ვლადიმირ ვაისი: ასეთი თამაშის შემდეგ ქულით გულდაწყვეტილები ვართ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უელსთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

"ვინმეს თამაშამდე რომ ეკითხა, კმაყოფილი ვიქნებოდი თუ არა უელსთან მოპოვებული ქულით, ვეტყოდი, რომ ეს ფანტასტიური შედეგი იქნებოდა, მაგრამ ასეთი თამაშის შემდეგ გვაქვს უფლება უკმაყოფილონი ვიყოთ და ვთქვათ, რომ 1 ქულაზე გული დაგვწყდა.

ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. პირველი 30 წუთი ცუდი იყო, რომლის მანძილზეც არაერთი შეცდომა დავუშვით, მაგრამ შემდეგ გამოვასწორეთ.

საკუთარ მოედანზე
ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ჩვენ ამას ვგრძნობთ. სამი მატჩის შემდეგ 1 ქულა გვაქვს, მაგრამ კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ. ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს და მე ამ ბიჭებით ძალიან ვამაყობ", - ციტირებს ვაისს reddit.com.
მკითხველის კომენტარები / 54 /
ვაის მალადეც რათქმაუნდა აუცილებლად უნდა დარჩეს დიდიხანი ჩვენ ნაკრებში რომ შედეგი დადოს ამ ბოლო სამი თამაშიდან არცერთი თამაში წასაგები არ იყო მინიმუმ 5ქულა უნდა ქონდეს ნაკრებს მალადეც ვაის და ბიჭებს ერთად შეკრული გუნდი გახდა მე ვამაყობ თქვენით ბიჭებო რაგაც რაგაცეები არის გამოსასწორებელი ამას თანდათან გამოასწორებთ ჩვენ გვჯერა თქვენი და ყველა თქვენ გვერდში ვიქნებით მოლდოვასთან სტადიონი უნდა გავამსოთ ხალხო და პირველი გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ ამ ციკლში გენაცცვალეთ ბიჭებო
qutaiski
12:35 12-10-2016
0
ევროპის სჰესარცჰევსჰი ამ ნაკრებს პრეტენზია ექნება გასვლის. ასე ნელლ-ნელა წამოიწია ალბანეტი.
nika
16:58 10-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული