საქართველოს ნაკრებმა სტუმრად უელსში ქულა ოქრიაშვილის გოლით მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მესამე მატჩი სტუმრად უელსის ნაკრებთან ფრედ 1:1 დაასრულა და პირველი ქულა მოიპოვა.

სტადიონ "კარდიფ სიტიზე" მასპინძლებმა გატანა უკვე მე-10 წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ შეძლეს - გიორგი ლორიას კარში ბურთი თავით გარეთ ბეილმა გადაგზავნა.

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა სცადეს მდგომარეობის გამოსწორება. შესვენებამდე ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი კი 34-ე წუთზე, ჯანო ანანიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო - ბურთი ეულსელთა კარის ხარიხას მოხვდა.

მეორე ტაიმში ქართველი ფეხბურთელების შესანიშნავ კომბინაციას გოლი
მოჰყვა. 57-ე წუთზე ანანიძემ შეტევის მარცხენა ფრთაზე ბურთი ვაკო ყაზაიშვილს გადააწოდა, რომელმაც უელსელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა. უმეთვალურეოდ დარჩენილმა თორნიკე ოქრიაშვილმა კი თავით ახლო მანძილიდან გაიტანა.

საქართველოს ნაკრებს მოგებაც შეეძლო. გატანის კარგი შანსი ლევან მჭედლიძემ ვერ გამოიყენა, ყაზაიშვილის დარტყმის შემდეგ კი ბურთი უელსელთა კარის ხარიხას მოხვდა.

ამრიგად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა მიმდინარე შესარჩევში პირველი ქულა მოიპოვა, მომდევნო მატჩს კი 12 ნოემბერს თბილისში, მოლდოვის ნაკრებთან ჩაატარებს. დღესვე ჩვენს ჯგუფში მოგვიანებით გაიმართება სერბეთი-ავსტრიისა და მოლდოვა-ირლანდიის შეხვედრები.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია (კ), გიორგი ნავალოვსკი, ვაკო გვილია, ბუბა დაუშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი (90, ჯაბა ჯიღაური), ჯანო ანანიძე (90, ნიკა კაჭარავა), ლევან მჭედლიძე (75, ლადო დვალიშვილი).

 

მკითხველის კომენტარები / 77 /
მაგარი იყო,სამ დღეში ამდენ ენერგიას თუ აღიდგენდნენ ნაღდად არ მეგონა.თანაც 1-1ზე რომ არ ჩავჯექით დაცვაში ესეც გამიკვირდა.ავსტრიასთან ესე რომ გვეთამაშა უცილოდ მოვიგებდით.ფაქტია ყოველ თამაშზე უმატებენ.საღორ ბიჭებს.გილოცავთ
mamuka
10 ოქტომბერი 2016 00:12
0
ბრავო, ბრავო - ძლივს შეტევა დაიწყო მწვრთნელმა, ცოტა ხანში ეს ჭკვიანი კაცი ალბათ მიხვდება როგორი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ ქართველებმა. იმედია ორი თავდამსხმელის აუცილებლობასაც აღირებს და მენტალიტეტის შეცვლას არ მოგვთხოვს ზოგიერთი იდიოტის მსგავსად...
სამწუხაროდ
გამტანი ფორვარდის არსებობის აუცილებლობა მოკლეს ქართულ ფეხბურთში ,ქეცბაიას მსგავსი მარტივი ტვინის მქონე მწვრთნელებმა. უვიცობა და გაუნათლებლობა გვღუპავს ქართველებს, ჩვენთვის უკუღმართი, ე.წ. "სწორი ფეხბურთის" თამაში გადავწყვიტეთ, რაც ჩვენი ვერანაირად ვერ იქნება (ზუსტად იმ ავადსახსენებელი მენტალიტეტის გამო) და სასაცილოდ გმოვიყურებით...
ბავშვებს ბურთის თრევა ავუკრძალედ, არადა როგორ გვაკლია დღეს ასეთი ფეხბურთელი... ძირფესვიანად უნდა ამოვძირკვოდ მსგავსი მწვრთნელები, პირველ ყოვლისა, ბავშვთა ფეხბურთიდან...
mamuka kikabize
10 ოქტომბერი 2016 00:07
0
დავით არა ხარ მართალი, ეს შენც იცი... გაუმარჯოს მჭედლიძის შემდეგ გოლს
მდა - დავით 67-ს
10 ოქტომბერი 2016 00:00
0
ბრავო ბრავო ბრავო, ვისიამოვნე თამაშთ რაც მტავარია და გაკვირვებული დავრჩით, ძალიან მაგრად ითამაშეს! ასე განაგრძეთ იქნებ რამე გვეშველოს :)
ნინო
09 ოქტომბერი 2016 23:59
0
იმ ტვინიკოსებისა და სტრატეგების საყურადღებოდ რომლებიც ბოღმის მეტს არაფერს ამთზვევს სხვა ქვეყნის მაისურთ დადის და უცხო ფეხბურთელებს ფეხენს უკოცნის გადაამოწმეთ თამაშის სტატისტიკა მათ შორის უყურეთ განმეორებებს რა მომენტები შექმნეს ბიჭებმა და რა შექმნეს უელსელებმა თუნდაც აიღეთ ბოლო ორი შესარჩევი. თავდადებით რაც ნამდვილათ ეტყობა ნაკრებს ყველაფერი მიღწევადია ყველანი 12 ნოემბერს სტადიონზე და გულმხურვალედ უგულშემატკივროთ ნაკრებს და დავამთავროთ ეს წელი იმედით
გგ
09 ოქტომბერი 2016 23:54
0
პოლიტიკა რა შუაშია ტქვე მართლა თქვენა...
achi
09 ოქტომბერი 2016 23:53
0
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს საქართველოს ნაკრებს და სხვა წარსულთან შედარებით წარმოუდგენლად უკეთესად გამოიყურება. ცოტა არ იყოს გაოცებული ვარ..
vaxo
09 ოქტომბერი 2016 23:44
0
ირლანდია და ავსტრია გვიგებენ, ესპანეთს და უელსს ვუგებთ)) ვერ ხედავდით უელსის ნაკრებს ძეგლებივით რომ იდგნენ?
გიორგი
09 ოქტომბერი 2016 23:44
0
ვერავინ ვერ იტყვის რომ ამ სამ თამაშში ბიჭებმა სული და გული არ ჩადეს მიუხედავად პირველი ორი ეაგებული თამაშისა ნაკრებმა ბრძოლა აჩვენა რასაც ესე მონატრებულები ვართ და ცხვრის ფარასავით არ დავდივართ როგორც ადრე. მადლოა ბიჭებს სამივე თამაში ძალიან მაგარი იყო და ყველგა მოგებას ვიმსახურებდით მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და თავდადებისათვის რასაც ვითხოვდით ყოველთვის
gg
09 ოქტომბერი 2016 23:44
0
2 ტაიმის თამაში თუ ვისწავლოთ ჯგუფურზე ჰერი ჰერი:)))
შოკირებული გულშემატკივარი
09 ოქტომბერი 2016 23:43
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული