელემ 2 გოლი გაიტანა.
ნიკოლოზი
14:23 09-10-2016
0
პელეზე დიდი ფეხბურთელია ბეილი? პელეს ეთამაშა მიშა მესხი და კაი მაგარი ფინტიც გაუკეთა. მიშა პროფესიონალი იყო მისთვის მთავარი თამაში იყო და არა პელეს ავტორიტეტი. ამათ თამაში ეხლავე აქვთ წაგებული.
ოღონდაცა რაააააა
13:37 09-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული