საქართველოს ნაკრებმა სტუმრად უელსში ქულა ოქრიაშვილის გოლით მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მესამე მატჩი სტუმრად უელსის ნაკრებთან ფრედ 1:1 დაასრულა და პირველი ქულა მოიპოვა.

სტადიონ "კარდიფ სიტიზე" მასპინძლებმა გატანა უკვე მე-10 წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ შეძლეს - გიორგი ლორიას კარში ბურთი თავით გარეთ ბეილმა გადაგზავნა.

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა სცადეს მდგომარეობის გამოსწორება. შესვენებამდე ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი კი 34-ე წუთზე, ჯანო ანანიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო - ბურთი ეულსელთა კარის ხარიხას მოხვდა.

მეორე ტაიმში ქართველი ფეხბურთელების შესანიშნავ კომბინაციას გოლი
მოჰყვა. 57-ე წუთზე ანანიძემ შეტევის მარცხენა ფრთაზე ბურთი ვაკო ყაზაიშვილს გადააწოდა, რომელმაც უელსელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა. უმეთვალურეოდ დარჩენილმა თორნიკე ოქრიაშვილმა კი თავით ახლო მანძილიდან გაიტანა.

საქართველოს ნაკრებს მოგებაც შეეძლო. გატანის კარგი შანსი ლევან მჭედლიძემ ვერ გამოიყენა, ყაზაიშვილის დარტყმის შემდეგ კი ბურთი უელსელთა კარის ხარიხას მოხვდა.

ამრიგად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა მიმდინარე შესარჩევში პირველი ქულა მოიპოვა, მომდევნო მატჩს კი 12 ნოემბერს თბილისში, მოლდოვის ნაკრებთან ჩაატარებს. დღესვე ჩვენს ჯგუფში მოგვიანებით გაიმართება სერბეთი-ავსტრიისა და მოლდოვა-ირლანდიის შეხვედრები.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია (კ), გიორგი ნავალოვსკი, ვაკო გვილია, ბუბა დაუშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი (90, ჯაბა ჯიღაური), ჯანო ანანიძე (90, ნიკა კაჭარავა), ლევან მჭედლიძე (75, ლადო დვალიშვილი).

 

მკითხველის კომენტარები / 77 /
Sagooool
Vato
09 ოქტომბერი 2016 22:31
0
ეხლა გასაგებია მჭედლიძე ემპოლიში სულ სკამზე რატომ ზის. ფეხბურთელი რომ ასეთ შანსს ვერ გამოიყენებ,ვინ გათამაშებს.დვალიშვილმა 15 წუთში უფრო მეტი გააკეთა მოედანზე,ვიდრე მჭედლიძემ მტელ თამაშში.არც ანანიძეს მოუკლავს თავი.მოკლედ დღეს პირიქით იყო,ვერ ითამაშეს და ქულა აიღეს
09 ოქტომბერი 2016 22:31
0
Sagol vaiss esmis am kacs ashkarad rogor atamashos gundi,vacadot am kacs da me mjera atamashebs im fexburts rac qartvel xalxs favours!!!
Vato
09 ოქტომბერი 2016 22:30
0
ბრავო ნაკრებს,,გააბიტურეს უელსელები,,ბრავო ბრაბო..ოქრის წარმატებები
jiji
09 ოქტომბერი 2016 22:29
0
ბრავო ნაკრებს,,გააბიტურეს უელსელები,,ბრავო ბრაბო..ოქრის წარმატებები
jiji
09 ოქტომბერი 2016 22:29
0
Ase didi xania ar minerviulia...progresi ashkarad chans,es uigbloba nu ar vici ras,ragac xo unda gavides...gcalia momecona,kai bichia.carmatebebi bichebs
Avto
09 ოქტომბერი 2016 22:24
0
აი სად გამოჩნდა რომ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელებისთვის სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია! მჭედლიძეს რომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა მაგ ბურთს გაიტანდა. მთლიანობაში აშკარად მომატებული აქვს ნაკრებს მაგრამ თითოეულ ფეხბურთელს მეტი შრომა მართებს რომ წარმატებას მიაღწიოს გუნდმა,ინდივიდუალური შეცდომები ბლომად იყო(ბურთის გაჩერება,დროული პასი,უბურთოდ მოძრაობა და ა.შ.) რასაც ვერცერთი მწვრთნელი ვერ გამოასწორებს თუ ფეხბურთელმა არ მოუმატა...ყოჩაღ და წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
zaza
09 ოქტომბერი 2016 22:24
0
ლობჯანიძეს უკან ნავალოვსკი და მჩედლიძე მიაყოლეთ და რაღაც გამოვა
lasha
09 ოქტომბერი 2016 22:24
0
დიდი მადლობა ვაისს და ბიჭებს. საოცარი თამაში როოგორც პროფესიონალები ისე აკონტროლებდნენ ბურთს. უშეცდომო პასები და დიდი სილამაზე... ბრავო როგორც იქნა იმედი გაჩნდა. ვისიამოვნე დღევანდელი დღით. მართლაც კარგი თაობა მოდის + ამას აბურჯანია და არაბიძე... გვილია მართლაც, რომ აღმოჩენაა და კანკავას ადგილი ღირსეულად შეავსო...
ddq
09 ოქტომბერი 2016 22:23
0
ხშირად ისმოდა კომენტარებში ოქრიაშვილის გინება, მე არ ვიცი როგორი დისციპლინა აქვს ამ ბიჭს, მაგრამ ნაკრებში მოედანზე ბოლომდის იხარჯება, გატანილი აქვს ულამაზესი გოლები, დღესაც გაიგიჟა თავი; ზოგადად ოქრი, ჯანო, გვილია, ყაზაიშვილი საკმაოდ კრეატიულები არიან, ერთი კარგი ცენტრალური თავდამსხმელი გვინდა, ბრავო დაცვას; ეს მწვრთნელი აშკარად ნორმალურია და უნდა მისცენ მუშაობის გაგრძელების საშუალოება
mateo falcone
09 ოქტომბერი 2016 22:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული