უელსი-საქართველოს მატჩში ანგარიში თორნიკე ოქრიაშვილმა გაათანაბრა [VIDEO]

AutoSharing Option
9 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მესამე შეხვედრას სტუმრად უელსის ნაკრებთან მართავს.

მიმდინარეობს მატჩის მეორე ტაიმი, ანგარიშია 1:1.

სტადიონ "კარდიფ სიტიზე" მასპინძლებმა გატანა უკვე მე-10 წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ შეძლეს - თავით გიორგი ლორიას კარში ბურთი გარეთ ბეილმა გადაგზავნა.

- გარეთ ბეილს საქართველოს ნაკრებისთვის გოლის გასატანად ათი წუთი ეყო [VIDEO]

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა სცადეს მდგომარეობის გამოსწორება. შესვენებამდე ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი კი 34-ე წუთზე, ჯანო ანანიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო -ბურთი
ეულსელთა კარის ხარიხას მოხვდა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების გოლი 57-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელების შესანიშნავ კომბინაციას მოჰყვა. ანანიძემ შეტევის მარცხენა ფრთაზე ბურთი ვაკო ყაზაიშვილს გადააწოდა, რომელმაც უელსელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა. უმეთვალურეოდ დარჩენილმა თორნიკე ოქრიაშვილმა თავით ახლო მანძილიდან გაიტანა.

ვლადიმირ ვაისმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო: გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია (კ), გიორგი ნავალოვსკი, ვაკო გვილია, ბუბა დაუშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე.

უელსის ნაკრები: ჰენესი, განტერი, ტეოლორი, დევისი, უილიამსი, ჩესტერი, კინგი, ედვარდსი, ლედლი, ოუკსი, ბეილი.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ხალხო ნახეთ როგორი ტყუპის ცალივით მომენტი და შემდეგ გოლი გაუტანა მოლდოველმა ფორვარდმა,რაც ვერ გააკეთა მჭედლიძემ,როგორ გული მწყდება ამ ბიჭზე, ამდენი უიღბლობა წარმოუდგენელია.
win saqartvelo
23:49 09-10-2016
0
მჭედლიძემ წაგვართვა 3 ქულა ( ერთი ერთზე ვუელსთან ვერ გატაანააა არ მესმსისსს რაა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული